Digest Logo

3 ოქტომბრიდან 14 ნოემბრამდე ვენერა რეტროგრადულ ფაზაში გადადის - რა ცვლილებებს მოიტანს ეს პერიოდი ურთიერთობებში, ფინანსებსა და სურვილებში

1790791797
ქეთი ოდიშელი

რეტროგრადული ვენერა

19 თვეში ერთხელ სურვილების, „მინდების," ესთეტიკის, ურთიერთობებისა და ფასეულობების პლანეტა ვენერა ჩერდება და იწყებს უკუსვლით მოძრაობას.

3 ოქტომბრიდან 14 ნოემბრამდე ვენერა გადადის რეტროგრადულ ფაზაში (მორიელის 8 გრადუსიდან – სასწორის 22 გრადუსამდე), თუმცა მთლიანი კოსმიური მარყუჟი გაცილებით უფრო ვრცელია, 31 აგვისტოდან – 15 დეკემბრამდე გრძელდება.

სხვა პერიოდისგან განსხვავებით ეს ნარნარა რეტროგრადულობა არ გეგონოთ, ვენერა გადის მარსიანულ- პლუტონიანურ მორიელის მძაფრ, მისტიურ გზას და ქმნის საბრძოლო, ტრანსფორმაციულ ძვრებს ამ გზაზე.

განსაკუთრებულობას სძენს ამ პერიოდს მარსის ტრანზიტი ლომში, რადგან
პროცესს ფეთქებად მუხტსა და თეატრალურ დრამატიზმს სძენს სამეფო ნიშანში მყოფი მარსი — სცენა, ეგო, პატივმოყვარეობა და დაუოკებელი ვნება, აი საკვანძო საკითხები!

როდესაც ერთდროულად იკვეთება მორიელის რეტრო-ვენერას ჩრდილოვანი სიღრმეები და ლომი მარსის იმპულსური ამბიცია, გრძნობები, სურვილები, ვეღარ იმალება. ემოციური ფონი აღწევს პიკს, კონფლიქტები იღებს საჯარო ხასიათს, ხოლო ვნებები და ეჭვიანობა შესაძლოა გახდეს ფატალურიც კი!

დედამიწასთან სინქრონიზაციის 8-წლიან ციკლში, ვენერა ცაზე ხაზავს წმინდა გეომეტრიულ ფიგურას — ხუთქიმიან ყვავილს (პენტაგრამას). ყოველი ასეთი მარყუჟი ჩვენს პირად ველში ამ კოსმიური გეომეტრიის განახლების დროა. (ამაზე მოგვიანებით გაგიზიარებთ ინფორმაციას)

პლანეტა ანელებს სვლას, შეწმდეგ ჩერდება ანუ სტაციონარული ხდება (განსაკუთრებით 1–3 ოქტომბერს) და შემდეგ დროის მანქანასავით უკუსვლით გვაბრუნებს...

სად  

აგვისტოს ბოლოს წამოჭრილ თემებთან 
ეს არის შანსი შეცვალო წარსული, უკვე განვლილი გაკვეთილი, რათა გარდაქმნა შენი მომავალი.

ვენერა ქალის ფსიქიკაში ორგანული ენერგიაა – ანიმუსი, მამაკაცში კი – ანიმა, ანუ ქალის ის არქეტიპული ხატი, რომელსაც ის არაცნობიერად ეძებს და იზიდავს.

მთავარი კითხვა, რომელსაც სამყარო მკაცრად გვისვამს ასეთ ციკლებში: „რეალურად რა მინდა მე?“

დაზიანებული ვენერა იწვევს დანაშაულის გრძნობას საკუთარი სიამოვნების გამო, სხვების სურვილების საკუთარზე წინ დაყენებას და ტრენდების ბრმად მიყოლას. (თერაპიაზე მოგვიანებით მოგიყვებით  ) 

ჰარმონიული ვენერა არ მისდევს სხვის მოდას, სხვის წესებს, ის თავად ქმნის მას.

გარეგნობის უსასრულო კორექცია შინაგანი სიცარიელის ფონზე, თვითკმარობასა და სიყვარულს ვერასდროს მოიტანს.

რას ვარიდებთ თავს ამ პერიოდში:

• ქორწინება და ნიშნობა: თუ სპონტანურად იგეგმება. გრძნობები და მოლოდინები ამ დროს დროებითი და ილუზორულია.

• ნაჩქარევი გადაწყვეტილებები პირადში: ნუ ენდობით ეიფორიას და მუცელში პეპლებს.

• იმიჯის კარდინალური ცვლა და პლასტიკური ჩარევები: შედეგით იმედგაცრუების ალბათობა უკიდურესად მაღალია.

• მსხვილი ფინანსური წამოწყებები: მოერიდეთ სარისკო ინვესტიციებსა და მსხვილ სესხებს.

• კომუნიკაცია მესენჯერებით: მოერიდეთ ურთიერთობების გარჩევას მიმოწერით, არავერბალური მხარე გაცილებით მნიშვნელოვანია განსაკუთრებით ამ დროს.

* პრეზენტაციები და სარეკლამო კამპანიეები: შედეგით უკმაყოფილება და შეუსაბამო სტრატეგია, ზედმეტი ხარჯები.

რა არის ხელსაყრელი და რეკომენდებული:

• წარსულის შეცდომების გასწორება და გაშვება: ყოფილი პარტნიორების გამოჩენა ერთგვარი ტესტია, რა გაკვეთილი ვერ გაიაზრეთ და რა უნდა გაუშვათ საბოლოოდ?

• დაუსრულებელი საკითხების დახურვა: შეჩერებული პროექტების დასრულება, ძველი საბუთების დალაგება.

• შინაგანი შემოქმედება და რეგენერაცია, პერიოდი იდეალურია შემოქმედებითი პროცესისთვის, სპორტისა და გამაჯანსაღებელი რიტუალებისთვის.
გააკონტროლეთ მოთხოვნილება შაქარსა და ტკბილზე.

(განსაკუთრებული ყურადღება: თუ თქვენს ნატალურ რუკაში ვენერა დაბადებიდანვე რეტროგრადულია — ეს თქვენი პერიოდია (გამონაკლისებიც არის!)

და გახსოვდეთ, ზოგადი პროგნოზი აღწერს მხოლოდ ზოგად ენერგეტიკულ ამინდს. ის, თუ რომელ სახლს, პირად პლანეტას ან ფარულ არქეტიპს ააქტიურებს მორიელის ეს მძაფრი მარყუჟი თქვენს ცხოვრებაში, მხოლოდ ინდივიდუალური რუკის სიღრმისეული ანალიზით იკითხება.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕საჯარო სკოლების მასწავლებლები, ადმინისტრაციული პერსონალი და საბავშვო ბაღები - კიდევ ვის გაეზრდება 2027 წლიდან ხელფასი?

🎥 „ერთი ოცნება ახდა, კიდევ ბევრი რამ დარჩა...“ - რა კადრებს გვიზიარებს ნუცა ბუზალაძე

⭕„30 წლის შიში მქონდა, წლების წინ ძალიან დიდი მეგონა ეს ასაკი“ - მარიამ მაისურაძე

✕