Digest Logo

„7-წლიანი ციკლი და 35 წლის ასაკის კოსმოსური გამოცდა“ - ქეთი ოდიშელის ასტროლოგიური პროგნოზი „სელენასა“ და „ლილიტის“ შეხვედრაზე

1792579379
ქეთი ოდიშელი

ასტროლოგი ქეთი ოდიშელი საზოგადოებას „თეთრი მთვარის“ — ე.წ. სელენას ფენომენსა და მის 7-წლიან კოსმოსურ ციკლებს აცნობს.

ასტროლოგის თქმით, 14 ოქტომბრიდან სელენამ სასწორის ნიშანში გადაინაცვლა, რაც მომდევნო 7 თვის განმავლობაში ბალანსისა და სამართლიანობის აღდგენას შეუწყობს ხელს.

ოდიშელი განმარტავს, თუ როგორ იცავს „თეთრი მთვარე“ ადამიანს კრიზისულ მომენტებში და რა განსაცდელს მოიტანს „სელენასა“ და „ლილიტის“ შეხვედრა 35 წლის ასაკში:

„✨ სელენა — შენი უხილავი მფარველი და წყვდიადში გზის გამკვალავი.

🕊️ როდესღაც მაინც ხომ გიგრძვნია, რომ კრიზისის ყველაზე რთულ მომენტში რაღაც უხილავმა ძალამ ზუსტად უფსკრულის პირას შეგაჩერა, ან მოულოდნელად ისეთი კარი გაგიღო, რომელსაც არც კი ელოდი?

🚪🗝️ ასტროლოგიაში არსებობს წერტილი, რომელსაც სელენა (თეთრი მთვარე) ეწოდება (ბერძნ. Selas - სინათლე, სხივი). ლეგენდის თანახმად, ღმერთებმა სელენა სწორედ იმისთვის შექმნეს, რომ ადამიანს წყვდიადში სინათლის ძალა ეხილა. თუ ღამე და სიბნელე ოდითგანვე ცდუნებების, ილუზიებისა და შიშების სიმბოლო იყო, სელენა არის ლამპარი, რომელიც არღვევს წყვდიადს და ნიღაბს ხდის ყველა ბოროტ სულს.

🕯️👁️ თეთრი მთვარე ფიქტიური წერტილია ნათალურ რუკაში, თუმცა მისი დაცვა აბსოლუტურად რეალურია: ის მეტყველებს ადამიანის წინა რეინკარნაციის სწორ სვლებზე, სულიერ სიწმინდესა და დაგროვილ დადებით კარმაზე.

🌿🤍 თუ ადამიანი იღბლიანი და წარმატებულია, სხვა მაჩვენებლებთან ერთად ეს სწორედ სელენას დიდი დამსახურებაცაა. თუმცა, მას მუდმივი კვება და საზრდოობა სჭირდება, ყოველდღიური ქცევით, აზრით და სიტყვითაც კი შეგვიძლია მისი გაძლიერება ან შესუსტება. ეს არის ადამიანში სიკეთის ცოცხალი პოტენციალი!

🌱 ⏳ თეთრ მთვარეს აქვს 7-წლიანი ციკლი და 7-თვიანი მიკროციკლი (ბუნებაში ეს ციკლი ორსულობასაც უკავშირდება — 7-თვიანი ბავშვები სწორედ სელენას შვილებად ითვლებიან).

👶✨ თეთრი მთვარის წლებია: 7 • 14 • 21 • 28 • 35 • 42 • 49 • 56 • 63 • 70 • 84 წელი... დაბადებიდან ყოველ მეშვიდე წელს თეთრი მთვარე გიცავთ ნებისმიერი ნეგატიური და არასასურველი სიტუაციისგან:

▫️ ასეთ პერიოდში თამამად შეგიძლიათ წამოიწყოთ მნიშვნელოვანი საქმეები. თუ ეს საქმე თქვენთვის და თქვენი გარემოცვისთვის სასიკეთოა, სამყარო საოცარ მხარდაჭერას მოგცემთ და ყველაფერი წარმატებით დაგვირგვინდება.

🌟 ▫️ ხოლო თუ დაწყებული საქმე არ შედგა ან პრობლემები შეიქმნა, თეთრი მთვარე პირდაპირ მიგანიშნებთ: ეს თქვენი გზა არ არის!

🛑 ▫️ დაბადების დღის წინა და მომდევნო თვე: ამ 2 თვეში პასუხისმგებლობა იზრდება, შესაძლოა მიიღოთ გაკვეთილი იმის გამო, რომ სათანადოდ არ გამოიყენეთ განგების საჩუქარი და თეთრი მთვარის უნარები.

⚖️ ☯️ სელენასა და ლილიტის შეხვედრა: „რასაც დასთეს, იმას მოიმკი“

▫️ 35 წლის ასაკში: სელენა და ლილიტი (შავი მთვარე) ხშირად ხვდებიან საკუთარ თავს — ეს არის კოსმიური გამოცდების ჩაბარების პერიოდი.

🌪️ ▫️ 63 წლის ასაკში: ორივე მათგანი დაბადების მომენტში არსებულ ნიშნებში ბრუნდება და ადამიანი საბოლოო არჩევანს აკეთებს სიკეთესა და ბოროტებას შორის.

🧭 ▫️ თუ რუკაში თეთრი და შავი მთვარე ერთად მოხვდნენ: ეს ნიშნავს, რომ წინა ცხოვრებაში ადამიანი ცუდსა და კარგს ვერ არჩევდა, ასეთ ადამიანებს მორალურ-ეთიკური კრიტერიუმების ნორმები არეული აქვთ და ამ ცხოვრებაში მათი გაცნობიერება უწევთ. ეს ორი სიმბოლო არის ერთი წრის თეთრი და შავი მხარე.

☯️ 🌿 სელენას განვითარების 3 დონე — რომელზე ხარ შენ?

1️⃣ I დონე: ადამიანი განვითარების მაღალ საფეხურზეა, შინაგანად ასხივებს სინათლეს, არ ტკეპნის ერთ ადგილს, პროგრესირებს და ვითარდება. ასეთი ადამიანები ბუნებრივი წინამძღოლები არიან და მარტივად ლახავენ ცხოვრებისეულ დაბრკოლებებს (წინა რეინკარნაციაში უკვე იდგნენ სიკეთის სამსახურში).

🕊️ 2️⃣ II დონე: ადამიანი იღებს სამართლიან ჯილდოს თავისი კეთილი საქმეებისთვის — იღებს ზუსტად იმას, რასაც გასცემს.

🎁 3️⃣ III დონე: აქ სელენა ადამიანს პირდაპირ უშლის ხელს ცუდი საქმეების ჩადენაში (გეგმები ეშლება). თუმცა ადამიანი იმდენად დაბრმავებულია, რომ მადლიერების ნაცვლად სინანული და ბრაზი აქვს, რომ მისი მზაკვრული გეგმა არ შედგა.

⚡ ყველაზე კარგი ინდიკატორი იმისა, თუ რომელ ძალას ემსახურებით, თქვენი ყოველი ახალი დღეა — თქვენი შეგრძნებები და ცხოვრებისეული სიურპრიზები.

⚖️ მნიშვნელოვანი ასტროლოგიური მოვლენა: 14 ოქტომბრიდან სელენამ ნიშანი შეიცვალა და სასწორის ზოდიაქოში გადავიდა!

💫 რა გლობალურ ტენდენციებს მოიტანს ეს ტრანზიტი ურთიერთობებში, სამართლიანობასა და ბალანსში და რას უნდა ელოდოს თითოეული ზოდიაქოს ნიშანი ამ მომდევნო 7 თვის განმავლობაში — ამაზე ძალიან მალე ცალკე, დეტალურ პოსტს შემოგთავაზებთ!

✨ 🕯️ გადახედეთ თქვენს 7-წლიან ციკლებს: გახსენდებათ გარდამტეხი მოვლენები ამ ასაკში?“, - წერს ქეთი ოდიშელი.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕ შემოდგომის ოქროსფერი ფარი: რატომ არის ციტრუსი სეზონური ვირუსების მთავარი მტერი?

⭕ შემოდგომის მთავარი მოდა: 10 ქართველი ვარსკვლავის ლუქი, რომელიც იდეალურ შთაგონებას მოგცემთ

⭕ მწვანე ფერის საიდუმლო გზავნილი და 1863 წლის ბროში: როგორ მიაგო ქეით მიდლტონმა პატივი ომანის სულთანს

✕