
ჟურნალისტი თაკო მელიქიშვილი, რომელიც ბოლო პერიოდში ასტროლოგიით დაინტერესდა და შესაბამისი განათლებაც მიიღო ამ კუთხით, სოციალურ ქსელში ასტროლოგიურ თემებზე ხშირად აქვეყნებს პოსტებს თუ ვიდეოებს და საზოგადოებას რჩევებს უზიარებს.
ამჯერად თაკო მელიქიშვილი სოციალურ ქსელში 14 მაისის ასტროლოგიურ პროგნოზს გვიზიარებს და ზოდიაქოს თითოეულ ნიშანს აფრთხილებს.
მთვარის დღე — 17 / 18
მთვარის ფაზა — კლებადი მთვარე მშვილდოსანში
ვერძი
დღეს მეგობრებმა შეიძლება ფინანსური წინადადება შემოგთავაზონ. ეს შეიძლება იყოს როგორც დამატებითი შემოსავლის შესაძლებლობა, ასევე სესხის თხოვნა თქვენთვის მომგებიანი პირობებით. ნუ იჩქარებთ უარის თქმას, დაფიქრდით ამ შეთავაზებაზე. კარგი დღეა საზოგადოებრივ ღონისძიებებზე დასასწრებად, თანამოაზრეებთან ერთად დროის გასატარებლად.
კურო
დღეს კარგი იქნება, თუ სამუშაო პროცესში ახალ ფერებს შეიტანთ. შეგიძლიათ, დავალებების განსხვავებული მიდგომა სცადოთ ან კოლეგებთან საინტერესო საუბრები მოაწყოთ. შესაძლოა, მეგობრებმა თავიანთი მხარდაჭერა გამოხატონ. ზოგიერთ კუროს შეიძლება სურვილი გაუჩნდეს, მონაწილეობა მიიღოს ქველმოქმედებაში.
ტყუპები
დღე შესაფერისია აქტიური და ინტელექტუალური საქმიანობისთვის, იურიდიული საკითხების მოგვარებისთვის. შესაძლოა, თქვენი შეხედულებები რაღაც საკითხზე შეიცვალოს. კარგი დროა ახალი შთაბეჭდილებების მისაღებად — ეს შეიძლება იყოს როგორც მოგზაურობის დასაწყისი, ისე საინტერესო გადაცემის ნახვა.
კირჩხიბი
დღეს შეიძლება მოგინდეთ ცვლილებები. ენერგია მოსვენებას არ მოგცემთ და შეიძლება სახლში გენერალური დალაგება დაიწყოთ, არასაჭირო ნივთებისგან გათავისუფლდეთ. შესაძლოა, ურთიერთობების დასრულება ან მათი ტრანსფორმაცია მოხდეს. მეგობარი საინტერესო წინადადებით შეიძლება მოვიდეს თქვენთან.
ლომი
დღეს ურთიერთობები განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი იქნება. მოსალოდნელია სიურპრიზები — შესაძლოა, ვიღაც წავიდეს ან კონტაქტი გაწყდეს. საყვარელი ადამიანი ყურადღებას გაგიმახვილებთ, სასიამოვნო სიტყვებს გეტყვით. ეს კარგი დღეა შეხვედრებისთვის, რომანტიკისა და ურთიერთობისთვის. ასევე, შესაძლებელია შემოქმედებითი შთაგონების მოზღვავება.
ქალწული
14 მაისს განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციოთ თქვენს ჯანმრთელობას. თუ ორგანიზმი შეგახსენებთ თავს, ნუ გადაიღლით, ნუ იმუშავებთ ძალდატანებით. სასურველია, თუ შეძლებთ დაისვენოთ. აკეთეთ მხოლოდ ყველაზე მნიშვნელოვანი საქმეები როგორც სახლში, ისე სამსახურში. თუ შესაძლებელია, გადაანაწილეთ პასუხისმგებლობები სხვებზე.
სასწორი
დღეს კარგი დროა შეხვედრებისთვის და რომანტიკული ნაცნობობისთვის. გამონახეთ დრო საყვარელ ადამიანთან გასასეირნებლად ან საინტერესო ღონისძიებაზე დასასწრებად. თუ ბავშვები გყავთ, მეტი დრო გაატარეთ მათთან. ეს გაამხიარულებს თქვენს განწყობას და გაამყარებს ურთიერთობას. ბევრ სასწორს შემოქმედებითი შთაგონება ეწვევა.
მორიელი
დღეს კარგი დროა სახლის საქმეებისთვის და სტუმრების მისაღებად. თუ მუშაობთ, მოაწყვეთ კოლეგებთან ერთად ჩაიზე შეხვედრა და გულთბილი საუბრები. მეტად მგრძნობიარე იქნებით და სურვილი გაგიჩნდებათ, გაუზიაროთ სხვებს თქვენი განცდები ან მხარი დაუჭიროთ ახლობლებს.
მშვილდოსანი
მშვილდოსნებისთვის 14 მაისი აქტიური და პროდუქტიული დღე იქნება. შეგიძლიათ დაკავდეთ ინტელექტუალური საქმიანობით, დოკუმენტების მომზადებით, შეთანხმებებითა და მოლაპარაკებებით. კომუნიკაცია დღეს განსაკუთრებით საინტერესო და გულთბილი იქნება. ეს კარგი დროა მოგზაურობისთვის ან მეგობრებისა და ოჯახის წევრებთან სასიამოვნო საუბრისთვის.
თხის რქა
14 მაისს თხის რქები ფინანსურ საკითხებზე იმუშავებენ. ვიღაცისთვის ეს იქნება მოლაპარაკებები, ინვესტიციების განხილვა, ხელფასის გაზრდის თემა, სხვებისთვის კი — ყოველდღიური ხარჯები ან მოგზაურობის დაგეგმვა. შეიძლება მოგინდეთ რაღაც გემრიელის გასინჯვა ან საკუთარი თავის განებივრება.
მერწყული
დღე შესაფერისია საკუთარ თავზე ზრუნვისთვის. შეგიძლიათ განაახლოთ გარდერობი, ესტუმროთ კოსმეტოლოგს, სტილისტს სალონს. ზოგისთვის ეს იქნება ლამაზი ნივთების შეძენა, რომელსაც დიდი ხანია გეგმავდნენ. სამსახურში კარგი დროა ინიციატივების გამოვლენისთვის და ლიდერობისთვის.
თევზები
დღეს თევზებს მეტი დასვენება მოგინდებათ. შესაძლებელია, მოუთმენლად ელოდოთ სამუშაო დღის დასრულებას. ზოგიერთს შთაგონება ეწვევა და სიხარულით დაკავდება ჰობით ან შემოქმედებითი საქმიანობით. მოსალოდნელია სიურპრიზები — შეიძლება მიიღოთ ზარი ან სიახლე, რაც გაგაკვირვებთ.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ: