
წაჩხურობის დღესასწაული სამეგრელოში, მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ წაჩხურის მთავარანგელოზის სახელობის ტაძარში ყოველწლიურად აღინიშნება, აღდგომის მომდევნო კვირაში, ბრწყინვალე შვიდეულის ხუთშაბათს.
წაჩხურობას მთავარანგელოზის ეკლესიაში უშვილო წყვილები მთელი საქართველოდან მიდიან მოსალოცად და წაჩხურის მთავარანგელოზის ხატს წყალობას შესთხოვენ.
ერთ-ერთი, ვინც მთავარანგელოზის ხატს წყალობა სთხოვა, სალომე სიკოლიაა, რომელსაც 5 წელი შვილი არ უჩნდებოდა.
„აღმართი, რომელსაც ტაძრამდე მიჰყავხარ, ძალიან რთული გასავლელია. 5 წელი შვილი არ გვყავდა. ერთ დღესაც მოვილოცეთ წაჩხურის მთავარანგელოზის სახელობის მონასტერი და ერთი წლის თავზე სასწაული მოხდა“, - ამბობს სალომე სიკოლია.
ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 „ჩემი შვილი არის სუიციდისტი... ვხედავ დაღრეჯილ ეშმაკს“ - რას ჰყვება ანა მიქაძე