მოდელი და ტელეწამყვანი ალექსანდრა პაიჭაძე საზოგადოებაში აქტუალურობას არ კარგავს. მას არაერთი სკანდალი უკავშირდება. გასულ წელს პაიჭაძე რჩეულს, ბიზნესმენ დავით კოდუას დაშორდა, რამაც ბევრი მითქმა-მოთქმა გამოიწვია.
ამჯერად მოდელმა სოციალურ ქსელში მარტოობაზე ისაუბრა:
„ბავშვობაში მომწონდა მარტოხელა ქალები, რამდენჯერაც ვიკითხე ეს ლამაზი დეიდა ვინაა -მეთქი, მესმოდა, რომ ეს ქმარს გაშორებულიაო. ჰოდა ჩემმა პატარა ტვინმა შეადარა დიასახლისებს, „გათხოვილებს” და გადაწყვიტა, რომ უნდა იყოს „გაშორებული” ლამაზი ქალი.
ჰოდა ეგრეც დავამანიფესტირე, ჩემს ძვირფას ყოფილთან ბოდიში (ყველასთან), მაგრამ მარტო ყოფნაზე დიდი სიამოვნება ვერც ერთს ვერ მოუტანია.
საკმაოდ ღრმა და შინაარსიანი ადამიანი ვარ და არ გეგონოთ ეს არის ჩემი ცხოვრების აქცენტი, უბრალოდ ამასაც ვაკვირდები და ზუსტად ასეა.
ვცდილობ ეს პროგრამა გადავწერო და სრულიად საოცარი ადამიანისთვის მოვემზადო ვინც ჩემ ცხოვრებაში შემოსვლას ცდილობს.
თქვენ რა პროგრამები შენიშნეთ თქვენ თავებს? კიდევ იცით რამდენი მაქვს?“, - წერს ალექსანდრა პაიჭაძე.
ცნობისთვის, ბიზნესმენ დავით კოდუას და მოდელ ალექსანდრა პაიჭაძეს 2021 წელს საერთო ქალიშვილი ვიქტორია შეეძინათ. პირველი ქორწინებიდან მოდელს ერთი ვაჟი ჰყავს.

ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„ეს ბავშვი უკვე „მის სამყაროა“ - ჯანეტ ქერდიყოშვილი პატარა ლილის ახალ კადრებს გვიზიარებს
⭕აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი ლომის ნიშნისთვის - „სასიამოვნო და რომანტიკული მგზავრობები გელოდებათ“
⭕„ივლისო, მალე დაბრუნდი...“ - მარინა კარპი ოჯახურ ფოტოებს გვიზიარებს