
რას გვირჩევენ ვარსკვლავები 6 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
ვერძი
ვერძებს ვირუსული ან ინფექციური დაავადების საფრთხე ემუქრებათ, ამიტომ ხალხმრავალ ადგილებს უნდა ერიდოთ. ეს დღე ჯობია სიმშვიდეში გაატაროთ, სუფთა ჰაერზე ისეირნოთ. ბუნებაში დასვენება ძალების აღდგენაში დაგეხმარებათ და თავს ისევ მხნედ და მხიარულად იგრძნობთ.
კურო
კუროებისთვის ეს დღე ცდუნებებით სავსეა. თითქოს მთელმა სამყარომ პირი შეკრა და ცდილობს, ყურადღება იმაზე გადაგატანინოთ, რასაც გაურბიხართ. ცდუნებას რომ გაუძლოთ, ნებისყოფის მოკრება და პრინციპულობის გამოჩენა დაგჭირდებათ. მხოლოდ ასე შეძლებთ საკუთარ თავზე გამარჯვებას, რის შემდეგაც უდიდეს კმაყოფილებას იგრძნობთ.
ტყუპები
ამ დღეს მთელი ყურადღება ოჯახში არსებულ პრობლემებზე უნდა გადაიტანოთ. პროფესიულ საქმიანობაში იმდენად ჩართული ხართ, რომ ოჯახურ უთანხმოებებს ვერ ამჩნევთ. მხოლოდ თქვენ შეგიძლიათ ოჯახში მშვიდობის აღდგენა. თუ ვინმეს აწყენინეთ, უნდა აღიაროთ და მოიბოდიშოთ. ერთობლივი საქმიანობა და ერთად გატარებული დრო ოჯახის ატმოსფეროზე დადებითად აისახება.
კირჩხიბი
ამ დღეს უჩვეულოდ დაბნეული ხართ. გირჩევთ, ამ დღის საქმეების სია შეადგინოთ, რადგან გამორიცხული არ არის, რამე მნიშვნელოვანი გამოგრჩეთ. ვარსკვლავები გაფრთხილებენ, რომ დღეს შეიძლება მარტივად დაგავიწყდეთ ის, რაც ჩვეულებრივ არასოდეს გავიწყდებათ. ამ დღეს აქტიური დასვენება საუკეთესო არჩევანი იქნება.
ლომი
ბევრი ლომი შინაგან დაძაბულობას იგრძნობს, რაც დღის განმავლობაში იგრძნობა. ამ დღეს საქმის დასრულებას იმაზე მეტი დრო დასჭირდება, ვიდრე ჩვეულებრივ, თუმცა ნუ ეცდებით "ველოსიპედის" გამოგონებას - ძველი, გამოცდილი მეთოდებით უკეთეს შედეგს მიიღებთ. ეცადეთ, საყვარელ ადამიანთან კომპრომისზე წახვიდეთ, რადგან ზედმეტმა სიჯიუტემ და ემოციებმა შეიძლება ხანგრძლივი კამათი გამოიწვიოს.
ქალწულები
ამ დღეს საკუთარი ინტერესების დაცვა რთულ ბრძოლაში მოგიწევთ. შესაძლოა, თქვენი არგუმენტები არასწორად გაიგონ, მაგრამ სამართლიანობის აღდგენის შანსი მაინც არსებობს. მთავარია კანონი არ დაარღვიოთ. გახსოვდეთ, რომ ნებისმიერი უკანონო ქმედება თქვენს მომავალზე უარყოფითად აისახება. მოიშორეთ ყველა, ვინც არასწორი ნაბიჯებისკენ გიბიძგებთ.
სასწორი
ამ დღეს თქვენი მიზანი გამარჯვებაა – სხვა შედეგი კმაყოფილებას ვერ მოგიტანთ. სასწორს ყველაფერი აქვს იმისათვის, რომ ნებისმიერ სიტუაციაში გაიმარჯვოს. გირჩევთ, თქვენი სურვილის მიხედვით იმოქმედოთ და სხვების კარნახს ყურადღება არ მიაქციოთ.
კითხვის გასაგრძელებლად გადადით ბმულზე: https://funtime.ge/ka/news/dgis-horoskopi/6-maisis-astrologiuri-prognozi-4812