Digest Logo

3 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

1706904139
3 თებერვალი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები  3 თებერვალს ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით? 

ვერძი

ყოველმხრივ წარმატებული და ნაყოფიერი დღეა. თუ არ იზარმაცებთ, შეიძლება თქვენი ბევრი სურვილი ასრულდეს. შეგიძლიათ გარისკოთ კიდეც - ვარსკვლავები ამბობენ, რომ პლანეტების ხელსაყრელი განლაგების წყალობით, ნებისმიერ საქმეში წარმატება გელით. ამ დღეს მიღწეული გავლენას მთელი თვის სიტუაციაზე გავლენას მოახდენს, ამიტომ თამამად იმოქმედეთ.

კურო

ნუ გადადებთ ხვალამდე საქმეს, რომლის დასრულებაც დღეს შეგიძლიათ. გირჩევთ სიზარმაცის შეტევები დაძლიოთ და საკუთარი მუშაობის შედეგებით დატკბეთ. დროა, პირადი ურთიერთობების მოგვარებაზეც იზრუნოთ - გათავისუფლდით ადამიანებისგან, რომლებსაც თქვენს ცხოვრებაში მხოლოდ ტკივილი მოაქვთ. შესაძლოა ოჯახური პრობლემების გადასაჭრელად სამსახურისთვის გამოყოფილი დროის შემცირება დაგჭირდეთ.

ტყუპები

პროფესიული განვითარება და ახალი ცოდნის დაუფლება სასურველი შედეგების მიღწევაში და კარიერულ წინსვლაში დაგეხმარებათ. ამ დღეს ფიზიკურად თუ გონებრივად არ უნდა გადაიღალოთ, თორემ შეიძლება თავი შეუძლოდ იგრძნოთ. საღამოს, ახლობელი ადამიანის გარემოცვაში, ყურადღების ცენტრში აღმოჩნდებით. უფრთხილდით მანიპულატორებს - ვიღაც თქვენს გაბრაზებას და კონფლიქტის გამოწვევას ცდილობს.

კირჩხიბი

ყველა პრობლემის ერთდროულად მოგვარებას ნუ ეცდებით. სასურველი შედეგის მისაღწევად, დღევანდელი დატვირთვა ორჯერ მაინც უნდა შეამციროთ. მნიშვნელოვანი და საინტერესო შეხვედრა გელით, რომელსაც უფრო საინტერესო გაგრძელება ექნება. გარშემო მყოფთა კრიტიკისთვის შესაფერისი დრო არაა. თქვენს უწყინარ შენიშვნას შეიძლება ვნებათა კორიანტელი მოჰყვეს, ამიტომ ურთიერთობა შეზღუდეთ და საკუთარ საქმეს მიხედეთ.

ლომი

ამ დღეს კონფლიქტების და დაპირისპირების მოგვარებას მხოლოდ გულწრფელი საუბრით შეძლებთ. გირჩევთ საყვარელ ადამიანებს საკუთარი განცდებისა და გამოცდილების შესახებ უამბოთ და უთანხმოების დასაძლევად კომპრომისი მოძებნოთ. ნუ ეცდებით ადამიანებს საკუთარი შეხედულებები თავს მოახვიოთ. გახსოვდეთ, რომ წარსულის შეცდომები არ უნდა გაიმეოროთ.

კითხვის გასაგრძელებლად გადადით ბმულზე: https://funtime.ge/ka/news/dgis-horoskopi/3-tebervlis-astrologiuri-prognozi-3970

 აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🎥 „ვერ ვიტყვი, რომ რომანტიკით გამოირჩევა... არის ძალიან კარგი კულინარი და თუ საჭმელს არ აკეთებს, მშიერი ვარ“ - როგორი მეუღლეა გიორგი ძოწენიძე

🎥 ბაბი კირკიტაძისა და გელა გნოლიძის სახალისო დუეტი ავტომობილში

🎥 როგორ აღნიშნა დათი ქოქრაშვილმა დაბადების დღე - „ბედნიერი დათიკო“