Digest Logo

🎥 „პროდიუსერმა მითხრა, გაპრანჭული, ლამაზი გოგო მინდაო... ეთერში შევედი ნული გამოცდილებით“ - როგორ მოხვდა ნინუცა ორჯონიკიძე ტელევიზიაში

1740562019
 ნინუცა ორჯონიკიძე

ტელეწამყვანი და მოდელი, ნინუცა ორჯონიკიძე ამჯერად ბლოგერის ამპლუაში გვევლინება და „იუთუბის“ საკუთარი არხი შექმნა. ნინუცა საზოგადოებას საქართველოს სხვადასხვა კუთხეს და ასევე საზღვარგარეთის ქვეყნებს აცნობს, და ჰყვება საინტერესო ამბებს.

ნინუცა ამჯერად გადაცემის „სალომე კასრაძის პოდკასტი“ სტუმარი იყო, სადაც პირად ცხოვრებაზე, მიზნებსა და სირთულეებზე ისაუბრა. 

გარდა ამისა, ტელეწამყვანმა გაიხსენა ისტორია, თუ როგორ მოხვდა პირველად ტელევიზიაში, კონკრეტულად კი „პირველ არხზე“:

„იყო კასტინგები, ვცადე რაღაცები, ვიბოდიალე და ერთ მშვენიერ დღეს მირეკავს მანანა ითონიშვილი და მეუბნება - პირველ არხზე არის კასტინგი, უნდათ გადაცემის გაკეთება, 4 გოგო უკვე დამტკიცებული ჰყავთ და მეხუთეს ეძებენო. პროდიუსერმა მითხრა, გაპრანჭული, ლამაზი გოგო მინდაო. ჰო და კი ხარ და მოდიო.

ერთ კვირაში ეთერში შევედი, ნული გამოცდილებით. გადაცემა იყო ორსაათ-ნახევრიანი. 

29 წლამდე არ მიმუშავია, მხოლოდ 1 წელი ვიმუშავე „თიბისი ბანკში“. სხვათა შორის კარგი ბუღალტერი ვარ, ესეც კარგად მეხალისებოდა. პროფესიით ფინანსისტი ვარ. ფეხსაცმელების ყიდვა მინდოდა და ფულს ვაგროვებდი. 

მყავს მეგობრები, რომლებიც არ მუშაობენ, მაგრამ არიან პროფესიონალი დედები, მწკრივში 7 ბავშვი რომ ჰყავთ. ეს დიდი ბედნიერებაა, როცა ამის გაკეთება კარგად გამოგდის. 

ჩემი შვილი 13 წლისაა და ვიცი, როგორც მე გავარდი კისრის ტეხვით სასწავლად საზღვარგარეთ, 2-3 წელში ისიც ეგრე მოიქცევა. ამისთვის კი ჩემს თავს უკვე ვამზადებ“, - ამბობს  ნინუცა ორჯონიკიძე.

 აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🎥 რატომ გადაწყვიტა YouTube საქმიანობა თბილისში ერთ-ერთი ცნობილი ოჯახის შვილმა? - „ამბის მოყოლა ბავშვობიდან ჩემი საყვარელი საქმე იყო“

მარტის საყურადღებო ასტროლოგიური მოვლენები, რომლებიც გავლენას ყველა ადამიანის ცხოვრებაზე მოახდენს

„უშენო დღეებისთვის არ გამიმეტებდი, დამიბრუნდი, გემუდარები“ - ბათუმში დაკარგული ბიჭის დედა შვილს კვლავ ეძებს