🧿 30 ივნისის სავსემთვარე თხის რქის ნიშანში, არის წლის ყველაზე ძლიერი მატერიალური და ფინანსური გადატვირთვის წერტილი.
🌕 თხის რქა მიწის სტიქიაა. მას არ უყვარს ილუზიები, ის მუშაობს მხოლოდ რეალურ შედეგებზე, სტაბილურობასა და გრძელვადიან კეთილდღეობაზე.
წლის ზუსტ შუაგულში, მთვარის ეს მაქსიმალური ნათება გვაძლევს შანსს, სრულად წავშალოთ ძველი ფინანსური ბლოკები და ჩვენს მიზნებს მყარი, მატერიალური ფორმა მივცეთ.🌱
🧿სავსემთვარის საიდუმლო პრაქტიკა: „ნიადაგის კოდი“ 30 ივნისის საღამოს (29 რომ დაღამდება და შემოდის 30, ღამის 12 საათოს შემდეგ ვაკეთებთ და დასრულებული უნდა გვქონდეს მთვარის პიკამდე, რომელიც საქართველოს დროით არის: 03:56 საათზე), როდესაც ცაზე სავსემთვარე ამოვა, გადი გარეთ ან მიდი შენს საყვარელ ოთახის მცენარესთან.
შეეხე მიწას (ნიადაგს) ორივე ხელისგულით, იგრძენი მისი სიმყარე და სიტყვებით მიმართე სამყაროს:
„როგორც ეს მიწაა მყარი და ურყევი, ისე მყარდება ჩემი ფინანსური ნაკადები და სიუხვე. ჩემი მეორე ჩაკრა ღიაა სამყაროს ბარაქისთვის. აქ და ახლა“.
გააკეთე ერთი ღრმა ჩასუნთქვა, წარმოიდგინე ოქროსფერი ნათება, რომელიც მიწიდან შენს სხეულში შემოდის და სახეზე ღიმილით დაასრულე პრაქტიკა.