Digest Logo

🎥 „ძეხვი, სოსისი, შებოლილი ხორცი... ყველაზე მაღალი რისკის, კიბოს გამომწვევი პროდუქტებია“ - მარი მალაზონია

1772732662
მარი მალაზონია

ექიმი ნუტრიციოლოგი, კვების ეროვნული ცენტრის დირექტორი მარი მალაზონია გადაცემაში „პირადი ექიმი მარი მალაზონია“ ყველაზე მაღალი რისკის კიბოს გამომწვევ პროდუქტებს ასახელებს. 

ძირითადად მარი მალაზონიას ჩამონათვალში ძეხვეული და შებოლილი საკვები მოხვდა:

„ძეხვი, სოსისი, შებოლილი ხორცი, ბეკონი, ლორი შაშხი და ა.შ. ეს არის პროდუქტები, რომლებიც ძალიან ბევრ თქვენგანს უყვარს.ძალიან ბევრი ოჯახის რაციონის შემადგენელია. იმედია, არ გამიწყრებით თუ ამ ინფორმაციას მიუხედავად ამ ყველაფრისა, მაინც გაგიზიარებთ.

თანამედროვე მედიცინამ მიიღო გადაწყვეტილება - როდესაც ონკოლოგიური რისკების შეფასებისას გამოიკვეთა კლასიფიკაცია, ყველაზე მაღალი რისკის მქონედ სწორედ ეს პროდუქტები აღმოჩნდა. პირველი  ჯგუფის ონკორისკების ფაქტორებში - ეს არის ის ფაქტორები, რომლებიც დანამდვილებით, დასაბუთებით იწვევს კიბოს“,- ამბობს მარი მალაზონია.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 შენ სხვას ვერ გადაარჩენ: ია ბერსენაძე ბავშვობის ტრავმებსა და ინსტინქტებზე

🎥 ია ბერსენაძე: „ჩვენ ვართ ხალხი, რომელიც ახალ წელს სასაფლაოზე ხვდება, ეს ნორმალური არ არის“ - გლოვის კულტურა ქართველ ერში

🎥 „პირველადი ისტორია სწორედ ბიბლიასა და მითებში ინახება...“ - კოლექტიური არაცნობიერის სახლი: ია ბერსენაძის განმარტება