Digest Logo

„შანტაჟით გადაიბირა დაზარალებული და სექსუალურ ექსპლუატაციას უწევდა“ - ტრეფიკინგის ფაქტზე ბრალდებული სასამართლომ დამნაშავედ ცნო

1763537737
ტრეფიკინგი ტრეფიკინგი

თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ტრეფიკინგის ფაქტზე ბრალდებული დამნაშავედ ცნო.

სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მუქარით, ძალადობით და შანტაჟით გადაიბირა დაზარალებული და სექსუალურ ექსპლუატაციას უწევდა. აიძულებდა მას სექსუალური მომსახურება გაეწია სხვა პირებისთვის, ხოლო გამომუშავებული თანხა მისთვის სხვადასხვა საბანკო ანგარიშზე ჩაერიცხა. დაუმორჩილებლობის შემთხვევაში კი დაზარალებულს შეურაცხყოფას აყენებდა და ფიზიკური ანგარიშსწორებით ემუქრებოდა.

დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (ადამიანით ვაჭრობა) წარედგინა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ბრალდებული დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 7 წლით და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕ „შეიძლება, ქართველი ხალხის ასე გულშემატკივრობა არც გვეკუთვნის“ - ოთარ კიტეიშვილი

⭕ზოდიაქოს 1 ნიშანი, რომელსაც რეტროგრადული მერკურის დროს პირად ცხოვრებაში მნიშვნელოვანი სიახლეები ელოდება

⭕„ვერ დავეთანხმები ვერავის, ვინც ამას მეტყვის... ნაკრებში ატმოსფერო არ შეცვლილა “ - ზურიკო დავითაშვილის კომენტარი მატჩის შემდეგ