„მიმდინარე კვირა - 7-დან 13 სექტემბრამდე დედამიწა პოზიტიურ ენერგოველშია.
13 სექტემბერს გვაქვს ახალმთვარეობა, თუმცა რადგან დედამიწა პოზიტიურ ენერგოველშია ამ პერიოდს შედარებით მსუბუქად გაივლით“, - ამის შესახებ ქვეყნის მთავარი ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი გადაცემაში „იმედის დილა“ საუბრობს.
მიმდინარე კვირაში 4 გეომაგნიტური დღე გვაქვს - სამშაბათი, ოთხშაბათი, ხუთშაბათი და კვირა.
ორშაბათს ეცადეთ წვრილმანებზე არ ჩაეძიოთ ადამიანებს, სამშაბათს არ გადაიღალოთ, ოთხშაბათს ვენერა სიყვარული მმართველი პლანეტა გადადის 25 ოქტომბრამდე გადადის მორიელის ზოდიაქოს ნიშანში, ხუთშაბათს მერკური გონების და ინტელექტის მმართველი პლანეტა გადაინაცვლებს თვის ბოლომდე სასწორის ნიშანში - ადამიანები აქ უფრო შეეცდებიან არ გაართულონ სიტუაციები, კარგი პერიოდია მოლაპარაკებისთვის. პარასკევს კი არ დაიწყოთ ახალი საქმე.
რაც შეეხება ზოდიაქოს თითოეულ ნიშანს, მათი კვირის პროგნოზი ასე გამოიყურება:
♈️ ვერძი
არ გადაიღალოთ, ფინანსური მდგომარეობაც შეიძლება გაუმჯობესდეს, გაქვთ სურვილი გადაწყვიტოთ მნიშვნელოვანი საკითხები, რასაც კარგად მოაგვარებთ, აქ შეიძლება გაიზარდოს თქვენი ავტორიტეტი.
♉️ კურო
შარმი და მიზიდულობა მატულობს, საუკეთესო დროა სიყვარულისთვის. მოგების ალბათობა მატულობს, ამიტომ ითამაშეთ ლატარიები. ასევე კარგი პერიოდია მგზავრობა მოგზაურობისთვის.
♊️ ტყუპები
ენერგოტნუსი ცოტა დაბალია, ეცადეთ არ გადაიღალოთ. საქმიანი კუთხით კარგი პერიოდია, გაქვთ საინტერესო იდეები.
♋️ კირჩხიბი
შარმი და მიზიდულობა მატულობს, ინტუიციაც ძლიერდება და იმოქმედეთ მასზე დაყრდნობით. კარგი პერიოდია მგზავრობისთვის, მოლაპარაკებისთვის ერთ-ერთი საუკეთესო პერიოდია და იაქტიურეთ.
♌️ ლომი
ენერგოტნუსი დაბალია, ეცადეთ არ გადაიღალოთ. კარგი პერიოდია უცხოელებთან კონტაქტისთვის და პარტნიორული თანამშრომლობისთვის.
♍️ ქალწული
მთავარი ფავორიტია, აქტიური ენერგიული და შარმიანი, ახლა თქვენი დროა არ გაჩერდეთ, წლის განმავლობაში საუკეთესო პერიოდია.
♎️ სასწორი
არ აჰყვეთ ილუზიებს და ნუ დაფრინავთ, ენას კბილი დააჭირეთ ახლა თქვენთვის რთული პერიოდია, ფარული მტრები და მოშურნეები თქვენ წინააღმდეგ არიან.
♏️ მორიელი
ერთ-ერთი ფავორიტია, აქტიური და ენერგიულია, ბევრ მნიშვნელოვან საკითხს გადაწყვიტოთ, რეფორმების დროა ახლა გაქვთ საშუალება გადატვირთოთ თქვენი ცხოვრება, სიახლეების დროა.
♐️ მშვილდოსანი
ენერგოტნუსი დაბალია, საქმიანი კუთხით კარგი პერიოდია, თუმცა ეცადეთ არ გადაიღალოთ.
♑️ თხის რქა
ერთ-ერთი წარმატებული ნიშანია ყველა კუთხით, საუკეთესო დროა ასევე ქორწინებისთვის და ყველა მხრივ გაქვთ წარმატების შანსი არ გაჩერდეთ, ახლა ამის დრო არ გაქვთ.
♒️ მერწყული
ენერგია ცოტა დაბალია, თუმცა პარტნიორული თანამშრომლობისთვის კარგია დროა და ეცადეთ ეს კვირა ამას დაუთმოთ.
♓️ თევზები
ერთ-ერთი ამ კვირის ფავორიტი ნიშანია, საოცრად შემოქმედები ხართ და ნებისმიერ სფეროში გაქვთ წარმატების შანსი. იაქტიურეთ და სიყვარულით გაიარეთ ეს კვირა.
ნახეთ ვიდეო:
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕გიორგი გასვიანი ოჯახურ კადრებს გვიზიარებს - „იბედნიერეთ გალასთან ერთად“
⭕„მამიკოს ჰგავს ძალიან“ - ნახეთ, რა ფოტოს გვიზიარებს ანრი ჯოხაძე