ვენერა სასწორში: 7 აგვისტო – 11 სექტემბერი.
7 აგვისტოს ვენერა, სიყვარულის, ურთიერთობების, სილამაზის, ესთეტიკისა და ფინანსების პლანეტა, სასწორის ნიშანში გადადის, სადაც 11 სექტემბრამდე დარჩება.
ვენერა სასწორის მმართველია, შესაბამისად, აქ ის საკუთარი ბუნებას ყველაზე თავისუფლად და ჰარმონიულად გამოხატავს. ეს პერიოდი ურთიერთობებში მეტ დიპლომატიას, თანამშრომლობის სურვილსა და საერთო ენის გამონახვის საშუალებას მოიტანს.
ტრანზიტი კარგია ურთიერთობების დასალაგებლად, ახალი პარტნიორობებისა და თანამშრომლობების დასაწყებად, მოლაპარაკებების საწარმოებლად. ასევე იმიჯთან, სტილთან, სილამაზესა და ესთეტიკასთან დაკავშირებული ცვლილებებისთვის.
მცირე შვებას იგრძნობენ სასწორის ნიშნით დაბადებულები. ბევრი მათგანი ამ პერიოდში სატურნისა და ნეპტუნის ოპოზიციების გავლენას გადის, რაც, ერთი მხრივ, პასუხისმგებლობებს, მეორე მხრივ, გაურკვევლობასა და რეალობასთან დაპირისპირების განცდას აძლიერებს. ვენერას საკუთარ ნიშანში დაბრუნება ამ ენერგიას მცირე ხნით შეარბილებს და მეტ მხარდაჭერას, სიმსუბუქესა და ჰარმონიის განცდას მოიტანს.
თუმცა ტრანზიტის განმავლობაში რამდენიმე მნიშვნელოვანი ასპექტიც გვექნება.
11–12 აგვისტოს ვენერა ნეპტუნთან ოპოზიციას ქმნის. ეს ასპექტი ხშირად ილუზიებს, მცდარ მოლოდინებს, იდეალიზაციასა და არაზუსტ ინფორმაციას უკავშირდება. ამ დღეებში სიფრთხილე გამოვიჩინოთ ფინანსურ გადაწყვეტილებებში, ახალ ნაცნობებთან, მათ დაპირებებსა და გარედან მიღებულ ინფორმაციასთან მიმართებაში. მით უმეტეს, რომ 12 აგვისტოს მზის დაბნელება გვაქვს. ამიტომ ამ პერიოდში განვითარებულ მოვლენებს განსაკუთრებული ყურადღებით დავაკვირდეთ — მათი გავლენა შესაძლოა ბევრად ხანგრძლივი აღმოჩნდეს.
21–22 აგვისტოს ვენერა სატურნთან აკეთებს ოპოზიციას. ამ ასპექტმა შესაძლოა ურთიერთობებში დისტანციის, სიცივის, პასუხისმგებლობების ან შეზღუდვების განცდა გააძლიეროს.
აგვისტოს ინტენსიურ ასტროლოგიურ ფონზე, ვენერას საკუთარ ნიშანში ყოფნა გარკვეული შვებაა. ის ურთიერთობებში მეტი ჰარმონიის, დიალოგისა და შეთანხმების პოტენციალს ქმნის.
გავითვალისწინოთ ისიც, რომ 2 ოქტომბრიდან ვენერა მორიელის ნიშანში რეტროგრადულ მოძრაობას დაიწყებს, შემდეგ კი რეტრო სვლით ისევ სასწორში დაბრუნდება. ამიტომ მათთვის, ვინც ახალ ურთიერთობას ან მნიშვნელოვან პარტნიორობას გეგმავს, ვენერას მიმდინარე ტრანზიტი შეიძლება ამისთვის უფრო ხელსაყრელი პერიოდი იყოს, ვიდრე შემდგომი რეტროგრადული ფაზა.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„როგორი დახვეწილი, ნაზი და გემოვნებიანი ხარ“ - როგორ აფასებენ თიკა ჯამბურიას ახალ ფოტოებს
⭕„ჩემს ძვირფას ყოფილთან (ყველასთან) ბოდიში, მაგრამ...“ - რას წერს ალექსანდრა პაიჭაძე
⭕„ეს ბავშვი უკვე „მის სამყაროა“ - ჯანეტ ქერდიყოშვილი პატარა ლილის ახალ კადრებს გვიზიარებს