რას გვირჩევენ ვარსკვლავები 4 ნოემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
ვერძი
ხელსაყრელი დღეა. კარგი განწყობა და ენერგიულობა საშუალებას მოგცემთ ჩანაფიქრი განახორციელოთ და საკუთარი ძალების ირწმუნოთ. წვრილმან პრობლემებს ადვილად გაუმკლავდებით. საჭიროების შემთხვევაში, შეგიძლიათ დახმარება კოლეგებს ან მეგობრებს სთხოვოთ. გახსოვდეთ, რომ მატყუარა ადამიანები ყოველთვის არსებობდნენ და იარსებებენ, მაგრამ ვალდებული არ ხართ, ასეთების სიახლოვე აიტანოთ.
კურო
ამ დღეს გირჩევთ, რომ ძველი საქმეები დაასრულოთ, რათა ყურადღება აღარ გაგიფანტოთ და ახალი საქმის დაწყება შეძლოთ. თუმცა მანამდე მოსამზადებელი სამუშაოები უნდა ჩაატაროთ და მეტი ინფორმაცია მოაგროვოთ. პროფესიული თემების განხილვისას სირთულეები გელით. მოულოდნელად წარმოქმნილი პრობლემები ახალი პროექტების დაწყების საშუალებას არ გაძლევთ. საღამოს კარგად უნდა დაისვენოთ, რათა ძალების აღდგენა შეძლოთ.
ტყუპები
მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღებისას მხოლოდ საკუთარ ინტუიციას უნდა ენდოთ. კითხვაზე პასუხის გაცემას ნუ იჩქარებთ და მოსაფიქრებელი დრო ითხოვეთ. ამ დღეს მიზანს ერთი დიდი ნაბიჯით მიუახლოვდებით. ახალი ნაცნობობა მომავალში ძალიან გამოგადგებათ. საყვარელ ადამიანებთან გულწრფელი საუბარი ოჯახური საკითხების მოგვარებაში და ურთიერთობების გაძლიერებაში დაგეხმარებათ.
კირჩხიბი
თუ სიმართლის გაგება გსურთ, უსიამოვნო თემებზე საუბარი და კრიტიკის მოსმენა მოგიწევთ. ამჟამად უძრაობის ეტაპზე ხართ, მაგრამ განსხვავებულ ხედვას თუ ისწავლით, უამრავ ახალ შესაძლებლობას აღმოაჩენთ. ემოციური სტრესის მოსახსნელად საღამო სახლიდან მოშორებით, ძველი მეგობრების გარემოცვაში უნდა გაატაროთ.
ლომი
თუ შანსს არ გამოიყენებთ, რომელიც დღეს მოგეცემათ, მოგვიანებით ძალიან ინანებთ, რომ წარმატებაზე უარი თქვით. შესაძლოა, გეშინიათ, რომ სცადოთ, გარისკოთ და შესაძლებლობა გამოიყენოთ, მაგრამ ასე თუ გააგრძელებთ, წარმატების შანსი დიდხანს აღარ მოგეცემათ.
ქალწული
ხელსაყრელი დღეა, რუტინული საქმეების საკეთებლად და დაწყებული საქმეების დასასრულებლად. შეეცადეთ მშვიდად აღიქვათ რაც თქვენს გარშემო ხდება და წვრილმანებზე არ ინერვიულოთ. ემოციურმა სტრესმა შეიძლება თქვენს ჯანმრთელობაზე უარყოფითად იმოქმედოს და გეგმების შეცვლა გაიძულოთ. თუ ხვდებით, რომ თქვენი გეგმები ახალს ვერაფერს მოგიტანთ, სხვა მიმართულებაზე ფიქრი უნდა დაიწყოთ.
სასწორი
ნუ დანებდებით, თუ ყველაფერი თქვენი გეგმის მიხედვით არ მიდის. იბრძოლეთ, რომ სიმართლეს ფარდა ახადოთ და გამარჯვება მოიპოვოთ. მოსალოდნელია სასიამოვნო სიურპრიზები და მოულოდნელი შეხვედრები. ახალი და საინტერესო საქმის კეთება სასარგებლო გამოცდილებას და პროფესიულ წარმატებას მოგიტანთ.
კითხვის გასაგრძელებლად გადადით ბმულზე: https://funtime.ge/ka/news/dgis-horoskopi/4-noembris-astrologiuri-prognozi-4480
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🎥 ნახეთ როგორ მიულოცა ნანუკა გულუას ქალიშვილმა სალომე გოგიაშვილს დაბადების დღე
⭕„პასტორალი“ - ნუკი კოშკელიშვილი საშემოდგომო ფოტოსესიიდან ფოტოებს გვიზიარებს
⭕„სალამი ნოემბერს“ - ნუცა ბუზალაძე თბილისის ქუჩებში პოზირებს