Digest Logo

7 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი - რა ელოდება ზოდიაქოს თითოეულ ნიშანს?

1791319304
ჰოროსკოპი

ასტროლოგიური პროგნოზი 7 ოქტომბრისთვის

ვერძი: დღეს შეთანხმების უნარი გამოგეცდება. ურთიერთობებში მოქნილობა დაგჭირდება წვრილმანებში დათმე, რომ მთავარი შეინარჩუნო.

კურო: დღე საქმეების მოწესრიგებასა და საკუთარ თავზე ზრუნვას დაუთმე. მშვიდი და თანმიმდევრული ტემპი კარგ შედეგს მოგიტანს.

ტყუპები: სასწორის ჰაეროვანი ენერგია რომანტიკულ და შემოქმედებით შთაგონებას მოგიტანს! კარგი დროა პაემნებისთვის, საყვარელი საქმიანობისა და ურთიერთობისთვის.

კირჩხიბი: ყურადღების ცენტრში ოჯახური სიმყუდროვე და სახლის ატმოსფეროა. კარგი დღეა ახლობლებთან სასაუბროდ, საცხოვრებლის მოსაწყობად და ძალების აღსადგენად.

ლომი: დღე სასიამოვნო შეხვედრებით, მოკლე მგზავრობებითა და კარგი ამბებით იქნება დატვირთული. შენი შარმი და დიპლომატიურობა ბევრ კარს გაგიღებს.

ქალწული: ყურადღება პირად რესურსებზე, შენაძენებსა და ფინანსებზე გადაგაქვს. კარგი დროა ბიუჯეტის მოსაწესრიგებლად და პრაქტიკული ნივთების შესაძენად.

სასწორი: მთვარე შენს ნიშანში განსაკუთრებულ მაგნეტიზმსა და ჰარმონიას გმატებს. მოუსმინე ინტუიციას დღეს ის სწორ მინიშნებებს მოგცემს.

მორიელი: შინაგანი განახლების დღეა. შეამცირე აქტიურობა, დარჩი საკუთარ ფიქრებთან ან დრო სულიერ პრაქტიკებს დაუთმე.

მშვილდოსანი: შესანიშნავი დროა თანამოაზრეებთან მუშაობისა და საერთო გეგმების განხილვისთვის. მეგობრებთან საუბარი სიხარულსა და ახალ იდეებს მოგიტანს.

თხის რქა: ყურადღება პროფესიულ მიზნებსა და სტატუსზეა. ხელმძღვანელებთან ან პარტნიორებთან საუბრისას დიპლომატიურობა გამოიჩინე — შედეგიც არ დააყოვნებს.

მერწყული: ჰაერის სტიქია სწავლის, შემოქმედებისა და შთაგონების ახალ შესაძლებლობებს გიხსნის. კარგი დღეა თვალსაწიერის გასაფართოებლად.

თევზები: დღეს ყურადღებით მოეკიდე საკუთარ რესურსებსა და ემოციურ მდგომარეობას. ენდე წინათგრძნობას და მოერიდე იმპულსურ ნაბიჯებს

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕„მშვენიერი წყვილი“ - რუსა ჩაჩუა მეუღლესთან ერთად გადაღებულ კადრებს გვიზიარებს

📸 ეთერ ლიპარტელიანის ემოციები დაჯილდოების დროს - ქართველმა ძიუდოისტმა მსოფლიო ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი მოიპოვა

🎥 როგორი იქნება ოქტომბერი ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის? - ნინა სუსლოვა ზოდიაქოს ნიშნებს აფრთხილებს!

✕