Digest Logo

„გავიარეთ 2026 წლის ყველაზე რთული თვეები და ტრანსფორმაციული პერიოდი, ენერგიების აღდგენა დაწყებულია“ - ხატია ბედოშვილი

1775651769
ხატია ბედოშვილი

ასტროლოგი ხატია ბედოშვილი სოციალურ ქსელში პერიოდულად ვიდეოებს აქვეყნებს, სადაც დროის კონკრეტული მონაკვეთის ასტროლოგიურ პროგნოზს საზოგადოებას უზიარებს ხოლმე.

ამჯერად იგი „ფეისბუკზე“ წერს, რომ  17 აპრილიდან საბოლოოდ შეიცვლება ენერგეტიკული ბალანსი და ჩვენი შინაგანი ენერგიები გაიღვიძებს:

„✨ჩვენ გავიარეთ 2026 წლის ყველაზე რთული თვეები და ტრანსფორმაციული პერიოდი.

ენერგიების აღდგენა დაწყებულია…

🌟თუ აქამდე თავს ვერ უყრიდით საქმეებს, მოტივაციას, ენთუზიაზმს, 17 აპრილიდან საბოლოოდ შეიცვლება ენერგეტიკული ბალანსი და ჩვენი შინაგანი ენერგიები გაიღვიძებს.

🌝დაბრუნდება ბრძოლისუნარიანობა, დასრულდება დეპრესიული ფონი და დინება. შანსი მოგვეცემა ჩვენს ხელთ ავიღოთ მიმდინარე პროცესების მართვა და განვახორციელოთ ის, რაც გაგვეწელა ბოლო 3-4 თვის მანძილზე.

🌸17 აპრილამდე გირჩევთ, გააანალიზოთ ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენები და შეცვალოთ მიდგომები, თქვენი ცხოვრების ყველა ასპექტში. ვინც ამას შეძლებს, დასაჩუქრდება ნათელი კარმისგან ახალი შესაძლებლობებით და კეთილდღეობით. გისურვებთ წინსვლას“, - წერს ხატია ბედოშვილი. 

ასევე დაგაინტერესებთ:

ზვიად ახრახაძე, რომელსაც ოჯახი 5 აპრილიდან ეძებდა, გარდაცვლილი იპოვეს

🎥 „მაია ყოველთვის ჩემი სიყვარული იქნება, ერთხელ დავარტყი, არ მახსოვს რატომ“ - რას ამბობს გია სურამელაშვილი ყოფილ ცოლზე

როგორი ამინდია მოსალოდნელი აღდგომის დღეებში - გარემოს ეროვნული სააგენტოს განცხადება