ახალგაზრდა მოდელის, ალექსანდრა პაიჭაძის შესახებ ყოველთვის ბევრს საუბრობდნენ. იგი საზოგადოებისთვის ცნობილი სახე ჯერ კიდევ წლების წინ გახდა, როცა მონაწილეობას პოპულარულ შოუებსა და პროექტებში იღებდა. მან განსაკუთრებული გარეგნობითა, პირადი ცხოვრებით და თავდაჯერებულობით უამრავ ადამიანს დაამახსოვრა თავი.
გარდა ამისა, მას რომანი ჰქონდა ბიზნესმენ დავით კოდუასთან, რომელთანაც ერთი საერთო შვილი ჰყავს.
ალექსანდრამ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ კოდუას დედამ, ლაურა ღაჭავამ ბინიდან გააგდო, რასაც დიდი გამოხმაურება მოჰყვა.
ბიზნესმენ დავით კოდუას და მოდელ ალექსანდრა პაიჭაძეს 2021 წელს საერთო ქალიშვილი - ვიქტორია შეეძინათ. პირველი ქორწინებიდან მოდელს ერთი ვაჟი ჰყავს, დავითი კი, ამ ურთიერთობამდე, ოთხი შვილის მამა იყო.
წყვილის გარშემო მუდმივად იყო სკანდალი, დაშორება-შერიგების ამბები. თუმცა ისინი ოფიციალურ ქორწინებაში არც ყოფილან.
„ზმნა.ჯი" დავით კოდუას დედას, ლაურა ღაჭავას დაუკავშირდა, სადაც ამ თემის შესახებ საუბრობს:
ლაურა ღაჭავა: ეს ყველაფერი ტყუილია. მსგავსი არ ყოფილა. ეს როგორ იკადრა, ძალიან მაინტერესებს! გავაგდე რას ჰქვია? ეს სიტყვა როგორ იხმარა, რომ მე ვიღაც გავაგდე?! არ არსებობს!
ჩემი შვილი გადაყოლილი იყო მაგაზე. მთელი ოჯახი ყურადღებას ვიჩენდით და სიმპათიით ვიყავით განწყობილი. ვინც მიცნოს, ყველამ იცის ჩემი ერთგულება, პატივისცემა და ყურადღება. რას მაბრალებს ეს გოგო?
- რა მოხდა სინამდვილეში?
- დათოს ვუთხარი, ჩემ ბინაში შედით და იყავით, თუ გინდა-მეთქი. იქ იყვნენ. ბოლოს აღარ უნდოდა დათო. დაუწყო ლანძღვა, პირშიც ლანძღავდა ჩემს შვილს. სულ უსიამოვნებები ჰქონდათ. მერე დათოს ვუთხარი, ტყუილად ნერვიულობ; გატაცება ჰქონდა თუ რაც ჰქონდა შენს მიმართ, ეტყობა, გადაუარა, ახლა უკეთესი ნახა, ალბათ, და თავი დაანებე, ცოლ-ქმარი მაინც არ ხართ-მეთქი.
ნელ-ნელა ჩამოშორდა, დათოს გული აუცრუვდა. ალექსანდრა ჩემს სახლში დარჩა და დათო შვილის, ვიკის სანახავად რომ მიდიოდა, თავი დამანებოს თქვენმა ძმამ, ვერ ვიტანოო, ჩემს შვილებს ეუბნებოდა პაიჭაძე. იქ ბავშვის სანახავად მისულ დათოს უყურადღებოდ, უპატივცემულოდ ექცეოდა. სიღრმისეულად რა მოხდა, ჩემი კუთხიდან მაგის თქმა, ძნელია. შვილია, მაგრამ მის ცხოვრებაში დედა არ უნდა ჩაერიოს, არ არის ლამაზი.
მე ის ვიცი ჩემი შვილებისგან, რომ დათოს ყველგან ლანძღავს და აგინებს. მე იმას ვერ გავიმეორებ, რაც პაიჭაძემ ჩემს შვილზე მოგვწერა, დათოს როგორ ლანძღავდა.
მერე ჩემმა შვილებმა უთხრეს, შენ თუ არ გინდა, კი ბატონო, ნახე შენი გზა, ვეტყვით ჩვენს ძმას რომ შეგეშვასო.
