Digest Logo

„გთხოვთ, ვინც ამ პოსტს წაიკითხავთ დამეხმარეთ, გემუდარებით…“ - ნანუკა გულუა საზოგადოებას მიმართავს

1775654507
ნანუკა გულუა

მსახიობი და ტელეწამყვანი ნანუკა გულუა სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, იგი დაკარგულ ძმას ეძებს. 

როგორც იგი წერს, მისი ძმა გაშვილდა დაბადებიდან დაახლოებით 1 კვირაში.

„მეგობრებო, უკვე 6 წელია ჩემს ძმას ვეძებ…

ამ წლების განმავლობაში საოცარი ადამიანები გავიცანი — ზოგი შევიყვარე, ზოგი ოჯახის წევრად ვაქციე… მაგრამ ჩემი ძმა მაინც ვერ ვიპოვე.

ბოლო ძებნამ ჩემს ცხოვრებაში განსაკუთრებული ადამიანი შემოიყვანა — ადამიანი, რომელიც ჩემი ძმის სიყვარულით შევიყვარე და რომელმაც ჩემი ოჯახი გააფერადა.იმდენად მივეჩვიე და გულით მივიღე, რომ როცა გავიგე, ჩემი ბიოლოგიური ძმა არ იყო, ეს ჩემთვის ძალიან მძიმე აღმოჩნდა…თითქოს ჩემი ძმის ადგილი შეავსო და მართლა ძმად მექცა… თითქოს მოვდუნდი კიდეც და ძებნა შევწყვიტე…მაგრამ ერთხელ სიზმარში ვნახე — თითქოს ჩემი ბიოლოგიური ძმა მეჩხუბებოდა: რატომ შეწყვიტე ჩემი ძებნა, რატომ არ მიპოვნეო…
გავიღვიძე და ისევ იმავე ძალით და იმედით ვაგრძელებ ძიებას…

გთხოვთ, ვინც ამ პოსტს წაიკითხავთ — დამეხმარეთ გემუდარებით, მაპოვნინეთ ჩემი ძმა…
დაიბადა: 1977 წლის 30 აპრილს

ადგილი: ზუგდიდი, ჭითაწყარის საავადმყოფო.

გაშვილდა: დაბადებიდან დაახლოებით 1 კვირაში; პროცესში მონაწილეობდნენ ზუგდიდის რაიონული საავადმყოფოს თანამშრომლები, სავარაუდოდ გაშვილებულია სამეგრელოში (მაგრამ ეს დაზუსტებული არ არის)
თუ გყავდათ ან იცით ვინმე — 1977-78 წელს დაბადებული, ნაშვილები ადამიანი (კლასელი, მეზობელი, მეგობარი) — გთხოვთ, შემეხმიანეთ.

გპირდებით — არასოდეს გავთქვამ თქვენს ვინაობას ან შეგიძლიათ ანონიმურადაც მომწეროთ.

ამ პოსტს ვურთავ მამას ფოტოებს — ამბობენ, რომ ახალშობილი მამას ძალიან ჰგავდა… არ არის გამორიცხული, რომ შემდგომში გარეგნობა უფრო სლავური მიმართულებით განვითარებულიყო.

გთხოვთ, გააზიარეთ იქნებ ერთად შევძლოთ ჩემი ძმის პოვნა…“, - წერს ნანუკა გულუა. 

ასევე დაგაინტერესებთ:

„გავიარეთ 2026 წლის ყველაზე რთული თვეები და ტრანსფორმაციული პერიოდი, ენერგიების აღდგენა დაწყებულია“ - ხატია ბედოშვილი

ზვიად ახრახაძე, რომელსაც ოჯახი 5 აპრილიდან ეძებდა, გარდაცვლილი იპოვეს

🎥 „მაია ყოველთვის ჩემი სიყვარული იქნება, ერთხელ დავარტყი, არ მახსოვს რატომ“ - რას ამბობს გია სურამელაშვილი ყოფილ ცოლზე