როგორია ტყუპის ნიშნით დაბადებული ქალი:
❤ ნუ ქალი ხმამაღალი ნათქვამია, გოგონაა, ასაკი თითქმის არ ემჩნევა და არც თვითონ სურს დაბერება. ცოტა ანცი და ხულიგანია. მუდამ ახალგაზრდული.
❤ მასთან საუბარი ფსიქოლოგთან ვიზიტზე უკეთესია. რადგან ეს იქნება ხან სიცილი, ხან ტირილი, ხან სერიოზული მსჯელობა, ხან მოდი გავისეირნოთ, შოპინგი მოვაწყოთ.
❤ თვითნაბადი მსახიობია, კატასტროფულად ცნობისმოყვარე, უამრავ ინფორმაციას ფლობს, ინტელექტუალია. შეუძლია ნებისმიერ თემაზე საუბარი და მსჯელობა.
❤ ხან სანიმუშო დიასახლისია, ხან თავზე ხელაღებული ფემინისტი, ხან გულუბრყვილო გოგონა, ხან ბრძენი ქალი.
❤ იდეალურად ასრულებს რამდენიმე საქმეს ერთდროულად, სწავლის დროსაც კი შეიძლება ჩართული ჰქონდეს მუსიკა...
❤ ჩაცმის სტილი: დღეს თუ კლასიკურად აცვია, ხვალ შეიძლება ჰიპივით გამოეწყოს და ზეგ - დედოფალივით. მაზეგ - თინეიჯერივით.
❤ ტყუპი ქალი შესანიშნავი მეგობარია, შეუძლია გაგამხიარულოთ, გაგართოთ, ხასიათი გამოგიკეთოთ. იოლად შეუძლია ადამიანებთან დამეგობრება. ახალგაცნობილთანაც კი ისე გულიანად ილაპარაკებს, თითქოს ბავშვობიდან ერთად მოდიან.
❤ მუდამ მზადაა თავგადასავლებისთვის. თუ მოგზაურობას შესთავაზებთ, 5 წუთში ჩალაგებული დაგხვდებათ. არ წუწუნებს სირთულეებზე და მუდამ მზადაა აღმოჩენებისთვის.
❤ ხასიათი მაისი-ივნისის ამინდივით ეცვლება.
❤ მამაკაცებო, გაითვალისწინეთ, სანამ ტყუპი გოგონა ხანგრძლივ ურთიერთობაზე დაგთანხმდებათ, მილიონჯერ შეიცვლის აზრს. ყველაფერი მალე ბეზრდება, ერთფეროვნება მით უმეტეს.
❤ ოჯახის შექმნა ცოტა გვიან ურჩევნია, თუმცა, შესანიშნავი მეუღლე და დედა დგება. შვილებისთვის საუკეთესო მეგობარია. მათთან ერთად იზრდება, ვითარდება და ერთობა.
❤ მისთვის საყვარელი მამაკაცი პირველ რიგში კარგი მეგობარი, მრჩეველი და ინტელექტუალური პიროვნება უნდა იყოს. ვისთან ერთადაც დაუსრულებლად ილაპარაკებს ყველაზე და ყველაფერზე, გაუზიარებს ნანახს, წაკითხულს, მოსმენილს.
❤ დაოჯახებულიც და შვილებიანიც კი აგრძელებს განვითარებას და სწავლას. შეიძლება სრულიად განსხვავებული სფეროებში ჰქონდეს დიპლომი აღებული.
❤ თუ ტყუპი ქალი შეგიყვარდათ, დაუმეგობრდით მის მეგობრებს, რადგან, მეგობრებთან ხშირი ვიზიტები და საუბრები მისთვის ჩვეულებრივი ამბავია.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„ვუსურვებთ სულიერ სიმტკიცეს, ღვთის მადლსა და წყალობას“ - შალვა კეკელია 48 წლის გახდა
⭕„აუზის სეზონი გავხსენით, რუჯზე რა მოგახსენოთ“ - ჯანეტ ქერდიყოშვილი შვილის ფოტოს გვიზიარებს