Digest Logo

🎥 „3 სახეობის ღვინო, ხილი, ცხრა სახეობის ტკბილეული, 5 სახეობის ფიალა ჩაი“ - რა უნდა გავაკეთოთ ჩინურ ახალ წელს

1738146363
ირინა აღაპიშვილი

ჩინური კალენდრის მიხედვით, მწვანე ხის გველის წელი 2025 წლის 29 იანვარს, თბილისის დროით 16:37 საათზე დაიწყება. როგორც ასტროლოგები, ეზოტერიკოსები და ფენ-შუის სპეციალისტები მიიჩნევენ, მიმდინარე პერიოდში მკვეთრად გამოვლინდება გველის მშვიდი  ენერგიების ვიბრაციებით. ამიტომ მიჩნეულია, რომ 2025 წელი, წინა წელზე ნაკლებად დინამიკური და დესტრუქციული იქნება.

ჩინური მეტაფიზიკის სპეციალისტი ირინა აღაპიშვილი გადაცემის „პოსტ ალიონი“ სტუმარი იყო, სადაც მან საზოგადოებას აუხსნა როგორ შევხვდეთ ჩინურ ახალ წელს.

„წარმატება დღევანდელ დღესთან პირდაპირ კავშირშია, მთვარის კალენდრის მიხედვით წინ გვაქვს ჩინური დიდი ახალი წელი 3 თებერვალს, ხოლო დღეს არის სიმდიდრის ღმერთის დახვედრა. 

ამ თარიღამდე უნდა ავიღოთ ის დაცვა, რაც შარშან გავაკეთეთ, როცა გამოვიყენეთ წყალი, მარილი და მონეტები.

ვისაც ეს არ აგიღიათ აუცილებლად უნდა ავიღოთ, ის დატვირთულია უარყოფითი ენერგიებით, ამიტომ ეს ხელთათმანით უნდა ავიღოთ, არ უნდა შევეხოთ ხელით, კანით, არ დავლიოთ, ბავშვს არ მივცეთ, შინაურ ცხოველს არ დაალევინოთ, არ მორწყოთ მცენარე, რადგან შედეგი ფატალური იქნება. წინააღმდეგ შემთხვევაში, თუ ამას ხელით გააკეთებთ არაა გამორიცხული ფიზიკური დამწვრობა დავინახოთ. 

ამის პირდაპირ გადაქცევა არ შეიძლება, კანალიზაციაში უნდა გადავასხათ.

რას ვაკეთებთ სუფრის გაშლის დროს? აქ წარმოდგენილი უნდა იყოს 3 სახეობის ღვინო, ანანასი, ხილი, ცხრა სახეობის ტკბილეული, 5 სახეობის ფიალა ჩაი.

9 ფერადი სანთლები უნდა დავანთოთ, წითელ ან ყვითელ ქაღალდზე ჩამოვწეროთ სურვილები “, - ამბობს  ირინა აღაპიშვილი.

 ასევე დაგაინტერესებთ:

ცნობილია ნანუკა გულუას მესამე შვილის სქესი - მსახიობმა ჩვილისთვის სახელი უკვე შეარჩია

🎥 „გესიამოვნება კაცმა კოლგოტებში რომ ასწავლოს შენს შვილს მათემატიკა? მე არა...“ - რა ვიდეოს აქვეყნებს „მასტერი“

ნინუცა ორჯონიკიძის მოგზაურობა სამცხე-ჯავახეთში - ფოტოები