Digest Logo

„6 მარტიდან სიყვარული, ფული და სურვილები სრულიად სხვა ენერგიაში შედის“ - რას მოუტანს ზოდიაქოს ნიშნებს ვენერას ვერძის ნიშანში გადასვლა

1772775233
ვენერას ვერძი

⚡️ 6 მარტიდან სიყვარული, ფული და სურვილები სრულიად სხვა ენერგიაში შედის…🥰 ✨

ვენერა იცვლის ნიშანს - 6 მარტიდან 30 მარტამდე ვენერა ასტროლოგიაში სიყვარულის, სილამაზის, ფინანსებისა და ჩვენი ღირებულებების პლანეტაა. ის გვიჩვენებს, როგორ გვიყვარს, რა გვიზიდავს და როგორ გამოვხატავთ გრძნობებს.

6 მარტიდან ვენერა გადადის ვერძის ნიშანში და სივრცეში ჩნდება ძლიერი, თამამი და ვნებიანი ენერგია. ეს არის დრო, როდესაც:

🔥 გრძნობები ჩნდება სწრაფად და ძლიერად

🔥 ადამიანები უფრო პირდაპირ გამოხატავენ სიმპათიას

🔥 იზრდება თავდაჯერება და ინიციატივა სიყვარულში

🔥 ჩნდება სპონტანური ხარჯების სურვილი ეს პერიოდი გვასწავლის ერთ რამეს, არ დაველოდოთ, არამედ ავიღოთ ის, რაც გვინდა.

🌟 მნიშვნელოვანი ასპექტები 7 მარტი - ვენერას შეერთება ნეპტუნთან რომანტიკის, ოცნებებისა და შთაგონების დრო. მაგრამ ყურადღება - შესაძლებელია ილუზიები სიყვარულში და ფინანსებში. 8 მარტი - ვენერას შეერთება სატურნთან გრძნობები გადის სიმწიფის გამოცდას. სიყვარული შეიძლება გახდეს უფრო სერიოზული და პასუხისმგებლიანი.

10 მარტი - ვენერას სექსტილი პლუტონთან ძლიერი ვნება, გარდაქმნები ურთიერთობებში და საბედისწერო შეხვედრები.

18 მარტი - ვენერა კვადრატი იუპიტერთან ემოციების და სურვილების გადაჭარბება. სიფრთხილე ზედმეტ ხარჯებთან და გადაჭარბებულ მოლოდინებთან.

✨ ვენერას გავლენა ზოდიაქოს ნიშნებზე

♈ ვერძი თქვენი მაგნეტიზმი იზრდება. ყურადღების ცენტრში ხართ. ახალი ნაცნობობები და სიმპათია ყველგან.

♉ კურო შიდა სამყაროში ჩაღრმავების დრო. შესაძლებელია საიდუმლო სიყვარული ან ფარული მხარდაჭერა.

♊ ტყუპები მეგობრები, ახალი კავშირები და სურვილების ახდენა. შესაძლებელია რომანი მეგობრულ წრეში.

♋ კირჩხიბი კარიერული წარმატება და უფროსების კეთილგანწყობა. სიყვარული შეიძლება სამუშაო გარემოში გაჩნდეს.

♌ ლომი მოგზაურობები, ახალი ცოდნა და უცხო ადამიანებთან საბედისწერო შეხვედრები.

♍ ქალწული ძლიერი ვნებიანი ენერგია. შესაძლებელია ფინანსური სარგებელი პარტნიორისგან ან საერთო რესურსებიდან.

♎ სასწორი პარტნიორობის მნიშვნელოვანი პერიოდი. ახალი ურთიერთობა ან არსებული კავშირის გაძლიერება.

♏ მორიელი სამუშაო გარემოში ჰარმონია. შესაძლებელია სამსახურში რომანი ან ჯანმრთელობის გაუმჯობესება.

♐ მშვილდოსანი რომანტიკის, გართობისა და შემოქმედების დრო. სასიყვარულო თავგადასავლები და მოულოდნელი საჩუქრები.

♑ თხის რქა ოჯახური სიმყუდროვე, სახლის მოწყობა და ახლობლების მხარდაჭერა.

♒ მერწყული აქტიური კომუნიკაცია, ახალი ნაცნობობები და სასიამოვნო მოგზაურობები.

♓ თევზები ფინანსური შესაძლებლობები და მატერიალური სტაბილურობის გაძლიერება.

✨ გახსოვდეთ: ვენერა ვერძში გვასწავლის , სიყვარულში სიმამაცე ყველაზე დიდი მაგნიტია. 🌙

 ასევე დაგაინტერესებთ:

⭕„კარგია გეგმების და მიზნების განახლება, გადახედვისთვის...“ - დღის მეტაფიზიკური პროგნოზი

⭕როგორი ამინდია მოსალოდნელი 6 მარტს საქართველოში

🎥 „ძეხვი, სოსისი, შებოლილი ხორცი... ყველაზე მაღალი რისკის, კიბოს გამომწვევი პროდუქტებია“ - მარი მალაზონია

წყარო: www.facebook.com

✕