Digest Logo

🎥 „მანდარინი, ბროწეული, ლიმონი, სანთელი და 2 ფიგურა მაგიდაზე...“ - როგორ შევხვდეთ 2026 წელს, რიტუალი მიხეილ ცაგარელისგან!

1765796267
მიხეილ ცაგარელი

2026 წელი არაერთი მნიშვნელოვანი მოვლენით იქნება დატვირთული, რადგანაც მას, აღმოსავლური ჰოროსკოპის მიხედვით, წითელი ცეცხლოვანი ცხენი მართავს. სწრაფი ცვლილებებისათვის მოემზადეთ, იმიტომ, რომ წლის მთავარი სიმბოლო ადამიანებს ძალიან დიდ ენერგიას, მოტივაციასა და გამბედაობას ანიჭებს. გვექნება შანსი, რომ ცვლილებები დავგეგმოთ, ყველა ეჭვი გავფანტოთ და ყველაზე ამბიციური გეგმებიც კი განვახორციელოთ. სიმბოლურად, წითელი ცეცხლოვანი ცხენი შეუჩერებელ ენერგიას, ძალასა და მოვლენების დინამიკურ განვითარებას განაპირობებს. დღეს მოგიყვებით ყველაფერზე, რაც წლის მთავარი სიმბოლოს შესახებ უნდა იცოდეთ. 

როგორ დავხვდეთ „ცეცხლოვან“ ცხენს ამის შესახებ ქვეყნის მთავარი ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი საუბრობს და გვიზიარებს საჭირო რჩევებს: 

„როგორც შევხვდებით ახალ წელს, ისე იქნება მთელი წელი. მოდის ცეცხლოვანი ცხენის წელი, რომელიც არის ცეცხლის სტიქიის წარმომადგენელი, ძალიან აქტიური, მუსტანგი, ველური გიჟი და გადარეული ცხენი. არ გაანაწყენოთ ცხენი, რადგან არ მოგექცეთ ცუდად. ეს ენერგია, რომელიც ახალ შემოდის განსხვავდება იმ ენერგიისგან, რომელშიც ახლა ვართ. არ იქნება მსუბუქი წელი.

ეს წელი მოითხოვს აქტიურობას, არ გაქვთ პასიურობის დრო, ყველა პასიური ადამიანი იქნება წაგებაში. 

რეალურად ახალი წელი 17 თებერვალს შემოდის“, - ამბობს ასტროლოგი. 

იგი ასევე გვიზიარებს რჩევებს თუ რა დავახვედროთ „ცეცხლოვან“ წელს, მისი თქმით ამ ყველაფრის გაკეთება შესაძლებელია, როგორც 31 დეკემბერს, ასევე 17 თებერვალს:

„2 ფიგურა უნდა გვქონდეს მაგიდაზე -  გველის და ცხენის. 17 თებერვალს გველი შეგიძლიათ გადადოთ და დატოვოთ მხოლოდ ცხენის ფიგურა. 

სადაც გველის ფიგურა გედებათ დაუდეთ ყველი, ხოლო სადაც ცხენის ფიგურა იქნება დაუდეთ პატარა თივა, ან ვაშლი. 

ასევე აუცილებლად გქონდეთ სანთელი მაგიდაზე, სასურველია გქონდეთ წითელი და ყველა წითელი ფერის კომბინაცია. მაგ: ბორდოსფერი, ვარდისფერი, ყვითელი, ოქროსფერი შემდეგ კი შეიძლება დაამატოთ სხვა ფერები, ლურჯი, მწვანე ცისფერი. თეთრი და შავი ფერის გამოყენება ნებისმიერ დროს შეგიძლიათ, რადგან ეს არ არის ფერები, ეს უფრო ტონებია. 

მთავარი ფერი წითელია, რაც მეტი წითელი ფერი იქნება გამოყენებული უკეთესია, როგორც ჩაცმულობაში, ნაძვის ხის თუ სუფრის განწყობაში.

მაგიდაზე აუცილებლად გედოთ: ბროწეული, მანდარინი და ლიმონი,“ - ამბობს ასტროლოგი. 

მიხეილ ცაგარელი გვირჩევს ახალი წლის დადგომამდე ნახევარი საათით ადრე მადლობა გადავუხადოთ ძველ წელს. 

„დადგა ახალი წელი - აანთეთ ერთი სანთელი და სთხოვეთ ერთი განსაკუთრებული საკრალური სურვილი, რაც გაქვთ, რაც გინდათ მოხდეს ამ წელში“, - გვირჩევს ასტროლოგი.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕„ვისწავლე თაღლით და ბოროტ ადამიანებთან ცხოვრება... როგორც სარეველა არ გამოილევა დედამიწაზე, ისე ბოროტი არ დაილევა“ - რას წერს გია ჯაჯანიძე

⭕„მოერიდეთ კონფლიქტებს და კამათს — ემოციები პიკზეა“ - თაკო მელიქიშვილი 15 დეკემბრის ენერგიებზე

🎥 „ვისაც გათხოვება უნდა“ – რა უნდა გააკეთოთ ახალ წელს, გოგა მანიას რჩევები