ინდური ხალხური მედიცინის „აიურვედას“ ექსპერტი არუნ ხათრი საზოგადოებას პერიოდულად სასარგებლო ინფორმაციას უზიარებს „იუთუბის“ საკუთარ არხზე. იგი ოჯახთან ერთად წლებია საქართველოში ცხოვრობს და ქართულ ენასაც კარგად ფლობს. მისი მეუღლე ქართველია, წყვილს სამი შვილი ჰყავს.
იგი სოციალურ ქსელში ხშირად აქვეყნებს სტატუსს ოჯახურ თემებზე, თუ სამედიცინო საკითხებზე.
ამჯერად მან გამომწერებს ახალი პოსტი გაუზიარა, სადაც ასახელებს სამ პროდუქტს, რომელიც წონის დარეგულირებასა და გლუკოზის კონტროლში დაგვეხმარება:
„ჩემი ტოპ 3 პროდუქტი წონის კონტროლისა და სისხლში გლუკოზის ბუნებრივი გზით დასარეგულირებლად.
- დარიჩინი - ეხმარება ორგანიზმს ინსულინის უკეთ გამოყენებაში. დაუმატეთ 1/4 სუფრის კოვზი ჩაიში ან ფაფაში.
- ცერეცოს თესლი - მდიდარია ბოჭკოთი, დაალბეთ 1 სუფრის კოვზი და დილით მიირთვით წყალთან ერთად.
- სელის თესლი - მდიდარია ჯანსაღი ცხიმებით, დაუმატეთ 1 სუფრის კოვზი ხაჭოს ან სმუზს“, - გვირჩევს არუნ ხათრი.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕ „შეიძლება, ქართველი ხალხის ასე გულშემატკივრობა არც გვეკუთვნის“ - ოთარ კიტეიშვილი