2025 წლის ბოლო რეტროგრადული მერკური საკმაოდ რთული აღმოჩნდება. რეტროგრადული მოძრაობის დროს მერკური ერთდროულად ზოდიაქოს ორ ნიშანს - მშვილდოსანსა და მორიელს ეწვევა. რა თქმა უნდა, ეს განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს, რადგან ისინი კრიზისულ პერიოდზე განსხვავებულ გავლენას მოახდენენ და სხვადასხვა ტიპის პრობლემას გამოკვეთენ.
რეტროგრადული მერკური მშვილდოსანში
კომუნიკაციების პლანეტა რეტროგრადულ მოძრაობას მშვილდოსანში 2025 წლის 9 ნოემბერს დაიწყებს. ამ პერიოდში ცხოვრების ის სფეროები, რომლებიც პირდაპირ კავშირშია მოგზაურობასთან, ცხოვრებისეულ ფილოსოფიასთან, ტრანსპორტთან და თქვენ მიერ არჩეულ გზასთან, მნიშვნელოვანი გამოწვევის წინაშე აღმოჩნდება. სრულიად შესაძლებელია, თქვენი შეხედულებები, სხვადასხვა საკითხის აღქმა მნიშვნელოვნად შეიცვალოს. ეს არის დრო, როდესაც შეგიძლიათ, მოვლენებს, ურთიერთობებს რეალისტურად შეხედოთ და ნახოთ, სად უშვებთ შეცდომებს, რისი გაგრძელება აღარ ღირს და რას უნდა დაუთმოთ მეტი ყურადღება.
მერკურის რეტროგრადული მოძრაობა მშვილდოსანში შემოგთავაზებთ უნიკალურ შესაძლებლობას, რომ საკუთარი თავი აღმოაჩინოთ.
რეტროგრადული მერკური მორიელში
2025 წლის 19-დან 29 ნოემბრამდე მერკური მორიელში გადავა, რაც გამოწვევებისა და ცხოვრებისეული გაკვეთილების ახალ რაუნდს გვპირდება. ეს ასტროლოგიაში ერთ-ერთ ყველაზე რთულ კომბინაციად ითვლება.
შესაძლოა, არა მხოლოდ ძველ, ცუდ ჩვევებს დაუბრუნდეთ, რომელთაგან თავის დაღწევაც წარსულში გიჭირდათ, არამედ წარსულიდან უსიამოვნო ადამიანებიც გამოჩნდნენ და თავიანთ არსებობა შეგახსენონ. ამ პერიოდში ბევრი თქვენგანი გაღიზიანებული იქნება და არა მხოლოდ საკუთარი თავის მიმართ, არამედ გარშემომყოფების მიმართაც ნეგატიურ ემოციებს გამოხატავთ.
სერიოზული კონფლიქტების რისკი, შურისძიების სურვილი, ერთი შეხედვით, გაუგებარი მოქმედებების შესაძლებლობა იზრდება. როგორც ასტროლოგები ამბობენ, ეს პერიოდი თქვენს მოთმინებასა და ნერვებს გამოცდის. რა თქმა უნდა, მნიშვნელოვან ცხოვრებისეულ გამოცდილებასაც მიიღებთ და რეტროგრადული მერკურის შემდეგ, ბევრ რამეს განსხვავებული თვალით შეხედავთ.
რას უნდა მიაქციოთ ყურადღება 2025 წლის 9 ნოემბრიდან 29 ნოემბრამდე?
რადგან რეტროგრადული პერიოდი ერთდროულად ზოდიაქოს ორ ნიშანში მოხდება, მის შედეგებზე ორჯერ მეტად მოგიწევთ ფიქრი. ვიდრე პლანეტა მერკური მშვილდოსნის ნიშანში რეტროგრადულ მოძრაობაში იქნება, საგზაო შემთხვევები მკვეთრად გახშირდება, მანქანები, სხვადასხვა ტექნიკა გაფუჭდება და ძველი მეგობრები აუცილებლად გაიხსენებენ ყველა იმ წყენას, რაც განიცადეს. ეს მოვლენები კი სერიოზულ კამათსა და ემოციურ არასტაბილურობას გამოიწვევს.
2025 წლის 19 ნოემბრიდან, როდესაც მერკური მორიელში შევა, სიტუაცია კიდევ მეტად დაიძაბება, რადგანაც ტყუილის, თაღლითობის, მანიპულაციის რისკები იზრდება. შესაძლოა, საკუთარი თავის მიმართ რწმენა დაკარგოთ და თქვენს ფობიებში ჩაიძიროთ.
წარსულში დატოვებული ადამიანების გამოჩენაც ემოციურად რთული იქნება და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება მოგიწევთ. ამ პერიოდში კონფლიქტებს მაქსიმალურად მოერიდეთ. მცირე კამათიც კი შესაძლოა, ძალიან დიდ დაპირისპირებაში გადაიზარდოს. გარდა ამისა, აღნიშნულ პერიოდში იმპულსური გადაწყვეტილებები განსაკუთრებით დამაზიანებელი აღმოჩნდება.
რა დადებითი ცვლილებების მოტანა შეუძლია რეტროგრადული მერკურის პერიოდს?
სურვილისა და სწორი ურთიერთობების არსებობის შემთხვევაში, ამ პერიოდს დადებითი ასპექტებიც ექნება. პირველ რიგში, ეს მოგცემთ შესაძლებლობას, საბოლოოდ გაარკვიოთ, სწორ გზაზე ხართ თუ არა და ნამდვილად გსურთ თუ არა იმის კეთება, რაც ახლა თქვენი ცხოვრების არსს წარმოადგენს. გარდა ამისა, მერკურის რეტროგრადული მოძრაობა დაგეხმარებათ საბოლოოდ გაიგოთ, ვინ არიან თქვენი ნამდვილი მეგობარი და ვინ - არა.
გარდა ამისა, 2025 წლის 9-დან 29 ნოემბრამდე იძულებითი კომუნიკაცია შესაძლოა, ნამდვილ მეგობრობაში გადაიზარდოს. ასევე, შესაძლოა, შეურიგდეთ იმ ადამიანებს, რომლებთანაც კომუნიკაცია დიდი ხნის წინ გაწყვიტეთ.
გარშემომყოფებს აუცილებლად ყურადღებით დააკვირდით. როგორც ასტროლოგები ამბობენ, ამ პერიოდში ისინი თავიანთ ნამდვილ სახეს გამოავლენენ. გარდა ამისა, ამავე პერიოდში გექნებათ შესაბამისი ენერგია, რომ ის საქმეები, რომლებიც გვერდზე გადადეთ, საბოლოოდ დაასრულოთ.
რჩევები ზოდიაქოს ნიშნებისთვის:
ვერძის, კირჩხიბისა და მშვილდოსნის ნიშნის წარმომადგენლებს შესაძლებლობა ექნებათ, რეტროგრადული მერკურის პერიოდში საკუთარ შიშებს, ეჭვებსა და ემოციებს დაუპირისპირდნენ. ეს იდეალური დროა იმისათვის, რომ წარსულს საბოლოოდ დაემშვიდობოთ და ცხოვრების განახლებული ეტაპი დაიწყოთ. თუმცა, გახსოვდეთ, ნებისმიერი იმპულსური და გაუაზრებელი გადაწყვეტილება შეიძლება, იმაზე დამაზიანებელი აღმოჩნდეს, ვიდრე წარმოიდგენთ. მაგალითად, შეიძლება, მშვილდოსნებს გაზრდილი ხარჯების გამო, ფინანსური პრობლემები შეექმნათ, კირჩხიბებს კი ურთიერთობებში კრიზისული პერიოდი შეხვდეთ. ვერძებს იმპულსური გადაწყვეტილებების რისკი ექნებათ.
მერწყულებსა და კუროებს პროფესიული თვალსაზრისით, გამოცდა ელით. შესაძლოა, გააცნობიეროთ, რომ ამჟამინდელი სამსახურით ძალიან დაღლილი ხართ და ცვლილებები გინდათ. ასევე, კოლეგებთან კომუნიკაციაც გართულდება. აუცილებელია, კონფლიქტები თავიდან აირიდოთ. თუ ამ პერიოდს მშვიდად გაივლით, პროფესიული წინსვლის შესაძლებლობა გექნებათ.
ტყუპები, ლომები, ქალწულები და მორიელები თავიანთი ცხოვრების ერთ-ერთ ყველაზე დაძაბულ პერიოდში აღმოჩნდებიან. ემოციურად ეს მათთვის მნიშვნელოვანი გამოწვევა იქნება, თუმცა თითოეულ მათგანს ახალი იდეების ჩამოყალიბებისა და განსხვავებულ პროექტებში მონაწილეობის შესაძლებლობა ექნება. პირად ურთიერთობებშიც წარსულში დატოვებული ადამიანების გამოჩენით გარკვეული გამოწვევები შეგექმნებათ და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღება მოგიწევთ.
სასწორი, თხის რქა და თევზები მერკურის რეტროგრადული მოძრაობის დროს შემოსავლის გაზრდას შეძლებენ და ეს შესანიშნავი ამბავია. თუმცა, არსებობს ერთი გაფრთხილება. დასვენებასა და განტვირთვაზე აუცილებლად იფიქრეთ და პირადი ცხოვრებისთვის დრო გამონახეთ. საკუთარი თავისთვის დროის დათმობა ერთ-ერთი ყველაზე მომგებიანი ინვესტიციაა, რომ ენერგიით აივსოთ და გეგმების შესრულება შეძლოთ.
⭕ აგრეთვე დაგაინტერესებთ:
⭕სალომე შარვაძე საშემოდგომო ლუქში პოზირებს - „მუდამ დახვეწილი“
წყარო: www.beaumonde.ge