Digest Logo

8 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

1775595558
8 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 8 აპრილისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით? 

ვერძი

ახალი რომანი ხანმოკლე იქნება და უსიამოვნო მოგონებებს დაგიტოვებთ — პარტნიორის არაკეთილსინდისიერმა დამოკიდებულებამ და ურთიერთბრალდებებმა შესაძლოა, დაპირისპირებამდე მიგიყვანოთ.

დღეს შეიძლება ახალი პროექტის განხორციელება დაიწყოთ, რასაც დიდხანს აჭიანურებდით. პლანეტების მფარველობით ყველაფერი ისე გამოგივათ, როგორც გეგმავდით. უძრავი ქონების შეძენა, შესაძლოა, მოგებიანი ინვესტიცია აღმოჩნდეს. კარგი იქნება, თუ თქვენი ბავშვობის შესახებ შვილებს უამბობთ და პირადი მაგალითით გაამხნევებთ. ცხოვრების მიმართ დადებითი დამოკიდებულება პრობლემების დაძლევაში და კარგი განწყობის შენარჩუნებაში დაგეხმარებათ.

კურო

თქვენი ნიშნის მარტოხელა წარმომადგენლებს დღეს შანსი ექნებათ, რომ მონათესავე სული გაიცნონ. უცნობ ადამიანთან ურთიერთობას თავს ნუ აარიდებთ — გაცნობისა და დაახლოების შემდეგ ის შესაძლოა, თქვენი საუკეთესო მეგობარი გახდეს. ნათესავების ჩამოსვლა ან მეგობრების სტუმრობა მოულოდნელი იქნება, მაგრამ ბევრ სასიამოვნო ემოციას მოგიტანთ.

ამ დღეს სატურნი ენერგეტიკულ ნაკადებს კეტავს, რის გამოც ინტელექტუალური მუშაობა განსაკუთრებით გაგიჭირდებათ —უმჯობესია რუტინულ სამუშაოზე გადაერთოთ. ინვესტიციებისთვის საუკეთესო დრო არ არის — ახლა დაბანდებული ფული სარგებელს არ მოგიტანთ. სჯობს, რესურსი თვითგანათლებასა და თვითგანვითარებაში ჩადოთ.

თქვენი ნიშნის ადამიანები იშვიათად ავადმყოფობენ, თუმცა რეგულარულ სამედიცინო შემოწმებას მაინც ნუ უგულებელყოფთ.

ტყუპები

პიროვნული თვისებები და ურთიერთობებისადმი რაციონალური მიდგომა იმ ადამიანის ყურადღების მიქცევასა და გულის მოგებაში დაგეხმარებათ, ვინც ძალიან მოგწონთ. გრძნობების გამხელის ნუ შეგეშინდებათ. მთავარია, საკუთარ განზრახვებში გულწრფელი და მართალი იყოთ. დღევანდელი დღე ოჯახში მეგობრული ატმოსფეროს შექმნას ხელს უწყობს.

გამორიცხული არ არის, რომ ფინანსური მდგომარეობა გაუარესდეს, ამიტომ სჯობს გაუთვალისწინებელი ხარჯებისთვის მარაგი გქონდეთ. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ ამ დღეს მღელვარებასა და შფოთვას მოერიდოთ, საღამოს კი საყვარელ ადამიანთან ერთად სუფთა ჰაერზე გაისეირნოთ.

კირჩხიბი

ყურადღებით დააკვირდით თქვენს გარემოცვას — შესაძლოა, ვიღაც თქვენთვის პრობლემების შექმნას ცდილობს. სიურპრიზებით მდიდარი დღეა — სასიამოვნო ადამიანებთან ურთიერთობა მოგიწევთ და დადებითი შთაბეჭდილებებით დაიმუხტებით. ამ დღეს ზედმეტი გულახდილობა მხოლოდ ზიანს მოგიტანთ. გაუფრთხილდით თქვენს საიდუმლოს, თორემ საოფისე ჭორების ობიექტი გახდებით.

გადაწყვეტილების მიღებისას მხოლოდ საკუთარ გამჭრიახობასა და დაგროვილ გამოცდილებას ენდეთ. ეს დღე წარმატებული იქნება, თუ გეგმებს წინასწარ მოიფიქრებთ. ეს დღე ხელსაყრელია საპასუხისმგებლო გადაწყვეტილებების მისაღებად და ისეთი სამუშაოს შესასრულებლად, რომელიც დიდ ენერგიას მოითხოვს. ორგანიზმის იმუნური შესაძლებლობები იზრდება, ამიტომ ვირუსები ვერაფერს დაგაკლებთ.

კითხვის გასაგრძელებლად გადადით ბმულზე: https://funtime.ge/ka/news/dgis-horoskopi/8-aprilis-astrologiuri-prognozi-5487