30 ივნისს, 1 წლით გამარჯვების მმართველი პლანეტა, იუპიტერი გადადის ლომის ზოდიაქოში. მოემზადეთ, მთავარი ფავორიტი ხარ! ლომი ეს არის თეატრი, თეატრის აყვავების ხანა, პლუს პოეზია, ხელოვნება, დიზაინი, არქიტექტურის სფეროს ამაღლება.
ლომი ეს არის შვილები, არ ნახულად გაიფურჩქნება, ამიტომ ეს ტენდენციები ივლისში უფრო მეტად იგრძნობა.
15 ივლისამდე დედამიწა უარყოთ ენერგოველშია, ამიტომ სირთულეები გვექნება, მით უმეტეს 14-ში გვაქვს ახალი მთვარე, ცოტა მძიმე დღეა და სიფრთხილით უნდა გავიაროთ.
4 ივლისი - განსაკუთრებული სიფრთხილე! გვაქვს მარსი-ურანის შეერთება, ორი ბოროტი პლანეტა ერთდება და მათ შორის ცეცხლთან პრობლემებია მოსალოდნელი. კატასტროფების ტენდენციები მოიმატებს. პრობლემები ელექტრობასთან, ხანძრები და ა.შ.
თვის მეორე ნახევარი შედარებით კარგია, თუმცა 29 რიცხვი ყურადღებით გავიაროთ.
22 ივლისს მზე ტოვებს კირჩხიბის ზოდიაქოს და 1 თვით გადადის ლომში. ლომი ხდება ფავორიტი ნიშანი და წარმატების ნიშნები არ ნახულად მაღალი გექნებათ.
29 ივნისიდან24 ივლისამდე მერკური ხდება უკუმავალი. ამ პერიოდში კოსმოსი გიკრძალავთ ახალი პროექტების დაწყებას. ძველი პრობლემები ურთიერთობებში მოაგვარეთ.
რაც შეეხებათ ზოდიაქოს ნიშნების პროგნოზს, ასე გამოიყურება:
ვერძი - თუ მნიშვნელოვანი საკითხები გაქვთ, ჯობს ივნისის ბოლომდე მოაგვაროთ, რადგან ივლისში ენერგოტონუსი დაბალი გექნებათ, ჯანმრთელობაც არამდგრადი და მოსალოდნელია საყოფაცხოვრებო პრობლემები. მაღალია ნათესავებთან და ახლობლებთან კონფლიქტები.
კურო - მოგეთხოვებათ აქტიური მოქმედება, ადექით და იმოძრავეთ! ახალი ნაცნობობის, კონტაქტების, პარტნიორების დროა. გაქვთ საშუალება მიაგნოთ საინტერესო ინფორმაციას, მგზავრობა-მოგზაურობისთვისაც არ არის ცუდი პერიოდი.
ტყუპები - ფინანსური დრო გაქვთ, ამის შესაძლებლობები არ ნახულად მაღალია, ბონუსები, პრემიები, ოღონდ სამყარო გთხოვთ იმოქმედოთ პრინციპით, შვიდჯერ გაზომე, ერთხელ გაჭერი. 15 რიცხვის მერე ჯანი და ენერგია მოგემატებათ და შანსები წარმატების მეტი გექნებათ.
კირჩხიბი - ერთ-ერთი საუკეთესო პერიოდია, ფავორიტი ხართ, ამიტომ შანსები წარმატებისა მაღალი გაქვთ. ყურადღების ცენტრში ხვდებით, რის გამოც შეიძლება მარტივად მოიპოვოთ პოპულარობა, მგზავრობა-მოგზაურობისთვის საუკეთესო პერიოდია.
ლომი - მოსამზადებელ ეტაპზე გადადიხართ. ნუ იჩქარებთ თვის პირველ ნახევარში, გრანდიოზული პროექტები 15 რიცხვის შემდეგ. ემოციურად უფრო სტაბილური იქნებით და წარმატებაც გექნებათ. საინტერესო ადამიანები შემოვლენ და შესაძლოა სასიყვარულო პარტნიორებიც გამოჩნდნენ.
ქალწული - შესაძლებლობები გაქვთ, ენერგიაზე ხართ, ჯანზე ხართ, საუკეთესო პერიოდია უცხო ენების ასათვისებლად. ახალი იდეების განსახორციელებლად, მგზავრობა-მოგზაურობისთვის საუკეთესო პერიოდია. ფინანსების მხრივაც კარგი დროა.
სასწორი - პროფესიული წინსვლის პერიოდია, ამიტომ კურსები არ გამოტოვოთ, ეს მნიშვნელოვანი იქნება. რაც უფრო კარგი ურთიერთობა გექნებათ ხელმძღვანელ პირებთან, გაცილებით დიდი იქნება შანსები წარმატებისა. ძირითადი საკითხები მაინც ივნისის ბოლომდე გადაწყვიტეთ.
მორიელი - თქვენ გაქვთ მგზავრობა-მოგზაურობის, უცხოელებთან კონტაქტის, უცხო ენის ათვისების პერიოდი. ეს მოგცემთ მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესების საშუალებას. გექნებათ არ ნახული ენერგია, მნიშვნელოვანი პროექტები დაგეგმეთ ამ პერიოდში. ივლისი იღბლიანი პერიოდია თქვენთვის.
მშვილდოსანი - საინტერესო პერიოდი გაქვთ, სამყარო გთხოვთ ენაზე კბილის დაჭერას და საიდუმლოს დაცვას! ახალი პროექტის და თანამშრომლობის შესახებ არავის უთხრათ. ფინანსური შემოსავლებისთვის ივლისის მეორე ნახევარი უკეთესია.
თხის რქა - გაქვთ კარგი პერიოდი ქორწინებისთვის, სასიყვარულო ან საქმიანი, ბიზნესს პარტნიორობისთვის. იქნებით შრომისუნარიანი და თქვენი უნარები გაზრდის თქვენს რეიტინგს საზოგადოებაში. შემოქმედებითი ნიჭი გამოავლინეთ. მატერიალური კუთხით ერთ-ერთი საუკეთესო დროა.
მერწყული - ენერგოტონუსი დაბალია თვის პირველ ნახევარში, ამიტომ დაასვენეთ საკუთარი თავი. მეორე ნახევარი გაცილებით უკეთესი და წარმატებულია. ყურადღება მიაქციეთ ჯანმრთელობას და ტაქტი გამოიჩინეთ კოლეგებთან. დალაგდით, დაალაგეთ თქვენი აზრები და ურთიერთობები.
თევზი - ერთ-ერთი საუკეთესო პერიოდია, ენერგოტონუსი მაღალი, ჯანმრთელობა მდგრადი, მოიმატებს ინტუიცია. საუკეთესო პერიოდია სიყვარულისთვის, ქორწინებისთვის. კონკურსებში და ლატარიებში მონაწილეობა იქნება ფრიად წარმატებული, გაიუმჯობესებთ ფინანსურ მდგომარეობას.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„ჩემი soul mate-ის დაბადების დღეა...“ - დათო ხუჯაძე 51 წლის გახდა