„მიმდინარე კვირა უნდა გავყოთ ორ ნაწილად - 4 რიცხვამდე და 4 რიცხვის შემდეგ.
4 რიცხვამდე არის ჯერ კიდევ ცოტა ნეგატიური მოვლენები, რადგან დედამიწა უარყოფით ენერგოველშია, ხოლო 4 რიცხვის შემდეგ უფრო დადებითი პერიოდი იწყება, რომელიც 10 რიცხვამდე გასტანს.
უმჯობესია მნიშვნელოვანი საქმეები 4 რიცხვის შემდეგ დაიწყოთ“, - ამის შესახებ ქვეყნის მთავარი ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი საუბრობს.
მიმდინარე კვირაში გვაქვს სამი გეომაგნიტური დღე - ოთხშაბათი, ხუთშაბათი და შაბათი.
„დღეს, 1-ელ მაისს, გონების მმართველი პლანეტა გადაინაცვლებს კირჩხიბის ზოდიაქოს ნიშანში. გამახვილდება ადამიანებში ფოტოგრაფიული მეხსიერება, გაიხსენებთ რა ხდება წლების წინ, მოიმატებს იუმორი, ადამიანებს გაუჩნდებათ ინტერესი ფილოსოფიისა და ასტროლოგიის მიმართ. თუმცა, მთავარია ენას დააჭიროთ კბილი, არ გათქვათ თქვენი საიდუმლოები. ახლა შეიძლება, იგრძნოთ ცუდი აზრების მოჭარბება, გექნებათ აზრები არ მოხდეს რამე, ეცადეთ აკონტროლოთ ემოციური შფოთვები. კირჩხიბს თუ უნდა ტყუილები კარგად გაართმევს თავს ყველაფერს, ამიტომ ფრთხილად იყავით ამ კუთხით“, - ამბობს ასტროლოგი.
ორშაბათს, სამშაბათს და ოთხშაბათს კარგი პერიოდია განთავისუფლდეთ მავნე ჩვევებისგან.
პარასკევს და შაბათს - კურო, ლომი და თხის რქა უნდა იყოს ფრთხილად, იყავით ყურადღებით და კარგად გამოიძინეთ. დაუფიქრდით რჩევებს, მათ შორის დედების რჩევებს და გაითვალისწინეთ ეს რჩევები.
რაც შეეხება ზოდიაქოს თითოეულ ნიშანს, მათი კვირის პროგნოზი ასე გამოიყურება:
♈️ ვერძი
ეს ნიშანი ჯანზე მოდის, ენერგია ემატებათ. მრავალფეროვანი კონტაქტების დროა. მთავარია, 4 რიცხვამდე იყოთ ყურადღებით, ინფორმაციას რომელსაც მიიღებთ აუცილებლად გადაამოწმეთ.
4 რიცხვის შემდეგ კი იწყება გაცილებით კარგი პერიოდი, კარგია მგზავრობისთვის, მოგზაურობისთვის და ახალი საქმეების დაწყებისთვის.
♉️ კურო
იყავით ყურადღებით, ენერგოტონუსი დაცემულია არ გადაიღალოთ, რათა არ დაუშვათ შეცდომები. 4 რიცხვის შემდეგ კი, წარმატების შანსები მატულობს. შესაძლოა, გაიცნოთ გავლენიანი ადამიანები.
♊️ ტყუპები
თქვენი დროა, გაქვთ ვარსკვლავური პერიოდი. აქტიური და კომუნიკაბელური ხართ, ყველაფერი გამოგდით და წარმატება თქვენ მხარესაა. არ გაჩერდეთ, ეცადეთ მაქსიმალურად გამოიყენოთ ეს პერიოდი.
♋️ კირჩხიბი
4 რიცხვამდე ჯანმრთელობას გაუფრთხილდით, 4 რიცხვის შემდეგ კი პერიოდი კარგი იქნება. იღბალი იხრება თქვენკენ, გეხმარებიან ახლობლები.
♌️ ლომი
აქტიურები ხართ, შესაძლებლობებით აღსავსე პერიოდია და გაქვთ საშუალება შეიძინოთ ბინა, აგარაკიც და მანქანაც. ასევე გაქვთ შანსები ბიზნესში ჩაერთოთ. თუმცა 4 რიცხვამდე ყურადღებით იყავით ჭორების მიმართ, თქვენ კოლეგებს არ მოსწონთ თქვენი წარმატება.
♍️ ქალწული
აქტიურები და შეუპოვრები ხართ, რასაც გიფასებენ კოლეგებიც და ხელმძღვანელებიც. ეცადეთ ყველაფერი მნიშვნელოვანი 4 რიცხვის შემდეგ დაგეგმოთ.
♎️ სასწორი
ერთ-ერთი წარმატებული ნიშანია, მატულობს ოპტიმიზმი და ყველა კუთხით გაქვთ წარმატების შანსები. ეცადეთ, რომ 4 რიცხვის შემდეგ დაიწყოთ მნიშვნელოვანი საქმეები.
♏️ მორიელი
ენერგოტონუსი მცირდება, ემოციური ფაქტორი ცოტა ნეგატიურია. ენდეთ თქვენ ღრმა ინტუიციას და იმოქმედეთ მასზე დაყრდნობით. სიფრთხილე გამოიჩინეთ საკუთარ უარყოფით თვისებებთან და აკონტროლეთ ეს ყველაფერი.
♐️ მშვილდოსანი
ენერგოტონუსი მაღალია, აქტიური და ენერგიული ხართ. ახლა გინდათ ყველას დაუმტკიცოთ რა მაგარი ხართ, 4 რიცხვამდე განსაკუთრებით მატულობს ეს ფაქტორი.
შეინარჩუნეთ კარგი ურთიერთობა პარტნიორებთან და პერიოდი იქნება წარმატებული.
♑️ თხის რქა
4 რიცხვიდან ამოისუნთქეთ და იგრძნობთ, რომ გაცილებით უკეთ იქნებით. შანსები წარმატების გაქვთ, მაგრამ გახსოვდეთ ეს ყველაფერი კეთდება გადაღლის გარეშე.
♒️ მერწყული
ძალიან წარმატებულია, მატულობს იღბლიანობა და მარტივად ხვდებით ყურადღების ცენტრში. საუკეთესო პერიოდია სასიყვარულო ურთიერთობებისთვის და შვილებთან კონტაქტისთვის.
♓️ თევზები
ენერგოტონუსი ეცემა, გაუფრთხილდით ჯანმრთელობას და ფინანსურ ხარჯებს - განსაკუთრებით 4 რიცხვამდე.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ: