Digest Logo

3 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

1725309492
3 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 3 სექტემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?

ვერძი

ეს დღე გაიძულებთ, საკუთარ და საყვარელი ადამიანების ჯანმრთელობას მეტი ყურადღება მიაქციოთ. შესაძლოა, ამასთან დაკავშირებით ვინმეს დამატებითი ვალდებულებების აღება და ნერვიულობა მოუწიოს. ამ დღეს სამუშაოც საკმარისზე მეტი გაქვთ. საღამოს სახლის გარემო და საყვარელი ადამიანების სიახლოვე დაგამშვიდებთ.

კურო

ამ დღეს გარემომ და გარემოცვამ შეიძლება ჩანაფიქრის განხორციელებაში ხელი შეგიშალოთ და მოვლენების მიმდინარეობა მთლიანად შეცვალოს. მიმდინარე საქმიანობაში, სავარაუდოდ, საკუთარ შესაძლებლობებს გადაჭარბებულად აფასებთ, ამიტომ ჯობს დახმარება ითხოვოთ.

ტყუპები

ნათესავებთან შეხვედრის ან ტელეფონზე საუბრის დროს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას მიიღებთ, რომელიც მალე ძალიან გამოგადგებათ. ეცადეთ, გამონახოთ დრო იმ ადამიანებთან გულწრფელი საუბრისთვის, ვისთანაც ერთ ჭერქვეშ ცხოვრობთ. სამსახურში კოლეგებთან მცირე გაუგებრობა გელით, მაგრამ საკუთარი პოზიცია დაცვას და ავტორიტეტის შენარჩუნებას შეძლებთ.

კირჩხიბი

საკმაოდ აქტიური დღეა, უბრალოდ ახალი საქმის დაწყებამდე, ეცადეთ ძველი დაასრულოთ. მოგზაურობა და ურთიერთობა სიამოვნებას და სარგებელს მოგიტანთ. ეცადეთ ურთიერთობა აღადგინოთ ადამიანთან, ვისთანაც უთანხმოების გამო კავშირი გაწყვიტეთ. კოლეგები ყურადღებით გისმენენ და თქვენს აზრს ითვალისწინებენ. შექმნილი ვითარება კარიერული წინსვლის შესაძლებლობას მოგცემთ და ეცადეთ ამით ისარგებლოთ.

ლომი

მთელ დღეს ფულზე ფიქრში გაატარებთ. ზოგი ლომი ფულის შოვნაზე იფიქრებს, ზოგი კი დახარჯვის გზებზე. ეს დღე ხელსაყრელია სამომავლო გეგმების შედგენისთვის, მაგრამ აქტიურ მოქმედებებს და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას უნდა მოერიდოთ. სავარაუდოდ, დიდი ხნის ოცნებას აისრულებთ, მაგრამ ამისთვის დიდი ძალისხმევის გამოჩენა მოგიწევთ. დღის მეორე ნახევარში მოსალოდნელია შეხვედრა, რომელზედაც დიდი ხანია ფიქრობთ.

ქალწული

მშვენიერი დღეა საკუთარ თავზე ზრუნვისთვის. დაწერეთ ორკვირიანი სამოქმედო გეგმა, სადაც ყველაფერს გაითვალისწინებთ - სალონში მისვლიდან შემოსავლების სტრატეგიამდე. გაიკეთეთ მასაჟი, წადით საუნაში ან აბაზანაში, ივარჯიშეთ და გაერთეთ და რაც მთავარია, მოიშორეთ ის, ვინც (რაც) აღარ გჭირდებათ. ამ დღემ შეიძლება ძველ მეგობრობას გამოცდა მოუწყოს, თუმცა ის ყველა სირთულეს გადალახავს.

სასწორი

ემოციური ფონი არასტაბილურია - ხან უმიზეზო სევდა, ხან კი მხიარულება გეუფლებათ. გარშემო მყოფებისგან გაგებას ნუ ელით - მათ თქვენი შეშფოთების მიზეზები არ ესმით. მოერიდეთ ხალხის თავშეყრის ადგილებს, სადაც თავს არაკომფორტულად და მარტოსულად გრძნობთ. უმჯობესია შუადღე სახლში გაატაროთ, სასაცილო კომედიას უყუროთ ან წიგნი წაიკითხოთ.

მორიელი

ნუ ცდილობთ, რომ ყველა პრობლემა დამოუკიდებლად მოაგვაროთ - გუნდური მუშაობა ინდივიდუალურზე უფრო ნაყოფიერი იქნება. ამ დღეს დაწყებული საქმეები ძალიან მალე სასურველ შედეგს მოგიტანთ. ყურადღება მიაქციეთ ოჯახის უფროსი წევრების ჯანმრთელობას და უახლოეს დღეებში ექიმთან ვიზიტი დაგეგმეთ.

მეტის სანახავად გადადით ბმულზე:

 ასევე დაგაინტერესებთ:

⭕მოსალოდნელია სეტყვა და ხანმოკლე წვიმა - როგორი ამინდი იქნება საქართველოში უახლოეს დღეებში

⭕თბილისის ქუჩები, სადაც 3 სექტემბერს შუქი გაითიშება - ჩამონათვალი

⭕„პირად ცხოვრებაში იქნება ჰარმონია და სიმშვიდე...“ - ზოდიაქოს 2 ნიშნისთვის ნათელი პერიოდი იწყება