Digest Logo

30 ივნისს პლანეტა იუპიტერი ლომის ნიშანში გადადის - ვის ექნება ხელსაყრელი შესაძლებლობები და რას მოიტანს ტრანზიტი

1781713690
ასტროლოგია

30.06.2026 - 26.07.2027

30 ივნისს 09:52 საათზე წარმატებისა და იღბლის პლანეტა იუპიტერი ტოვებს კირჩხიბის ნიშანს და გადადის ლომში, სადაც 2027 წლის 26 ივლისამდე დარჩება.

🔥 ეს განსაკუთრებით სასიხარულო ამბავია ლომის ნიშნის წარმომადგენლებისთვის, რადგან მათთვის იწყება თვითგამოხატვის, პოპულარობის, ავტორიტეტისა და პიროვნული ზრდის მნიშვნელოვანი ეტაპი.

იუპიტერი ლომში აძლიერებს თავდაჯერებულობას, ლიდერულ თვისებებს, შემოქმედებით ენერგიას და სურვილს, საკუთარი ნიჭი ფართო საზოგადოებას გაუზიარონ.

ყველაზე მეტად ამ ტრანზიტის პოზიტიურ გავლენას იგრძნობენ:

♌️ ლომები

♈️ ვერძები

♐️ მშვილდოსნები.

ასევე ხელსაყრელი შესაძლებლობები ექნებათ:

♊️ ტყუპებს

♎️ სასწორებს.

რას მოიტანს იუპიტერი ლომში?

✅️ წარმატების ახალი შანსები

✅️ კარიერული წინსვლა

✅️ შემოქმედებითი პროექტების განვითარება

✅️ სიყვარულისა და რომანტიკის გააქტიურება

✅️ შვილებთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი მოვლენები

✅️ ჰობისა და საყვარელი საქმიანობის მონეტიზაცია

✅️ გართობა, მოგზაურობა და სოციალური აქტივობები

✅️ პოპულარობისა და აღიარების ზრდა.

ლომის ენერგია დაკავშირებულია ბრწყინვალებასთან, დიდებულებასთან, სცენასთან, შემოქმედებასთან და სიყვარულთან, ამიტომ ამ პერიოდში განსაკუთრებით აქტუალური გახდება სიყვარულის, ფლირტის, რომანტიკის, შთაგონებისა და გლამურული ღონისძიებების თემა.

დამატებით, სატურნისა და ნეპტუნის ჰარმონიული ასპექტები იუპიტერთან ზრდის წარმატების შანსებს, ეხმარება ოცნებების რეალიზაციას და იდეების პრაქტიკულ განხორციელებას. ბევრისთვის ეს შეიძლება გახდეს პერიოდი, როდესაც დიდი ხნის სურვილები რეალურ ფორმას მიიღებს. თუმცა, ყველაფერი მხოლოდ მარტივი არ იქნება.

პლუტონის ოპოზიცია იუპიტერთან მოითხოვს სიფრთხილეს. ეს ასპექტი ადამიანებს მნიშვნელოვანი არჩევანის წინაშე დააყენებს, გამოიწვევს ღრმა შინაგან ტრანსფორმაციებს და ძალაუფლების, კონტროლის ან ფინანსური საკითხების გადახედვის აუცილებლობას.

განსაკუთრებით ლომები უნდა მოერიდონ გადაჭარბებულ ამბიციებს, რისკიან გადაწყვეტილებებსა და ზედმეტ ხარჯებს. ამავდროულად, მარსისა და ურანის პოზიტიური გავლენა ტყუპებიდან ხელს შეუწყობს სწრაფ განვითარებას, ახალ ნაცნობობებს, ინოვაციურ იდეებს, ტექნოლოგიურ პროექტებსა და მოულოდნელ, მაგრამ სასარგებლო შესაძლებლობებს.

იუპიტერი ლომში გვახსენებს, რომ წარმატება მოდის მაშინ, როდესაც საკუთარი თავის რწმენა გვაქვს და არ გვეშინია საკუთარი სინათლის გამოჩენის.

ეს არის დრო, როდესაც ბევრს ექნება შანსი გახდეს უფრო თამამი, შემოქმედებითი და ბედისწერისგან მნიშვნელოვანი საჩუქრები მიიღოს.

✨ ლომების დრო იწყება - იბრწყინეთ, შექმენით, გიყვარდეთ და გამოიყენეთ შესაძლებლობები, რომლებსაც სამყარო გიგზავნით!.✨

ასევე დაგაინტერესებთ:

როგორია ტყუპის ნიშნით დაბადებული ქალი? - ასტროლოგის დახასიათება

„ვუსურვებთ სულიერ სიმტკიცეს, ღვთის მადლსა და წყალობას“ - შალვა კეკელია 48 წლის გახდა

„აუზის სეზონი გავხსენით, რუჯზე რა მოგახსენოთ“ - ჯანეტ ქერდიყოშვილი შვილის ფოტოს გვიზიარებს