Digest Logo

9 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

1715198895
9 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 9 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით? 

ვერძი

მოვლენებით მდიდარი და აქტიური დღეა. პროფესიულ საქმიანობაში წარმატებას მიაღწევთ. გამონახეთ დრო საყვარელ ადამიანებთან და მეგობრებთან ურთიერთობისთვის. საქმიანი შეხვედრები, ახალი ნაცნობობა და მოგზაურობა წარმატებული იქნება. დროა, დიდი ხნის უნახავ ახლობელს დაურეკოთ და მოიკითხოთ.

კურო

ენერგიით სავსე ხართ და მისი ეფექტურიანად დახარჯვა გსურთ. შემოსავლის დამატებით წყაროზე უარს ნუ იტყვით, მაგრამ სიფრთხილით მოეკიდეთ და ცხოვრების მთავარ მიზნად ნუ აქცევთ. არახელსაყრელი დღეა სარისკო გადაწყვეტილებებისთვის, სამაგიეროდ - მშვენიერი დღეა საოცნებო ნივთის შესაძენად.

ტყუპები

ხელსაყრელი დღეა სოციალურ და გასართობი ღონისძიებებზე დასწრებისთვის. გირჩევთ, მეტი იაქტიუროთ და გარშემო ენერგიული ადამიანები შემოიკრიბოთ. შესაძლოა, გეგმების განხორციელების შანსი მოგეცეთ და ხელიდან ნუ გაუშვებთ. უსაქმოდ ჯდომას და წუწუნს გამოსავლის ძიება სჯობს, რომელსაც აუცილებლად იპოვით.

♋კირჩხიბი

ამ დღეს პირად ურთიერთობებში სულიერი სიახლოვე და ჰარმონია განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იქნება. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ ნათესავები მოინახულოთ. მათთან გულწრფელი საუბარი ბევრ რამეზე თვალს აგიხელთ. შესაძლოა, ამ დღეს ვინმეს საიდუმლო გაიგოთ. კარგი დღეა შემოქმედებითი პროფესიის ადამიანებისთვის, მაგრამ ეცადეთ არ გადაიღალოთ.

♌ლომი

დაუსრულებელი საქმეები მძიმე ტვირთს ჰგავს, რომელიც წინსვლაში ხელს გიშლით. ეცადეთ, ამ ტვირთისგან რაც შეიძლება მალე გათავისუფლდეთ. ეცადეთ, საკუთარი სიტყვები აკონტროლოთ და გარშემო მყოფებს კრიტიკული შენიშვნებით თავი არ მოაბეზროთ. თუ პრეტენზიები გამოთქმას აპირებთ, ისე გააკეთეთ, რომ არავინ გაანაწყენოთ.

♍ქალწული

ამ დღეს ასაკით უფროს ან თანამდებობით თქვენზე მაღლა მყოფ ადამიანთან ურთიერთობის მოგვარებას ცდილობთ. თუ არ იზარმაცებთ, მუშაობა სასურველ შედეგს მოგიტანთ. პირად ურთიერთობებში სასიამოვნო ცვლილებები გელით. ეცადეთ, ემოციური ენერგია სამუშაოსკენ მიმართოთ და არა - განცდებისკენ. სიახლეებისა და ექსპერიმენტებისთვის არახელსაყრელი დღეა.

კითხვის გასაგრძელებლად გადადით ბმულზე: https://funtime.ge/ka/news/dgis-horoskopi/9-maisis-astrologiuri-prognozi-4152

ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „ქალი მოვიდა დამწუხრებული, სამსახურიდან ათავისუფლებდნენ... მჯერა, რომ თუ პარაკლისს გადავიხდით დამეხმარებაო“ - რას ჰყვება დეკანოზი გიორგი თევდორაშვილი

🎥 „მოვილოცეთ წაჩხურის მთავარანგელოზის სახელობის მონასტერი და ერთი წლის თავზე სასწაული მოხდა“ - სალომე სიკოლიას ისტორია

🎥 „ჩემი შვილი არის სუიციდისტი... ვხედავ დაღრეჯილ ეშმაკს“ - რას ჰყვება ანა მიქაძე