მკვლევარი ერეკლე შონია თაკო მიქელაძის პოდკასტის სტუმარი იყო, სადაც მან სულიერი გამოღვიძების, ადამიანის ცნობიერების, ენერგეტიკის, კრიზისული პერიოდებისა და ქრისტიანობის შესახებ ისაუბრა.
შონიას თქმით, ადამიანი ცალკე მდგომი არსება არ არის და ის გარემოსთან მუდმივ ურთიერთქმედებაში იმყოფება.
მისი განმარტებით, სულიერი გამოღვიძება დაკავშირებულია ადამიანის შინაგან ცვლილებებთან, ცნობიერების გაფართოებასთან და იმასთან, თუ როგორ მოქმედებს ინდივიდი საკუთარ გარემოზე.
„ადამიანი ცალკე არ არის, ადამიანი ერთობლიობაა თავის მიზეზშედეგობრივ კავშირთან. ეს კაცობრიობა არის ერთიანი ძალა, ერთიანი ორგანიზმია, ამიტომ ეს კაცობრიობა ზემოქმედებს როგორც ერთმანეთს, ასევე გარემოზე. ერთი ადამიანი იწყებს გამოღვიძებას, მერე აღვიძებს გარემოს, ზემოქმედებს გარემოზე და აი ეს გამოღვიძება ხასიათდება შინაგანი ცვლილებებით. როცა დედამიწაზე ასეთი კრიზისებია, ის ღვთაებრიობა იღვიძებს. ამას მე „პრაქტიკულ ქრისტიანობას“ ვიძახი, როცა ადამიანი იწყებს ზრუნვას მეორე ადამიანზე, საზოგადოებაზე, ლაგდება თვითონ, ალაგებს ურთიერთობას უფალთან, ალაგებს სოციუმთან, ალაგებს თუნდაც ოჯახურ სიტუაციაში, მტერს აქცევს მოყვარედ და გამოდის პრაქტიკული ქრისტიანი. ქრისტიანობა ამ მხრივ მარტო რელიგია არ არის. ეს არის ინსტრუქცია კრიზისების მართვის დროს, რომ საზოგადოება გადარჩეს. ეს ადამიანები გარკვეული შუქურები არიან და მიმართულების მიმცემები არიან საზოგადოებისთვის. ეს შეიძლება იყოს, მაგალითად, თავის დარგში ძლიერი სპეციალისტი, ძლიერი მხატვარი... მწერალი, პოეტი, ექიმი. ადამიანები, რომლებსაც გარკვეული პოტენციალი აქვთ, რომლებსაც თაობებში ჰქონდათ პოტენციალი, ყოველი კრიზისის დროს მათი შთამომავლობა იღვიძებს, რომ რაღაც საზოგადო გააკეთოს. არა მარტო თვითონ რაღაც მაგარი ტიპი გახდეს ვიღაცა, არამედ საზოგადოებას ემსახუროს, კაცობრიობას ემსახუროს. თითოეულ სულს, თითოეულ ადამიანს აქვს თავისუფალი ნების უფლება, რაც უფალმა მისცა. როგორ იყენებ შენ ამ ნებას - ხდები აღმაშენებელი თუ დამანგრეველი“,- ამბობს ერეკლე შონია.
პოდკასტში საუბარი შეეხო ასევე ადამიანის ენერგეტიკულ მდგომარეობას. შონიას თქმით, ადამიანი და გარემო ერთმანეთზე მუდმივად მოქმედებენ:
„ჩვენ ვმოქმედებთ გარემოზე, გარემოზე მოქმედებს ჩვენზე და აი ეს წრე, ეს ციკლი... როდესაც ადამიანი აგრესიას, დაძაბულობასა და კონფლიქტს აძლიერებს, ამან შესაძლოა უფრო ფართო პროცესებზეც იმოქმედოს, ხოლო სიმშვიდეს საპირისპირო ეფექტი ჰქონდეს: ვინმეს თუ გონება ეყოფა და ძალიან ჩაამშვიდებს სიტუაციას, ეს დამანგრეველი ჯაჭვი წყდება და სიმშვიდე შემოდის.
ერეკლე შონიამ ასევე აღნიშნა, რომ მისი საქმიანობის ერთ-ერთი მიმართულება ადამიანებისთვის რთულ პერიოდებში მიმდინარე პროცესების ახსნა და გამოსავლის ჩვენებაა.
ვრცლად, ნახეთ ვიდეო: