Digest Logo

🎥 „ეს კვირა ნოემბერში ყველაზე რთულია, მოიმატებს სარკასტული გამონათქვამები და სულსწრაფობა“ - კვირის მნიშვნელოვანი მოვლენები

1762154594
მიხეილ ცაგარელი

„ეს კვირა დახუნძლული მოვლენებით არის სავსე, თან ნოემბერში ყველაზე რთული კვირაა. ამიტომ იყავით ყურადღებით“, - ამის შესახებ ქვეყნის მთავარი ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი მიმდინარე კვირის (3-9 ნოემბრის) შესახებ საუბრობს.

მისი თქმით, დედამიწა ახლა უარყოფით ენერგო ველში შედის და შემდეგი კვირა გაცილებით უკეთესი იქნება და საზოგადოებას უზიარებს მიმდინარე კვირის ასტროლოგიურ მოვლენებზე ინფორმაციას:

9 ნოემბერს მერკური გონების, მოგზაურობის და კომუნიკაციის მმართველი პლანეტა ხდება რეტროგრადული, ანუ იქნება უკუმავალი და ეს გასტანს 29 ნოემბრამდე.

 რაც ნიშნავს იმას, რომ გაგიჭირდებათ მოლაპარაკება, ახალი იდეის რეალიზაცია და ხელშეკრულების დადება. ეს მოვლენა ითხოვს ძველ საქმეებთან დაბრუნებას და მათ გამოსწორებას. 

თუ ნივთები გაქვთ საყიდელი სჯობს შეიძინოთ 9 რიცხვამდე, ან 29 რიცხვის შემდეგ. 

ასევე მარსი საქმიანობის და ენერგიის მმართველი პლანეტა 4 ნოემბრიდან გადადის მშვილდოსანში, სადაც იქნება 14-15 დეკემბრამდე. მოიმატებს სარკასტული გამონათქვამები, სულსწრაფობა, თუმცა კარგი პერიოდი სპორტული კუთხით შეჯიბრებისთვის. ასევე ფულის ხარჯვისკენ მიდრეკილება.

5 ნოემბერს არის სავსემთვარეობა კურო მორიელის ზოდიაქალურ ღერძებზე, აქ მზე და მთვარე ურთიერთბრძოლაში არიან ერთმანეთთან. აქ მატულობს ენერგია, კონფლიქტები და ბოღმა. ეცადეთ ეს დღე ფრთხილად გაიაროთ და არ დაიწყოთ ახალი საქმეები. არ აჰყვეთ პროვოკაციებს, რადგან ადამიანები აქ შარზე არიან. 

ასევე პარასკევს სიყვარულის მმართველი პლანეტა ვენერა გადადის მორიელის ზოდიაქოს ნიშანში, მატულობს ვნება და ინტიმური კონტაქტისკენ მიდრეკილება, თუმცა ურთიერთობებში მატულობს ეჭვიანობა და წყენა. 

შაბათი ასევე მძიმე დღეა, მაღალია ტრავმულ-ავარიული შემთხვევები“, - ამბობს მიხეილ ცაგარელი.

⭕ აგრეთვე დაგაინტერესებთ:

⭕„საჩუქარი დედაჩემისთვის“ - ნახეთ, რა აჩუქა ანა შელიამ დაბადების დღეზე დედას

⭕„მიყვარხარ ძლიერად და ულიმიტოდ! მადლობა, რომ გაჩნდი და მერე მე გამაჩინე“ - რეპერი „მასტერი“ დედას დაბადების დღეს ულოცავს

⭕ფინანსური სიურპრიზი, ახალი პროექტები და განვითარების შესაძლებლობა - როგორი იქნება 3-9 ნოემბრის კვირა ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის