„დედამიწა 4 ივნისამდე შედის უარყოფით ენერგოველში და ეს პერიოდი ითხოვს, მეტ ყურადღებას“, - ამის შესახებ ქვეყნის მთავარი ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი გადაცემაში „იმედის დილა“ საუბრობს და მიმდინარე კვირის ასტროლოგიურ მოვლენებზე გვიზიარებს ინფორმაციას.
მისი განმარტებით, მიმდინარე კვირაში (25 მაისი 1-ელი ივნისი) გვაქვს 4 გეომაგნიტური დღე - ოთხშაბათი, ხუთშაბათი, შაბათი და კვირა. ამიტომ ამ დღეებში აკონტროლეთ წნევა დალიეთ წამალი, ან ყავა.
„ხვალ, 26 მაისს არის მარსის და პლუტონის დიდი ომი, ამინდის პროგნოზს მიაქციე ხვალ ყურადღება, შეიძლება უცებ შეიცვალოს. აკონტროლეთ აგრესია და ემოციები.
ხუთშაბათს, პარასკევს და შაბათს თუ გაქვთ განზრახული მანქანის გაყიდვა ამისთვის ძალიან კარგი დღეებია. ხუთშაბათს სამყარო თქვენი ზრახვების სიმტკიცეს ასრულებს.
კვირას გვაქვს სავსემთვარეობა, აქ არის მზის და მთვარის დაპირისპირება მშვილდოსნის და ტყუპების ზოდიაქალურ ღერზე.
ამას მოაქვს დიდი ენერგია, რომელსაც ყველა ვერ უძლებს და გამოიჩინეთ განსაკუთრებული სიფრთხილე, აკონტროლეთ ემოცია და არ მიიღოთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები“, - ამბობს ასტროლოგი.
რაც შეეხება კვირის ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის ასე გამოიყურება:
ვერძი
უცებ შეიძლება თავს დაგესხათ საყოფაცხოვრებო პრობლემები. არ დაუჯეროთ ყველას, ყველაფერი გადაამოწმეთ, თუ გიწევთ ხელშეკრულების დადებას აუცილებლად ყველაფერი წაიკითხეთ.
კურო
ყურადღებით იყავით ხელმძღვანელ პირებთან, აქ არ დაიძაბოს ურთიერთობა. თქვენ გაქვთ ტენდეცია ფულის უაზროდ ხარჯვის, რასაც შეიძლება მოჰყვეს ფინანსური დანახარჯები, ამიტომ აუცილებლად აკონტროლეთ ბიუჯეტი. არ გინდათ კაპიტალდაბანდება.
ტყუპები
აი, ვინ არის მთავარი ფავორიტი. მზე ახლა ტყუპების ზოდიაქოს ნიშანშია. შარმიანი, მიმზიდველია და ყველაფერი გამოსდით. ხართ წარმატებული და კეთილშობილი, ხართ სამართლიანობისთვის მებრძოლი. ფრთხილად იყავით არ ენდოთ ადამიანებს, რომლებიც ფულს დაგახარჯინებენ.
კირჩხიბი
სამსახურში გაქვთ პრობლემები, დაპირისპირების ფაქტორი ხელმძღვანელებთან, თქვენი ფსიქო ემოციური მდგომარეობა პიკს აღწევს. ფარული მტრები, ჭორები და მოშურნეები აქტიურდებიან.
ლომი
გაქვთ გულის აცურების მომენტები ადამიანების მიმართ, თუმცა ხართ ჯანზე და ენერგიაც გაქვთ. ასევე მიაქციეთ ფინანსებს ყურადღება და ერიდეთ ზედმეტ ხარჯს.
ქალწული
ჯანი მცირდება, ამიტომ ეცადეთ არ დაიღალოთ. ყურადღება მიაქციეთ სამსახურში ქალებს - აი, საიდან მოდის ჭორები და ინტრიგები, რამაც შეიძლება გაგიფუჭოთ სახელი და საქმე.
სასწორი
ჯანზე მოდის, ხართ ქარიზმატული და ენერგიული. თუმცა გაქვთ ფინანსური პრობლემები, ამიტომ ფრთხილად იყავით მაცდურ წინადადებებთან.
მორიელი
გარკვეული სირთულეები არის, ეცემა იმუნიტეტი. არის ასევე არასტაბილურობა საქმეებში. მატულობს ფარული მტრები და მოშურნეები, ყველაფერს რაც ზურგს უკან ხდება მიაქციეთ ყურადღება და ენას კბილი დააჭირეთ.
მშვილდოსანი
ხართ ჯანზე, ასევე ენერგია მატულობს, ოპტიმიზმი წინა პლანზეა. პარტნიორულ ურთიერთობებში იყავით ფრთხილად, აქ არის წყალქვეშა დინებები. შეინარჩუნეთ კარგი ურთიერთობა რათა ყველაფერი წავიდეს კარგად.
თხის რქა
ნელ-ნელა ეცემა ტონუსი, ეცადეთ არ გადაიღალოთ და ოჯახის წევრებთან შეინარჩუნოთ კარგი ურთიერთობა. სუსტდება კუჭ-ნაწლავის ზონა, ამიტომ კვებას მიაქციეთ განსაკუთრებული ყურადღება.
მერწყული
გემატებათ ენერგოტონუსი მოდიხართ ჯანზე, განწყობაც მშვენიერია. ეცადეთ, რომ შეინარჩუნოთ ჰარმონიული ურთიერთობა შვილებთან და სასიყვარულო პარტნიორთან. არ იყოთ ხისტები და ჯიუტები.
თევზები
ენერგოტონუსი ეცემა, ფარული მტრები და ჭორები თქვენ წინააღმდეგ ძლიერდებიან, თუმცა ინტუიცია მდგრადია და ეცადეთ მასზე დაყრდნობით იმოქმედოთ. ახლა ფრთხილად იყავით ოჯახის წევრებთან და ნათესავებთან, არ გადაწყვიტოთ მემკვიდრეობითი საკითხები. მზად იყავით, თუ გაფუჭდა ტექნიკა გადაწყვიტოთ მშვიდად.
ნახეთ ვიდეო:
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕ახალი ფინანსური შესაძლებლობები და მნიშვნელოვანი შეხვედრები - როგორი იქნება 25-31 მაისის კვირა
⭕როგორი ამინდია მოსალოდნელი 25 მაისს საქართველოში? - პროგნოზი ქალაქების მიხედვით