„5 დეკემბერს, საქართველოს დროით 03:13 საათზე, ხოლო GMT დროით - 4 დეკემბერს 23:13 საათზე, მოხდება სავსემთვარეობა ტყუპების ზოდიაქოს ნიშნის მე -13*-ე გრ-ში, რომელსაც ცივი, სუპერ სავსეთვარეობა ეწოდება და აუცილებელია შევხვდეთ მას ცივი გონებით“, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში ასტროლოგი ნინა ხომერიკი წერს და საზოგადოებას რჩევებს უზიარებს.
„5 დეკემბერს, საქართველოს დროით 03:13 საათზე, ხოლო GMT დროით - 4 დეკემბერს 23:13 საათზე, მოხდება სავსემთვარეობა ტყუპების ზოდიაქოს ნიშნის მე -13*-ე გრ-ში, რომელსაც ცივი, სუპერ სავსეთვარეობა ეწოდება და აუცილებელია შევხვდეთ მას ცივი გონებით. ამ სავსემთვარეობას მოაქვს მინიშნებები, რომელიც გამოიკვეთება 1-დან 5 დეკემბრის ჩათვლით. ამ მოვლენას მოაქვს დასჯადი ენერგია, თუმცა გვაძლევს შანსებსა და არჩევანის უფლებას. სავსემთვარეობა დგება მზისა და ანტარესის შეხვედრის შემდგომ, რომელიც შედის სამეფო ვარსკვლავების ოთხეულში. ანტარესი არის დასავლეთისა და წარსულის მცველი. ის ერთ-ერთი, იმ ოთხ წერტილთაგანია, რომელიც ქმნის ზოდიაქალურ წრეზე ძალაუფლებისა და კატასტროფების ჯვარს.
როგორც ზემოთ აღვნიშნე, პირველიდან - 4 დეკემბრის ჩათვლით, მზე შეხვდება ვარსკვლავს, სახელწოდებით ანტარეს, რომლის დიამეტრიც 400-ჯერ აღემატება მზეს, ის არის წარსულის გუშაგი, დასავლეთისა და სიბნელის კარიბჭის დარაჯი, სადაც, ყოველ წელს, 1-დან 4 დეკემბრის ჩათვლით, შედის მზე და თანდათანობით იკარგება აბსოლუტურ სიბნელეში, იმისათვის, რომ ახალი მზის დაბადების დღეს ხელახლა დაიბადოს, რაც როგორც წესი ხდება ბუნიობის დღეს, 21 დეკემბერს და ამ დღეებში პირველიდან- 4 დეკემბრის ჩათვლით, ჩვენ ვიღებთ შესამჩნევ მინიშნებებს, როგორც ზოგად, ასევე პირად საქმეებში. სავსემთვარეობა მოხდება ტყუპებში, რაც იმას ნიშნავს, რომ მზე იდგება მის ზუსტ ოპოზიციურ ნიშანში მშვილდოსანში. ეს ორი ზოდიაქო ერთად, კი ქმნის იმ საინფორმაციო ღერძს, რომელიც გულისხმობს ჩვენს გზებს, არჩევანს, გადაწყვეტილებებს, ცოდნას და საზღვრებს სხვადასხვა მნიშვნელობით.
• პირველი მისი გამოვლინება უკავშირდება, პირველიდან -4 დეკემბრის ჩათვლით მიღებულ ახალ და ისეთი სახის ინფორმაციას, რომლის უგულებელყოფაც და დაიგნორებაც არ შეიძლება, მისმა შინაარსმა შესაძლოა წარმოქმნას შინაგანი კონფლიქტის განცდა, ვინაიდან ის მოვა წინააღმდეგობაში ჩვენს ფუნდამენტალურ წარმოდგენებთან და გეგმებთან, მისი გათვალისწინებით, მოგვიწევს გეგმების დაკორექტირება და რიგ შემთხვევაში, ზოგიერთ მათგანზე უარის თქმა. მეორეს მხრივ, ამ სავსემთვარეობას მოაქვს სხვადასხვა გარემოებების კულმინაცია და სიცხადე, რაც იმას ნიშნავს, რომ მის დადგომამდე, რამდენიც არ უნდა ვიფიქროთ, რაიმე პროცესზე, საკითხზე ან მიღებულ ინფორმაციაზე, სავსემთვარეობა მოიტანს ყველანაირ სიცხადესე და შედეგებს, ამიტომ ნუ ეცდებით დაიღალოთ ფიქრით წინა პერიოდში.
