Digest Logo

🎥 „რამხელა სევდა აქვს ხმაში...“ - გელა დაიაური გარდაცვლილი მეუღლის ცნობილ სიმღერას ასრულებს

1788166694
გელა დაიაური

სოციალური ქსელის მომხმარებელმა მადონა ნიკოლეიშვილმა „ფეისბუკზე“ ვიდეო გაავრცელა, სადაც ჩანს, როგორ ასრულებს გარდაცვლილი მეუღლის სიმღერას „იორო“ პოეტი გელა დაიაური. 

კადრებმა დიდი გამოხმაურება დაიმსახურა და ათასობით ნახვა მოაგროვა:

„ისეთი შესრულებაა, ემოციის გარეშე ვერ მოისმენ, ბრავო“.

გელა - რამხელა სევდა აქვს ხმაში“.

„როგორი სევდიანი მუსიკაა. თვითონაც სევდად დარჩა ამქვეყნად. უცოცხლოს დამრჩენი“, - წერენ კომენტარებში. 

2010 წლის 22 ივ­ლისს მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლო შეძ­რა და და­ამ­წუხ­რა მუ­ცოს ხე­ო­ბა­ში დატ­რი­ა­ლე­ბულ­მა ტრა­გე­დი­ამ - „ჯი­პის" მარ­კის ავ­ტო­მო­ბი­ლი, სა­დაც 10 ადა­მი­ა­ნი იჯდა, გზი­დან გა­და­ვარ­და, ავ­ტო­კა­ტას­ტრო­ფამ 7 ადა­მი­ა­ნის, მათ შო­რის - 3 მცი­რე­წლო­ვა­ნი ბავ­შვის სი­ცო­ცხლე იმ­სხვერ­პლა.

და­ი­ღუპ­ნენ პოეტ გელა და­ი­ა­უ­რის მე­უღ­ლე, ნი­ჭი­ე­რი მომ­ღე­რა­ლი და პო­ე­ტი თე­ო­ნა ქუმ­სი­აშ­ვი­ლი და მისი ორი ვაჟი - დე­მეტ­რე და ჯარ­ჯი, თე­ო­ნას და - ნა­თია, გელა და­ი­ა­უ­რის მეჯ­ვა­რე ბერ­დია არა­ბუ­ლი, მისი მე­უღ­ლე სოფო ღო­ღო­ბე­რი­ძე და მათი ვაჟი - მა­მუ­კა. სა­უ­ბე­დუ­როდ, დე­მეტ­რე და­ი­ა­უ­რი და მა­მუ­კა არა­ბუ­ლი ადი­დე­ბულ­მა მდი­ნა­რე არ­ღუნ­მა გა­ი­ტა­ცა ვერ იპოვ­ნეს. თვი­თონ გელა და­ი­ა­უ­რი, თე­ო­ნას ძმა თორ­ნი­კე ქუმ­სი­აშ­ვი­ლი და და­ი­ა­უ­რე­ბი­სა მე­გო­ბა­რი თე­ო­ნა ჭინ­ჭა­რა­უ­ლი გა­დარ­ჩნენ.

ასევე დაგაინტერესებთ: 

ზოდიაქოს 3 ნიშანი, რომლებსაც 2026 წლის სექტემბერში მნიშვნელოვანი ფინანსური წარმატება ელოდება

სექტემბრის ფინანსური დალაგება: „თქვენი ბინის ფინანსური წერტილები და კეთილდღეობის ენერგია გააღვიძეთ“

„ნეგატიური, საკმაოდ მძიმე და საშიში, სატანური დღეა, ბევრი ჯადოქარი ირჩევს თავისი ბნელი საქმიანობისათვის“ - 21 აგვისტოს ასტროპროგნოზი