ჩემს შვილს მაგისთვის არაფერი დაუკლია, სასწაულებს უკეთებდა. მერე ბიჭებიც გიჟდებოდნენ, რატომ უკეთებს ამდენს, თავში აუვარდა ამ გოგოსო! ხმამაღლა შემიძლია ეს ვთქვა!

გასულ ზაფხულს სამ-ოთხ ადგილას დაასვენა უცხოეთში ეგ, ბავშვი, დედამისი, ბიცოლამისი. იტალიაში, მერე სხვაგან, მერე ანტალიაში... რაც ვიცი მე მეგობრებისგან და მაგათი წრიდან, თორემ მე არ ვერევი. ასე იყენებს მაქსიმალურად და თან ზურგს უკან აგინებს. კარგით, რა... ეს არაფერში არ ზის.
ჩვენ არ ვართ ის ხალხი, რომ ოჯახის წევრს ცუდად მოვექცეთ. მე ჩემს შვილიშვილებს ყველას ვპატრონობ. 16 შვილიშვილი და 4 შვილთაშვილი მყავს. ყველაზე ვგიჟდები, ისე მიყვარს. აბა, შეიძლება არ გიყვარდეს შვილიშვილი? ყველას თან ვყვები. სხვანაირად მე ვერ ვიცხოვრებ. გაჭირვებულს რომ ვნახავ, იმას ისე ვეხმარები, რომ არც ვჩანვარ. და ჩემს შვილიშვილს გავაგდებდი გარეთ?
- ახლა სად ცხოვრობენ ალექსანდრა და ვიკი?
- ალექსანდრას ბახტრიონზე აქვს ბინა, რომელიც დათომ გაურემონტა. ავეჯით მოუწყო, ყველაფრით უზრუნველყო. გადავიდეს იქ, თავის ბინაში, რატომ არის ნაქირავებში?
ეს მიყიდე, ის მიყიდე არ შეიძლება, ასე ოჯახი არ შეიქმნება. რომ ამბობს, არ მინდა და ძალით ყიდულობსო, თუ არ უნდა, ძალით ვინ უყიდის სასწაულ ბრილიანტის ბეჭდებს? რა არ აქვს დათოსგან შეძენილი. ამ დროს მეუღლე არც არის. ხელი არ აქვთ მოწერილი.
- რაზე მოსდიოდათ უკმაყოფილება?
- დათო გიჟდება შვილებზე, ვერ წარმოუდგენია, რომ შვილებთან არ მივიდეს და მათ ყურადღება არ მიაქციოს. დღე არ გავა, ისინი არ ნახოს და არ მოიკითხოს. ძალიან თბილი და ყურადღებიანი მამაა. პაიჭაძე ამაზე ბრაზდება, რატომ დადის დათო თავის შვილებთან! არ იცოდა, დათოს ოთხი შვილი რომ ჰყავდა, ორი წელი რომ დადიოდა მასთან? მე ეს მესამე წელს გავიგე და სიმართლე გითხრათ, არ მომეწონა და შევწუხდი. მაგრამ თავს ვიკავებდი. ორჯერ მოიყვანა ჩემთან სახლში, გავიცანით მე და ჩემმა მეუღლემ.
ახლა რეკავს, ის გადაიხადეთ, ეს გადაიხადეთო. ძიძის ფულიო, ქირის ფულიო... თვითონ გადაიხადოს! ჩვენ ბავშვს არაფერს მოვაკლებთ. და პაიჭაძეს ეყოფა! ჩვენ აღარაფერს გავუკეთებთ.
ძალიან შეწუხებული ვარ, გულნატკენი. არ შეიძლება დაუმსახურებლად ნაცარი მიაყარო ადამიანს. მაგრამ დაბნეულია. რაღაცას ეძებს. თვითონაც არ იცის, რას. მაგასთან საუბარი აღარ მიღირს.
კარგად იყოს, ნუ სპეკულანტობს ბავშვით.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 ვის ჰქონდა მორგებული დელფინის ნიღაბი - მეგაშოუს „ვინ ვინ არის“ მე-5 სეზონის მეოთხე ეპიზოდი შედგა