
ასტროლოგები მიმდინარე კვირისთვის ასახელებენ, რომელი დღეები იქნება ყველაზე იღბლიანი, როდისაა ემოციური არასტაბილურობა მოსალოდნელი და რომელ დღეებში ჯობს, შედარებით ფრთხილად ვიყოთ:
5 მაისი
აღნიშნულმა დღემ შესაძლოა, სტაგნაციისა და შინაგანი დაძაბულობის განცდა მოგვიტანოს, უენერგიობა ვიგრძნოთ და ყოველდღიური საქმეების შესრულებაც კი განსაკუთრებით გაგვიჭირდეს. ასტროლოგები გვირჩევენ, რომ იძულებით არაფრის გაკეთება ვცადოთ. ეს დაკვირვებისა და ფიქრის დღეა. შესანიშნავი პერიოდია იმისათვის, რომ დავფიქრდეთ, რა გვიშლის ხელს წარმატებაში და რისი შეცვლა გვჭირდება ბედნიერებისათვის.
6 მაისი
ამ დღეს შესაძლოა, საბოლოოდ გავარკვიოთ ის საკითხები, საქმეები, რომლებიც ადრე სრულიად ბუნდოვნად გვეჩვენებოდა. სიცხადის დღეა. შემოქმედებითი საქმიანობისთვის იდეალური პერიოდია. ასევე, თუკი რაიმეს შესწავლას გეგმავთ ან განსხვავებულ პროექტში ჩართვა გსურთ, ამ დღეს დაიწყეთ. გაცილებით მეტ წარმატებას მიაღწევთ.
7 მაისი
აღნიშნულ დღეს შესაძლოა, უენერგიობა იგრძნოთ და ზოგიერთი გეგმის განხორციელება შეფერხდეს. არ მიიღოთ იმპულსური გადაწყვეტილებები. დაისვენეთ და ძალების აღდგენა სცადეთ.
8 მაისი
როგორც ასტროლოგები ამბობენ, ამ დღეს კომუნიკაცია გართულებულია. ამიტომ, როგორც საქმიან, ისე პირად ურთიერთობებში შესაძლოა, სირთულეები შეგხვდეთ. ჯობს, ნაჩქარევი გადაწყვეტილებები არ მიიღოთ და თითოეულ სიტყვასა და ქმედებას კარგად დააკვირდეთ.
9 მაისი
განახლებისა და შინაგანი ზრდის დღეა. ყველაფერი, რასაც აღნიშნულ დღეს დაიწყებთ, განსაკუთრებით წარმატებული იქნება. ამიტომაც, გეგმებს გადახედეთ, ყურადღება მიაქციეთ როგორც ფიზიკურ, ისე მენტალურ ჯანმრთელობას.
10 მაისი
მოულოდნელი ამბების დღეა, თუმცა, როგორც ასტროლოგები ამბობენ, აღნიშნულ დღეს თითოეული ცვლილება ადამიანებს წარმატებისა და განვითარების შანსს მისცემს. მიიღეთ ეს დღე, როგორც ტრანსფორმაციის შესაძლებლობა.
11 მაისი
კვირა სიხარულს, შვებასა და თქვენი შრომის შედეგებით ტკბობის შესაძლებლობას გპირდებათ. ზეიმისა და მადლიერების გამოხატვის დროა. დადებითი ენერგია სასიამოვნო განწყობას შეგიქმნით და მოტივაციასაც აგიმაღლებთ.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕გიორგი გველესიანი იუბილარია - ლინდა კიკოლაშვილის ემოციური მილოცვა მეუღლეს
წყარო: www.beaumonde.ge