Digest Logo

​9 აპრილიდან პლანეტა მარსი ვერძის ნიშანში გადადის - ზოდიაქოს 5 ნიშანი, რომლებსაც 19 მაისამდე განსაკუთრებით წარმატებული ეტაპი ელის

1775657339
ასტროლოგიური პროგნოზი

უახლოეს მომავალში მარსი განსაკუთრებით ხელსაყრელ პოზიციაში აღმოჩნდება, რაც ზოდიაქოს ხუთი ნიშნის წარმომადგენელთა ცხოვრებაზე დადებითად აისახება. ​

ასტროლოგებმა დაასახელეს, ზოდიაქოს რომელი ნიშნები დაიწყებენ ცხოვრებას სუფთა ფურცლიდან:

​9 აპრილს მარსი - აქტივობის, ფიზიკური ძალის, სიმამაცის, გადაწყვეტილების მიღების უნარის, ენთუზიაზმის, მებრძოლი სულისკვეთების, გამარჯვების, ვნების, ბიზნესის, იარაღისა და კონფლიქტების პლანეტა ვერძის ნიშანში გადადის. ​აღნიშნული პლანეტა ზოდიაქოს პირველ ნიშანში 2026 წლის 19 მაისამდე დარჩება. 

ასტროლოგების თქმით, წითელი პლანეტისთვის ეს ერთ-ერთი საუკეთესო მდებარეობაა. ​9 აპრილიდან 19 მაისამდე პერიოდში პოზიტიურ გავლენას ზოდიაქოს შემდეგი ნიშნები იგრძნობენ:

​ვერძი ​

ლომი

​მშვილდოსანი ​

ტყუპები

​მერწყული ​

ამავე პერიოდში, პლანეტის ზემოქმედების მიმართ მეტი ყურადღების გამოჩენა მართებთ: ​კირჩხიბებს, ​სასწორებს, ​თხის რქებს.

​ასტროლოგებმა იმ მოსალოდნელ ცვლილებებზეც ისაუბრეს, რომლებსაც მარსი მოიტანს. მათი თქმით, აღნიშნულ პერიოდში არაერთ სიურპრიზს უნდა ველოდოთ. ​ამ დროს შესაძლოა, ახალ ეტაპზე გადავიდეს ისეთი აქტივობები, რომლებიც თვითშეგნებას, გარეგნობას, იმიჯს, ქცევის მანერას, ფიზიკურ მდგომარეობას, პირად ინიციატივებსა და პერსონალური ხასიათის საკითხებს უკავშირდება. ​ეს პერიოდი მეტად ხელსაყრელია მათთვის, ვისი საქმიანობაც მეწარმეობას, მენეჯერულ პოზიციებს, ქირურგიასა და იმ პროფესიებს უკავშირდება, რომლებიც გამართლებულ რისკს მოითხოვს.

ზემოთ ჩამოთვლილი 5 ნიშნის წარმომადგენლებს კი ეძლევა შესაძლებლობა, ცხოვრების სხვადასხვა სფეროში სრულიად ახალი და საინტერესო ეტაპი დაიწყონ, საბოლოოდ დაძლიონ ეჭვს და წარმატებისკენ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგან.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕„გთხოვთ, ვინც ამ პოსტს წაიკითხავთ დამეხმარეთ, გემუდარებით…“ - ნანუკა გულუა საზოგადოებას მიმართავს

„გავიარეთ 2026 წლის ყველაზე რთული თვეები და ტრანსფორმაციული პერიოდი, ენერგიების აღდგენა დაწყებულია“ - ხატია ბედოშვილი

წყარო: www.beaumonde.ge