მაისის ბოლო კვირა მზისა და ნეპტუნის ჰარმონიული სექსტილით დაიწყება, რაც ინტუიციას გააძლიერებს, ხოლო მხატვრებსა და ფოტოგრაფებს შემოქმედებით შთაგონებას აჩუქებს. ამ პერიოდში ქველმოქმედებასა და მოხალისეობრივ საქმიანობაზე მოთხოვნა საგრძნობლად გაიზრდება, ხოლო მიღებული ინფორმაცია ზოგიერთი საიდუმლოს გაამჟღავნებს.
მზისა და პლუტონის ტრიგონი ბევრ მიზანდასახულ ადამიანს რეალური საქმეების აღმოჩენაში დაეხმარება. ვერძები, მორიელები და ლომები ძალაუფლებისა და კარიერის საკითხებით დაკავდებიან, ლიდერის როლს მოირგებენ და ფინანსურ თემებს მოაგვარებენ.
კუროები, ქალწულები და თხის რქები მიმდინარე საქმეებისა თუ ამოცანების შესასრულებლად ახალ რესურსებს იპოვიან, ხოლო ტყუპები, სასწორები და მერწყულები არაჩვეულებრივ გამჭრიახობას გამოავლენენ, შემოსავლის ახალ წყაროებს აღმოაჩენენ და გამოუყენებელ ნივთებს სასარგებლო დანიშნულებას მოუძებნიან. რაც შეეხებათ მშვილდოსნებს, თევზებსა და კირჩხიბებს, ამ ნიშნების წარმომადგენლებისთვის იმის გაცნობიერებაა აუცილებელი, რომ მიმდინარე პერიოდში საქმის წარმოებისას თუ ახლობლებთან ურთიერთობისას გულწრფელობა საუკეთესო საშუალებაა.
კვირის შუა პერიოდში მარსისა და პლუტონის კვადრატურა ძალაუფლებისა და გავლენებისთვის ბრძოლას გაამწვავებს, რაც ფინანსების, დაზღვევისა და გადასახადების გამო კონფლიქტურ სიტუაციებს წარმოქმნის. ვერძებმა და მორიელებმა მთელი ძალისხმევა სიმშვიდისა და თავშეკავების შენარჩუნებისკენ უნდა მიმართონ - ეს მოცემული პერიოდის უმტკივნეულოდ გადატანის მთავარ წინაპირობად იქცევა, ხოლო ლომებისა და მშვილდოსნებისთვის ორიოდე დღით ყოველგვარი აქტივობის შეზღუდვა და სამშაბათისა და ოთხშაბათის განმარტოებაში, სახლში გატარება ჯობს. კუროებმა, ქალწულებმა და თხის რქებმა ფიზიკური დატვირთვა უნდა შეამცირონ, ხოლო ტყუპები, მერწყულები, სასწორები, თევზები და კირჩხიბები ხელმძღვანელობასა და ძალოვან სტრუქტურებთან კონტაქტს მაქსიმალურად უნდა მოერიდონ.
პარასკევს ვენერასა და სატურნის კვადრატურა ადამიანებს, მათ შორის ყველაზე ახლობლებს შორისაც კი, ურთიერთობას გაართულებს, მცირე პესიმისტურ განწყობასა და შფოთვას გამოიწვევს, ამიტომ, ყურადღებით იყავით.
კვირა მშვილდოსნის ნიშანში სავსემთვარეობით დასრულდება. 31 მაისს რისკიან გადაწყვეტილებებს უნდა მოერიდოთ.
უფრო კონკრეტულად, როგორი იქნება 25-31 მაისის კვირა ზოდიაქოს თითოეული ნიშნის წარმომადგენლისთვის, ქვემოთ გაგიზიარებთ:
ვერძი (21 მარტი - 20 აპრილი)
ვერძებმა დასვენებისა და სეირნობისთვის დრო აუცილებლად უნდა გამონახონ, რადგან ამას მათთვის ნამდვილად თერაპიული ეფექტი ექნება. ეს მათ სამსახურში არსებული დაძაბული სიტუაციების გადატანასა და სიმშვიდისა შენარჩუნებაში დაეხმარება. ისინი მატერიალურ სფეროში წარმატების მიღწევას, ზოგიერთი კარიერული მოთხოვნის რეალიზებასა და საჯარო სივრცეში მათთვის მნიშვნელოვანი რამდენიმე იდეის გატანასაც შეძლებენ. ნიშნის ყველაზე თავშეკავებული წარმომადგენლები რომანტიკულ სფეროში კონფლიქტებისა და უთანხმოებების თავიდან აცილებას მოახერხებენ.
კურო (21 აპრილი - 20 მაისი)
კუროებისთვის საკუთარ ჯანმრთელობაზე ზრუნვა და რესურსების დაზოგვაა რეკომენდებული. როგორც ასტროლოგები ამბობენ, მიმდინარე კვირაში ფიზიკური დატვირთვის შემცირება, ხმაურიანი ღონისძიებებისთვის თავის არიდება და ემოციების გავლენით ფულის ხარჯვის შეზღუდვა აჯობებს. პროფესიულ სფეროში ახალი შესაძლებლობები დაახლოებით კვირის შუა პერიოდში გამოჩნდება, რაც გონივრულად უნდა გამოიყენოთ, რომ კოლეგებს შორის ფარული მტრები არ გაიჩინოთ.
ტყუპები (21 მაისი - 20 ივნისი)
ტყუპები ნამდვილად არ წააგებენ, თუ საკუთარ აქტივობას კვირის პირველ ნახევარში დაგეგმავენ. ამ პერიოდში მათ ცხოვრების ყველა მნიშვნელოვან სფეროში მაქსიმალურად უნდა გამოიჩინონ თავი, რათა მეორე ნახევარი საკუთარ თავზე ზრუნვას მიუძღვნან. ასტროლოგები მათ კონტაქტების რაოდენობის შემცირებას, სახელმწიფო უწყებებისა და ხალხმრავალი ადგილების სტუმრობისგან თავის შეკავებას ურჩევენ. რომანტიკულ სფეროში ნიშნის ზოგიერთ წარმომადგენელს მნიშვნელოვანი ცვლილებები ელის.
კირჩხიბი (21 ივნისი - 22 ივლისი)
კირჩხიბებმა ნებისმიერ სიტუაციაში პატიოსნება უნდა გამოავლინონ. ეშმაკობა და რაღაცების დამალვა საჭირო არ არის, რადგან ასეთი ტაქტიკის შედეგები უახლოეს მომავალში მეტად მტკივნეული აღმოჩნდება. პროფესიულ სფეროში ხელმძღვანელობისგან დისტანცირება გარკვეული დროით უკეთესი იქნება, რადგან არსებობს რისკი, რომ უფროსისგან საყვედური მიიღოთ ან დამატებითი, აუნაზღაურებელი სამუშაო დაგეკისროთ.
ლომი (23 ივლისი - 22 აგვისტო)
ლომები საკმაოდ საინტერესო და დატვირთული კვირის გატარებას შეძლებენ, თუ გარკვეულ რეკომენდაციებს გაითვალისწინებენ. პირველ რიგში, მათ მუშაობისა და დასვენების ბალანსი უნდა დაიცვან. მეორე მხრივ, ძალაუფლებისა და პოპულარობის დევნაში პირადი პასუხისმგებლობის ამაღლება არ უნდა დაივიწყონ. მესამე - საკუთარი აზრის გატანისას კონფლიქტებში ჩაბმას უნდა მოერიდონ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ლომები მნიშვნელოვან ადამიანებთან ურთიერთობის გაფუჭებით წინა წარმატებების დაკარგვის რისკის წინაშე დადგებიან. ფინანსური პრობლემები, შესაძლოა, კვირის პირველ ნახევარში მოგვარდეს.
ქალწული (23 აგვისტო - 22 სექტემბერი)
ქალწულები მნიშვნელოვანი სამუშაოს ან დასახული ამოცანების შესასრულებლად ახალი შესაძლებლობებისა და რესურსების პოვნას შეძლებენ. ისინი მედიცინასთან, მომსახურების სფეროსთან და საკონსულტაციო საქმიანობასთან დაკავშირებულ საქმეებში დიდ წარმატებას მიაღწევენ. სპორტსმენებისთვის მძიმე ფიზიკური დატვირთვის შეზღუდვა იქნება სასურველი, ხოლო, ვინც ბოლო პერიოდში ძალიან ბევრს მუშაობს, აქცენტი სრულფასოვან დასვენებაზე უნდა გააკეთონ. რომანტიკული სფერო მათ კვირის ბოლოს სიურპრიზს უმზადებს.
სასწორი (23 სექტემბერი - 22 ოქტომბერი)
სასწორებს არა მხოლოდ დამატებითი სამუშაოს სახით შემოსავლის ახალი წყაროების პოვნა, არამედ დიდი ხნით გადადებული პრობლემების მოსაგვარებლად საკუთარი ძალების მობილიზებაც მოუწევთ. განსაკუთრებული წარმატება ელის მათ, ვინც სილამაზესა და ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ შემოქმედებით პროფესიებშია დაკავებული: კოსმეტოლოგები, დიეტოლოგები, მასაჟისტები, სპა-სპეციალისტები, ვიზაჟისტები, სტილისტები და დიზაინერები... კვირის დასასრულის მშვიდ გარემოში გატარება, სახელმწიფო უწყებებსა და ხელმძღვანელობასთან კონტაქტისთვის თავის არიდება უკეთესი იქნება.
მორიელი (23 ოქტომბერი - 21 ნოემბერი)
მორიელები სწავლის, კვალიფიკაციის ამაღლებისა და ძალაუფლებისა და გავლენებისთვის ბრძოლის საკითხებით იქნებიან დაკავებულნი. ისინი კარიერაში წინსვლის მიღწევას, შემოსავლების გაზრდასა და ავტორიტეტის ამაღლებას შეძლებენ. ბევრი მათგანი სამსახურს უფრო პრესტიჟული ან მაღალანაზღაურებადი პოზიციით შეიცვლის. რომანტიკული სფერო ემოციური არასტაბილურობით იქნება სავსე, რის გამოც პარტნიორებთან და თაყვანისმცემლებთან ურთიერთობის შეზღუდვა ჯობს.
მშვილდოსანი (22 ნოემბერი - 21 დეკემბერი)
მშვილდოსნები მოგზაურობასთან, მგზავრობასთან და ოჯახურ საქმეებთან დაკავშირებული სწრაფი მიზნების მისაღწევად საკუთარ ენერგიულ მდგომარეობას გამოიყენებენ. ამ ნიშნის წარმომადგენელი მშობლები საკუთარ შვილებზე პოზიტიური გავლენის მოხდენას, მათში ახალი ინტერესების გაჩენასა და ნიჭის განვითარებისთვის სტიმულის მიცემას შეძლებენ. შემოსავლების ზრდა კვირის შუა პერიოდშია მოსალოდნელი, ხოლო უქმეების ბუნებაში, მძიმე ფიზიკური დატვირთვის გარეშე გატარება აჯობებს.
თხის რქა (22 დეკემბერი - 19 იანვარი)
თხის რქებისთვის კვირა საკმაოდ წარმატებული და პროდუქტიული აღმოჩნდება, თუმცა შედეგებს უქმეების მოახლოებისას წარმოქმნილი გარკვეული დილემები ოდნავ გააფუჭებს. მათ არცთუ სასიამოვნო არჩევანის გაკეთება, მნიშვნელოვანი პოზიციებისა თუ მიღწევების დათმობა მოუწევთ. მთელი კვირის განმავლობაში კარგად გამოძინება და სუფთა ჰაერზე დღეში არანაკლებ ერთი საათის განმავლობაში სეირნობაა რეკომენდებული, ინტენსიური ფიზიკური დატვირთვის გამორიცხვა კი ნამდვილად აჯობებს.
მერწყული (20 იანვარი - 18 თებერვალი)
მერწყულები მუშაობასა და დასვენებას შორის ბალანსის შენარჩუნებას შეძლებენ, რაც მათ ცხოვრებაზე დადებითად აისახება. ზოგიერთ მათგანს კვირის შუა პერიოდში ახალი რომანტიკული ნაცნობობა, მატერიალური მდგომარეობისა და განწყობის გაუმჯობესების შესაძლებლობები ელის. ახლობლებთან ან ნათესავებთან მცირე კონფლიქტები უქმეებზეა მოსალოდნელი, თუმცა სიტუაცია სწრაფად დასტაბილურდება და ურთიერთობებიც აღდგება.
თევზები (19 თებერვალი - 20 მარტი)
თევზებისთვის, ისევე როგორც კირჩხიბებისთვის, პატიოსნების, მათ შორის საკუთარ თავთანაც, გამოვლენა ჯობს. მათ საკუთარ ქვეცნობიერში დამალული ზოგიერთი პრობლემის მოგვარებისა და მენტალური მდგომარეობის გაუმჯობესების შესაძლებლობა მიეცემათ. თუმცა ამის მთავარ პირობად სიმართლე, საკუთარი შეცდომების აღიარება და კრიტიკისადმი ჯანსაღი დამოკიდებულება რჩება. კვირის მეორე ნახევარი ჯობს, უფრო მშვიდ და თქვენთვის სასიამოვნო გარემოში გაატაროთ.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕როგორი ამინდია მოსალოდნელი 25 მაისს საქართველოში? - პროგნოზი ქალაქების მიხედვით
წყარო: www.beaumonde.ge