Digest Logo

„მეკვლე უნდა იყოს უცხო და არა ოჯახის წევრი, შენს კეთილდღეობაში არ უნდა იყოს დაინტერესებული“ - ყველაფერი, რაც 2 იანვრის ბედობაზე უნდა იცოდეთ

1735028941
ანზორ ოდიშარია

საქართველოში ბედობა ორჯერ აღინიშნება - 2 და 15 იანვარს. მიუხედავად იმისა, რომ ბედობა რელიგიური დღესასწაული არ არის, ყველა დიდი სიხარულით და საუკეთესო განწყობით ელოდება მას. 

ეს ტრადიცია უკვე საუკუნეებს ითვლის. საქართველოში, ისევე როგორც ძველად, ახლაც მიაჩნიათ, როგორი განწყობითა და ხალისითაც შეხვდებიან ამ დღეს, მთელ წელს ისე გაატარებენ.

უხსოვარი დროიდან ბედობას თავისი რიტუალიც აქვს. ამ დღეს ოჯახი მეკვლეს ირჩევს. როგორი უნდა იყოს ადამიანი, რომელიც შენს ოჯახში შემოდის და რა სიმბოლოები უნდა მოიტანოს - აღნიშნულ თემაზე გადაცემაში „დღის პოსტი“ ისაუბრა.

„მეკვლეობა მნიშვნელოვანია, მეკვლე არის ადამიანი, რომელსაც უნდა ჰქონდეს კარგი ემოციური განწყობა, იმ ადამიანის მიმართ ვისთანაც მიდის. უნდა ჰქონდეს დამოკიდებულება და ნამდვილი სურვილი, რომ ის უსურვოს რასაც უსურვებს. 

თუ ასეთი ადამიანი გვყავს, ამ შემთხვევაში შეგვიძლია მოვუხმოთ მას, 2 რიცხვში და 7 რიცხვში. 

რა არ უნდა მოიტანოს მეკვლემ - ამაზე აკრძალვები არ არის, თუმცა არ უნდა მიიტანოთ ბასრი, მჩხვლეტავი, მსხვრევადი, რაც ნეგატივთან ასოცირდება. 

სიმბოლოები წაიღეთ, შოკოლადები, ნაყოფიერების სიმბოლო, ბარაქა, ხურდები. 

ზოგადად, მეკვლე უნდა იყოს უცხო და არა ოჯახის წევრი, რადგან შენს კეთილდღეობაში არ უნდა იყოს დაინტერესებული. ერთი მეთოდი არსებობს, შეგიძლია გახვიდე გარეთ, გადაიცვა სხვა ადამიანის სამოსი, გადაირქვა სახელი, გამოეყო ოჯახს და შემდეგ უკვე გადაცმული სამოსით მიხვალ, დააკაკუნებ, იტყვი სხვა სახელს და უსურვებ სურვილებს.

არც მეკვლის ფინანსურ მდგომარეობას, არც ოჯახურ მდგომარეობას არ ავს მნიშვნელობა. მნიშვნელობა აქვს მხოლოდ მის გულს, პირადი დაინტერესება არ ჰქონდეს შენს მიმართ. შენ რომ გამდიდრდები მეც კარგად ვიქნებიო - ეს არ უნდა უნდოდეს. უბრალოდ უნდა გისურვოს სიკეთე, რადგან უყვარხარ“, - ამბობს ანზორ ოდიშარია.

 ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „ავიღოთ ჩვენი ძველი მაისური, გავშალოთ, მასზე დავდგათ ჩიჩილაკი...“ - რიტუალები, რაც ახალი წლის დღეებში უნდა გააკეთოთ

2025 წლის 3 ყველაზე წარმატებული თვე, როდესაც ადამიანებს მიზნების მიღწევისა და ოცნებების ასრულების გაცილებით მეტი შანსი ექნებათ

🎥 „ჩემთან მხოლოდ 10 თვე იცხოვრა და როგორ შემაყვარა თავი, დედის გულში რამხელა ტკივილია ვინ იცის“ - რა კადრებს აქვეყნებს გარდაცვლილი ორსულის ქმარი