Digest Logo

„5 ოქტომბრამდე მოერიდეთ მეტროს, სარდაფს, მღვიმეებსა და ზოგადად მიწისქვეშა კომუნიკაციებს…“ - ცაგარელი საზოგადოებას აფრთხილებს

1664263337
მიხეილ ცაგარელი

ასტროლოგ მიხეილ ცაგარელის პროგნოზით, მინიმუმ 5 ოქტომბრამდე სასურველია ადამიანებმა მიწისქვეშა კომუნიკაციების შეხებისგან თავი შეიკავონ.

ცაგარელის აცხადებს, რომ ვინაიდან ოქტომბერ-ნოემბერში დაბნელებების დერეფანია გასავლელი და ამ პერიოდში პლუტონი უკუმავალია, სჯობს, ნაკლები შეხება გქონდეთ მეტროსთან, მღვიმესთან, სარდაფებთან და მიწისქვეშა გადასასვლელებთან. 

„ახლა ოქტომბერსა და ნოემბერში არის მზისა და მთავრის დაბნელება მორიელის ზოდიაქოს ნიშანში. ამას დაბნელების დერეფანი ეწოდება და ძალიან სიფრთხილით გავლას მოითხოვს ეს პერიოდი. 29 აპრილიდან, მორიელის მმართველი დამანგრეველი პლანეტა, პლუტონი, 5 ოქტომბრამდე უკუმავალი, რეტროგრადული გახდა. ეს იმას ნიშნავს, რომ ცოტა მეტი სიფრთხილეა მიწისქვეშა კომუნიკაციებთან საჭირო. რადგან მორიელი მიწისქვესა სამყაროსთან და შავბნელ ძალებთან ასოცირდება, ნაკლები შეხება უნდა იქონიოთ მეტროსთან, სარდაფებთან, მიწისქვეშა გადასასვლელებთან, მღვიმეებთან, გამოქვაბულებთან, რადგან მიწის ქვეშეთს მართავს პლუტონი და შესაძლოა სახიფათო მოვლენები მოხდეს“, - განაცხადა მიხეილ ცაგარელმა „დაიჯესტთან“ საუბრისას.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔵„დღე გეომაგნიტურია, ასე რომ აკონტროლეთ წნევა...“ - მიხეილ ცაგარელი

🔵„27 სექტემბერს დაასრულეს რუსებმა აფხაზეთში გენოციდი, ქართველებისგან ტერიტორიის გაწმენდა“ - ნათია ფანჯიკიძე