
ციფრული ფსიქოლოგია ადამიანებს უმარტივებს ცხოვრებას და ასწავლის ემოციების მართვას.
syucai არის შედარებით ახალი მიმართულება, რომელიც ეფუძნება რაჯა იოგას ან ე.წ. სამეფო იოგას უძველეს პრინციპებს. მისი არსი მდგომარეობს ქვეცნობიერთან მუშაობაში, ასევე მედიტაციის პრაქტიკაში. syucai მეცნიერების დამფუძნებელი და მთავარი ინსპირატორია ოქსფორდის ფსიქოლოგიის პროფესორი ჟანატ კოჟამჟაროვი. syucai-ს მეცნიერება 10 წლის წინ დაარსდა და 181 ქვეყანაშია რეგისტრირებული, მათ შორის არის საქართველოც.
რა როლს თამაშობს ციფრები ჩვენს ცხოვრებაში, რა მნიშვნელობა აქვს დაბადების თარიღს - ამ შეკითხვებს პასუხები ციფრულ ფსიქოლოგმა ნინო გოზალიშვილმა გადაცემაში „დღის პოსტი“ გასცა.
„ციფრული ფსიქოლოგია შეისწავლის ადამიანის დაბადების თარიღს, ანალიზს, რა თანდაყოლილი კომპეტენციები აქვს ამა თუ იმ რიცხვში დაბადებულ ადამიანს.
სულ 9 ტიპის ადამიანი გვყავს, ანუ 9 ტიპის ენერგია. გარკვეულ თარიღში დაბადებული ადამიანი ატარებს გარკვეულ ენერგიას, მაგალითად: 1, 10, 19 და 28-ში დაბადებული ადამიანი ატარებს ერთიანის ენერგიას. ეს არის გარკვეული კოდი, კომპეტენცია.
გვაქვს ორი მნიშვნელოვანი ციფრი, ცნობიერი - რა მინდა მე, რა სურვილები მაქვს, როგორი ეგო მაქვს. ეს გამოითვლება მხოლოდ დაბადების დღის ციფრების ჯამით.
7 წლამდე დედას უყურებს ბავშვი და 7-დან 14-მდე მამას.
33 წელი არის გარდამტეხი, ხშირად ოჯახები ინგრევა…პირადი მეცხრე წელი ყველასთვის უარყოფითია“, - ამბობს ნინო გოზალიშვილი.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
⭕როგორ ეხმარებიან თავდაცვის ძალები მოსახლეობას - ფოტოკოლაჟი
⭕ზოდიაქოს 4 ნიშანი, ვისთვისაც მარტი ფინანსური თვალსაზრისით განსაკუთრებით წარმატებული იქნება