სოციალურ ქსელში დარეგისტირებული გვერდი Astrologia.ge საზოგადოებას 31 დეკემბრის ჯადოსნური რიტუალის შესახებ უზიარებს ინფორმაციას, რომელიც დაგვეხმარება სურვილების ასრულებაში.
„31 დეკემბრის ჯადოსნური რიტუალი სურვილების ასასრულებლად
1. წერილი მომავლიდან (კვანტური ნახტომი)
ეს რიტუალი ეფუძნება იმ პრინციპს, რომ სურვილი უკვე ასრულებულია.
• რა უნდა ვქნათ: 31 დეკემბრის საღამოს, დაჯექით სიმშვიდეში და დაუწერეთ წერილი საკუთარ თავს. ოღონდ, წერილი უნდა იყოს დათარიღებული 2026 წლის 31 დეკემბრით.
• ტექსტი: წერეთ წარსულ დროში, თითქოს ყველაფერი უკვე მოხდა: „ჩემო (თქვენი სახელი), რა საოცარი წელი გვქონდა! მადლობა, რომ იყიდე ის სახლი, რომ იმოგზაურე იქ, სადაც ოცნებობდი, რომ შენი პროექტი ასეთი წარმატებული გახდა...“ და ასე ყველაფერი რაც გინდათ მოხდეს თქვენს თავს 2026 წელს. არ შეზღუდოთ ოცნებები დაწერეთ რაც მართლა გულით გსურთ. მხოლოდ ერთი გამონაკლისი სურვილი უნდა იყოს ეკოლოგიური და არ უნდა აზიანებდეს სხვა ადამიანს და არ უნდა იჭრებოდეთ სხვა ადამიანის სივრცეში.
• დასრულება: ჩადეთ წერილი კონვერტში, დალუქეთ და გახსენით ზუსტად ერთი წლის შემდეგ. ეს რიტუალი ქვეცნობიერს აძლევს მკაფიო დავალებას, რომ ეს რეალობა უკვე არსებობს.
არ დაგავიწყდეს - მთავარი მაგია ხარ შენ
დაე, ძალა იყოს ჩვენთან და ჩვენში“, - ვკითხულობთ გავრცელებულ პოსტში.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ: