Digest Logo

4 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

1780520268
4 იანვარი ჰოროსკოპი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 4 ივნისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით? 

ვერძი

მოზღვავებულ გრძნობებსა და ემოციებს ნუ შეეწინააღმდეგებით. ამ დღეს სახლში მოულოდნელი მოვლენა გელით. სიმშვიდე შეინარჩუნეთ და ცვლილებებს ფეხი აუწყვეთ, რათა მათგან საჭირო გამოცდილება მიიღოთ. გირჩევთ, სამუშაოზე ნაკლები იდარდოთ და ახლობლების გვერდით მეტი დრო გაატაროთ. ახლახან გაცნობილ ადამიანებთან გულახდილობას მოერიდეთ. ახალი ნაცნობები ყოველთვის მეგობრები არ ხდებიან, ამიტომ საკუთარ საიდუმლოს ნაადრევად ნუ გაამჟღავნებთ! კრედიტის აღებას ნუ იჩქარებთ, თორემ შესაძლოა სესხი არახელსაყრელი პირობებით შემოგთავაზონ. ეცადეთ, ჯანმრთელობას მეტი ყურადღება მიაქციოთ — შესაძლოა ძველმა დაავადებებმა თავი შეგახსენოთ.

კურო

ასტროლოგი გირჩევთ, ამ დღეს მთელი ყურადღება სასიამოვნო მოვლენებზე გადაიტანოთ და ყველაზე რთულ სიტუაციებშიც კი დადებითი მომენტები იპოვოთ. ფულს ტყუილად ნუ გაფლანგავთ, პირიქით, ეცადეთ მარაგი შექმნათ. თუ სწორ გადაწყვეტილებას მიიღებთ, სულ მალე დანაკარგების ანაზღაურებას შეძლებთ. ვარსკვლავები გირჩევენ, ეს დღე გეგმების გააზრებასა და განვლილი გზის ანალიზს დაუთმოთ. ნაჩქარევად გადადგმული ნაბიჯები მხოლოდ უსიამოვნებას მოგიტანთ. ეცადეთ, საკვები ზომიერად მიირთვათ, მეტი იმოძრაოთ და ძილი მოიწესრიგოთ და ზედმეტი წონისა და მაღალი წნევის პრობლემები არ შეგაწუხებთ.

ტყუპები

მზად იყავით პარტნიორის მოსასმენად, შეეცადეთ მისი თვალსაზრისი გაიგოთ, შემდეგ კი საკუთარი პოზიცია ბრალდებებისა და კრიტიკის გარეშე გამოხატოთ. ასეთი საუბარი თქვენს კავშირს განამტკიცებს და სრულ ურთიერთგაგებამდე მიგიყვანთ. ვარსკვლავები გირჩევენ, ძალები გონივრულად გაანაწილოთ, რათა ადრე დაწყებული საქმე ბოლომდე მიიყვანოთ. თქვენი უყურადღებობის გამო იზრდება შეცდომის დაშვების რისკი. თუ შესაძლებელია, ამ დღეს მნიშვნელოვან საბუთებთან ნუ იმუშავებთ. ეცადეთ, ფინანსურ დაზღვევაზე წინასწარ იზრუნოთ, რადგან შეიძლება ფული მოულოდნელად დაგჭირდეთ. გირჩევთ, ახლობელ ადამიანთან შეხვედრა დაგეგმოთ — ეს განწყობას აგიმაღლებთ. სრულფასოვან ძილს და კვებას მეტი ყურადღება მიაქციოთ.

კირჩხიბი

თუ მარტო ხართ, იცოდეთ, რომ ეს დღე პაემნისთვის ხელსაყრელია. შეგიძლიათ, თქვენი რჩეული სტუმრად მიიპატიჟოთ და გემრიელი კერძებითა და სასმელებით გაუმასპინძლდეთ. შესაძლოა, ოჯახში არსებული დაძაბულობა მალე ღია კონფლიქტში გადაიზარდოს, ამიტომ თავდაცვითი არგუმენტები წინასწარ მოიფიქრეთ. თუ პროფესიულ საქმიანობაში ინტუიციას დაეყრდნობით, შეხვედრები და ოფიციალური მოლაპარაკებები წარმატებული აღმოჩნდება და მოგებას მოგიტანთ. მეწარმეებს შანსი ექნებათ, თავიანთი შესაძლებლობები ბიზნესში წარმატების მისაღწევად გამოიყენონ. ჟანგბადის ნაკლებობა თქვენს გონებრივ შესაძლებლობებსა და ანალიზის უნარზე უარყოფითად იმოქმედებს, ამიტომ პერიოდულად ბუნებაში გადით.

ლომი

ეს პერიოდი უამრავ რომანტიკულ თავგადასავალს და საინტერესო ადამიანებთან შეხვედრებს გპირდებათ. ხანგრძლივი და მხიარული დღესასწაულის ზღაპრულ ატმოსფეროში ჩაიძირებით. შვილებისგან სასიამოვნო სიურპრიზებს ელოდეთ — ოჯახურ საქმეებში მათი ჩართულობა უამრავ სიხარულს მოგიტანთ. ხელსაყრელი დღეა უცხოელებთან თანამშრომლობისთვის. სამაგიეროდ, ინვესტიციებისა და ნებისმიერი მსხვილი ხარჯისთვის არც ისე შესაფერისი პერიოდია. მერკურის გავლენა თქვენი ნიშნის წარმომადგენლებზე უმნიშვნელოა, რაც უსარგებლო ხარჯების რისკს ზრდის. ვარსკვლავები გირჩევენ, მაღალკალორიული საკვების მიღებისგან თავი შეიკავოთ, რათა ზედმეტი კილოგრამი არ მოიმატოთ.

კითხვის გასაგრძელებლად გადადით ბმულზე: https://funtime.ge/ka/news/dgis-horoskopi/4-ivnisis-astrologiuri-prognozi-5604

ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 სამი ძმა, ტყუპები სვანეთიდან, რომლებმაც 2 წლის ასაკში გალობა დაიწყეს

🎥 გაიცანით გიორგი გორგაძე, რომელიც ხუთ მუსიკალურ ინსტრუმენტზე უკრავს

🎥 გაიცანით 14 წლის გიორგი ქენქაძე, რომელმაც 9 წლის ასაკში პირველი წიგნი დაწერა - „ფურცლებიდან უკვე ეკრანზე გადავიდა და მასზე ფილმი გადაიღეს“