
თვის ბოლო კვირა რამდენიმე მნიშვნელოვანი ასტროლოგიური მოვლენითაა დატვირთული. მათ შორის, ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული თარიღი 25 ივნისია. სწორედ ამ დღეს კირჩხიბის ნიშანში ახალი მთვარე იქნება. მიმდინარე კვირა რეორგანიზაციისთვის, ახალი იდეების ფორმირებისა და მიზნების განხორციელებისათვის იდეალურია. ზოდიაქოს ამ 4 ნიშნის წარმომადგენლებისთვის კი განსაკუთრებით წარმატებული იქნება:
ვერძი
მიმდინარე კვირის განმავლობაში ოჯახური ურთიერთობები განსაკუთრებით გააქტიურდება და საყვარელ ადამიანებთან კომუნიკაცია ნამდვილად დადებით ემოციებს მოგიტანთ. დადებითი ემოციები კი მთელი კვირის განმავლობაში მოგცემთ საჭირო მოტივაციას, რომ თქვენთვის სასარგებლო პროექტები დაგეგმოთ. ეს კვირა არაერთი სასიხარულო ინფორმაციით გაგაბედნიერებთ და მოგცემთ შესაძლებლობას, ოცნებების ასასრულებლად პირველი ნაბიჯები გადადგათ.
კირჩხიბი
როგორც ასტროლოგები ამბობენ, ორშაბათიდან თქვენთვის "საჩუქრების მარათონი" იწყება. მიმდინარე კვირის განმავლობაში მოულოდნელი სიურპრიზი გაგახარებთ. მზისა და პლანეტა იუპიტერის გავლენით შეგიძლიათ, ახალი პროექტი დაიწყოთ, იმიჯი შეიცვალოთ, ცხოვრების სხვადასხვა სფეროს განახლებასა და გაუმჯობესებაზე იფიქროთ და წარმატებას მიაღწიოთ.
სასწორი
მიმდინარე კვირის განმავლობაში ვარსკვლავები პროფესიულ ზრდასა და კონტრაქტების გამრავალფეროვნებას გიწინასწარმეტყველებენ. თითოეულ შეთავაზებას კარგად დააკვირდით და ახალ გამოცდილებაზე უარს ნუ იტყვით. ცვლილებებია მოსალოდნელი რომანტიკულ სფეროშიც. შესაძლოა, შეხვდეთ ადამიანს, რომელიც დადებით განწყობას შეგიქმნით და საინტერესო თავგადასავლის შექმნაში დაგეხმარებათ.
თხის რქა
თხის რქებსაც საინტერესო მოვლენებით დატვირთული კვირა ელით. პარტნიორული საკითხები როგორც პირადი, ასევე საქმიანი ურთიერთობების თვალსაზრისით, განსაკუთრებით გააქტიურდება. ვარსკვლავები მზად არიან, მრავალი ხელსაყრელი შესაძლებლობა მოგაწოდონ, რომ ნაბიჯი გულწრფელი და საიმედო ურთიერთობებისკენ გადადგათ.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
წყარო: www.beaumonde.ge