
რას გვირჩევენ ვარსკვლავები 9 ივნისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
ვერძი
ნუ დარჩებით მოვლენების მიღმა – მეტი იაქტიურეთ, დისკუსიებში ჩაებით, კორპორაციულ ღონისძიებებსა და არაოფიციალურ შეხვედრებს დაესწარით და საკუთარი აზრი გამოხატეთ. პირად ურთიერთობებში მოერიდეთ ზეწოლასა და კრიტიკას და საყვარელ ადამიანს ნუ აწყენინებთ. ამ დღეს ბასრ საგნებთან მუშაობისას განსაკუთრებული სიფრთხილე უნდა გამოიჩინოთ. მოინახულეთ უფროსი ნათესავები, რომლებსაც თქვენი მხარდაჭერა სჭირდებათ.
კურო
გართობისა და დასვენებისთვის მშვენიერი დროა. დამქანცველი კვირის შემდეგ შეგიძლიათ ის აკეთოთ, რაც გინდათ. მოსალოდნელია ახალი ნაცნობობა, რომელიც დიდ თავგადასავლებს და დაუვიწყარ ემოციებს მოგიტანთ. ეცადეთ დღეს დაწყებული საქმეები დღესვე დაასრულოთ – ეს წარსულის კარმული ვალების დახურვაში დაგეხმარებათ. თქვენმა რომელიღაც იდეამ შეიძლება დამატებითი შემოსავალი მოგიტანოთ.
ტყუპები
თუ არსებობს საქმე, რომლის გაკეთებაც დღეს კატეგორიულად არ გსურთ, სამომავლოდ გადადეთ. არახელსაყრელი დღეა ახალი ურთიერთობის დასაწყებად. გირჩევთ, საკუთარ ოჯახს მეტი დრო და ყურადღება დაუთმოთ - მას ახლა თქვენი დახმარება და მხარდაჭერა სჭირდება. ამ დღეს თქვენი შრომის, მიიღებთ დიდი ხნის ნანატრ ჯილდოს მიიღებთ.
კირჩხიბი
ამ დღეს საჭიროა ყურადღების მაქსიმალური კონცენტრაცია, რათა რაც შეიძლება მეტი ამოცანა მოაგვაროთ. დღის მეორე ნახევარი სერიოზული პრობლემების გადასაჭრელად არ გამოდგება. მოერიდეთ ორპირ ქარში ყოფნას და ცივ სასმელებს, რადგან შესაძლებელია ავად გახდომა. ამ დღეს გაქვთ შანსი, რომ თქვენი ნიჭი და შესაძლებლობები სრულად წარმოაჩინოთ.
ლომი
ამ დღეს კარიერული პოზიციის გაუმჯობესების შესაძლებლობა გექნებათ. თუ დიდი ხანია საჯარო სამსახურში მუშაობის დაწყებას გეგმავდით, ახლაა ამისთვის ხელსაყრელი დროა. თქვენი მოხერხებულობა, პიროვნული ხიბლი და ადამიანებთან ურთიერთობის უნარი მიზნების მიღწევაში დაგეხმარებათ. ოჯახის წევრებთან და ახლობლებთან ურთიერთობაში შეიძლება გარკვეულ პრობლემებს წააწყდეთ.
ქალწული
თქვენი მიზანსწრაფულობა და მონდომება შეიძლება გარშემომყოფებში შურს იწვევდეს. პარტნიორულ ურთიერთობებში მოსალოდნელია უსაფუძვლო ბრალდებები, თუმცა საბოლოოდ შეძლებთ შეთანხმებას და გაუგებრობების გარკვევას. თუ ამ დღეს წარმატების მიღწევა გსურთ, ეცადეთ, პროვოკაციებს არ წამოეგოთ და საკუთარ გეგმებზე არავისთან ისაუბროთ. შესანიშნავი დღეა ახალი პროფესიის დასაუფლებლად. სიახლეების ნუ შეგეშინდებათ – არ იზარმაცოთ და ყველაფერი გამოგივათ. გახსოვდეთ, რომ რაც უფრო მალე შეძლებთ ძალის მოკრებას, მით უფრო სწრაფად მიიღებთ სარგებელს.
სასწორი
ეს დღე მოულოდნელი და არაპროგნოზირებადი მოვლენებით სავსეა. გარემოებები შეიძლება მოულოდნელად შეიცვალოს და გეგმების შეცვლა გაიძულოთ. არ დაგავიწყდეთ, რომ ყველა ქმედებას შედეგი მოჰყვება. არასწორმა არჩევანმა შესაძლოა არასასურველ შედეგამდე მიგიყვანოთ. ეს დღე სავსეა გაუმართლებელი რისკებითა და შეცდომებით – მოერიდეთ სიჩქარეს და სახიფათო თავგადასავლებს.
მორიელი
შესაძლოა, მალე სტაბილური შემოსავალი გამოგიჩნდეთ, რომელიც თანდათან გაიზრდება. ეცადეთ, საქმიანი ვიზიტი დასვენებას შეუხამოთ, თორემ უახლოეს ხანებში ამის შანსი აღარ მოგეცემათ. ოჯახი თქვენთვის ენერგიისა და თავდაჯერებულობის ამოუწურავი წყაროა. შესაძლოა, ძველ მეგობრებს შეხვდეთ. ეცადეთ ძველი წყენა არ გაიხსენოთ და დრო სასიამოვნოდ გაატაროთ.
კითხვის გასაგრძელებლად გადადით ბმულზე
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
„პლანეტაზე მგონი ერთადერთი კაცი ვარ, ვინც მეუღლეს არ უღალატა“ - რას ჰყვება გია ფარადაშვილი
⭕„ზოგი იძახის ჩემზე, რომ ჯადოქარი ვარ“ - გია ფარადაშვილი
🎥 მარიამ ელიეშვილი მერაბ დვალიშვილის ბრძოლას მეუღლესთან ერთად დაესწრო - „მადლობა ამ ემოციებისთვის“