• მეორე ასპექტი: მზე მშვილდოსანში გულისხმობს ყველა იმ თემას, რაც ხდება ჰორიზონტსა და მხედველობის ხაზს მიღმა იმ წერტილიდან, სადაც ახლა ვართ, ხოლო ტყუპები კი, სადაც მოხდება სავსემთვარეობა, გულისხმობს იმ ყველაფერს, რაც ჩვენს სიახლოვეს არის, ხელმისაწვდომია და ეს დაპირისპირება საკმაოდ საგრძნობი გახდება საქმიან ნაწილში, ანუ ის, რასაც ჰქონდა შორეული პერსპექტივა მოგვიახლოვდება, ხოლო რაც გვეგონა, რომ არსებულია და ჩვენია აღმოჩნდება პრობლემური და მოსაპოვებელი.
• მესამე ასპექტი: ტყუპების ზოდიაქო, სადაც ხდება სავსემთვარეობა, არის ჩვენი უახლოესი კომუნიკაციების სიმბოლო, მაგალითად: მეზობლები, კლიენტები, კოლეგები და ა.შ. მოსალოდნელია პრობლემები კომუნიკაციების კუთხით, შესაძლოა გეგონათ, რომ უკვე მიღწეულია შეთანხმება გარკვეულ საკითხებზე, თუმცა კვლავ ჩნდება პრობლემები და გაურკვევლობა.
• მეოთხე ასპექტი: სავსემთვარეობის დადგომამდე, რამდენიმე დღით ადრე, ადამიანებში დაიბადება ეჭვი ისეთ საკითხებში, რაშიც აქამდე იყავით დარწმუნებულნი.
• მეხუთე ასპექტი: უკავშირდება ტყუპებისა და მშვილდოსნის ღერძს, რომელიც არის გზების სიმბოლო. მშვილდოსანი - შორეულ გზებს, ხოლო ტყუპები - ახლო მანძილებს და ამ თემასთან დაკავშირებით, შესაძლოა გაჩნდეს კითხვები, ეჭვები, ფიქრები: გაემგზავროთ თუ არა, შეიძინოთ თუ არა ბილეთები, მსგავსი აზრები გაურკვევლობა და გადაუწყვეტელობა, განსაკუთრებით აქტუალური იქნება სავსემთვარეობის წინა დღეებში.
• მეექვსე ასპექტი: ტყუპები არის ჩვენი სიტყვის სიმბოლო და ამ პერიოდში (+/-) რამდენიმე დღე სავსემთვარეობამდე და მის შემდეგ, შესაძლოა თქვათ ისეთი რამ, რაც არ უნდა გეთქვათ და გაუთვითცნობიერებლად აწყენინოთ ადამიანს.
• მეშვიდე ასპექტი: ვინაიდან ტყუპები არის ინფორმაციის სიმბოლო, 4-დან 6 დეკემბრის ჩათვლით, მიიღებთ ისეთ ინფორმაციას, რომელიც პასუხს გასცემს თქვენს კითხვებს. რაც შესაძლოა დაკავშირებული იყოს მნიშვნელოვანი საბუთის მიღებასთან, მოწვევასთან, თქვენთან დაკავშირებული გადაწყვეტილების მიღებასთან, რომელიმე ორგანიზაციიდან ან საბუთზე ხელმოწერასთან, მაგალითად შრომით ხელშეკრულებასთან, გასაუბრებაზე გასვლასთან ან მოსალოდნელ ფულად სარგებლის მიღებასთან.
• მერვე ასპექტი: ამ სავსემთვარეობას, თან ახლავს იმ მოვლენებისა და გადაწყვეტილებების გამოძახილი, რომელიც აქტუალური იყო თქვენთვის იმ პერიოდში, როდესაც იგივე გრადუსში მოხდა მზის დაბნელება, რომელიც მოხდა: 2021 წლის 4 დეკემბერს. აქედან გამომდინარე, მიმდინარე პერიოდის საკითხები, ეხმიანება 2021 წლის დეკემბრისა და 2025 წლის მაისის ბოლოს განვითარებულ მოვლენებს.
• მეცხრე ასპექტი: ვარსკვლავი ანტარესი, რომელთანაც მზე იქნება შეერთებაში პირველიდან - 4 დეკემბრის ჩათვლით, მას ასევე უწოდებენ „ვამპირს“ ანუ „სიბნელის სხივს“, ეს არის წყარო, რომელიც კი არ ანათებს, არამედ შთანთქავს სხვის სინათლეს, ამიტომ (+/-) რამდენიმე დღე, სავსემთვარეობის დადგომიდან, აუცილებელია გამოიჩინოთ ყურადღება იმ ადამიანების მიმართ, ვინც არიან ენერგოვამპირები და იკვებებიან სხვისი ენერგიით, ანუ ტოქსიკური ადამიანები, ისინი აწყობენ კონფლიქტების პროვოცირებას, გეუბნებიან ისეთ რამეს, რაც იწვევს თქვენში გულისტკენას, ემოციებს და გაცლით ენერგიას.
• მეათე ასპექტი: (+/-) რამდენიმე დღე სავსემთვარეობიდან, შეგიძლიათ დაკავდეთ საორგანიზაციო საკითხებით, რაც შესაძლოა დაკავშირებული იყოს სარემონტო სამუშაოებთან, მიწოდებასთან ან შეძენასთან. ამ პერიოდმა, შესაძლოა მოიტანოს ქაოსური ფიქრები, მოქმედებები. ბევრი პრაქტიკული საკითხებისა და ამოცანების გადაჭრა მოგიწევთ და მიიღებთ ძალიან ბევრ ინფორმაციას, ეს ყველაფერი ერთად, მოგიტანთ შფოთსა და აურზაურს, ამიტომ, ახლა ძალიან მნიშვნელოვანია შეინარჩუნოთ ყურადღება და ზუსტად გაიგოთ, რას და რისთვის აკეთებთ.
• მეთერტთმეტე ასპექტი: სავსემთვარეობის პერიოდში, ბევრისთვის დამახასიათებელია ჩვეულებრივზე მეტად ემოციური და აგრესიული მოქმედება, ამიტომ სავსემთვარეობისა და (+/-) რამდენიმე დღის განმავლობაში, უმჯობესი იქნება, არ წამოიწყოთ ისეთი საუბრები, რაც იქნება მათში ემოციების გამომწვევი. ასევე მოსალოდნელია იდეებითა და ისეთი ღირებულებებით მანიპულაცია, რომელსაც დიდი მნიშვნელობა აქვთ ადამიანისთვის, ამიტომ, უმჯობესი იქნება თავი აარიდოთ ისეთ საუბრებს, რომელიც ეხება გლობალურ და კულტურულ-იდეოლოგიურ ფასეულობებს.
• მეთორმეტე ასპექტი: 4-დან - 6 დეკემბრის ჩათვლით, შესაძლებელია მიიღოთ ისეთი სატელეფონო ზარები ან შეხვდეთ ისეთ ადამიანებს, ვისთანაც იშვიათად კონტაქტობთ, აგრეთვე, ამ პერიოდში, აუცილებელია გაფილტროთ ყველა ის ინფორმაცია, რომელსაც უსმენთ ან ავრცელებთ.
გისურვებთ, ამ სავსემთვარეობას სიკეთე და დადებითი ენერგიები მოეტანოს თქვენთვის“, - წერს ნინა ხომერიკი.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕ როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში - პროგნოზი ქალაქების მიხედვით