სურსათის უვნებლობის სპეციალისტი ირაკლი არაბული სოციალურ ქსელში ვიდეომიმართვას ავრცელებს, სადაც და დეტალურად საუბრობს თუ როდის არის უმჯობესი კვერცხის გარეცხვა.
„კვერცხის გარეცხვა აუცილებელი პროცესია, კვერცხი ერთ-ერთი საშიში ინგრედიენტია, მის ზედაპირზე არსებობს სალმონელას ბაქტერიის არსებობის რისკი, ამიტომ მისი გარეცხვა აუცილებელია.
საქართველოს კანონმდებლობით, კვერცხის შენახვა ოთახის ტემპერატურით, შესაძლებელია 20 დღე,ხოლო მაცივარში 30 დღე. ამიტომ კვერცხი უნდა გავრეცხოთ, უშუალოდ მის გამოყენებამდე, რამდენიმე წუთით ადრე, რომ ავიცილოთ სალმონელას ბაქტერიის რისკი.
თუ კვერცხს ვრეცხავთ, ის დიდი ხნის განმავლობაში არ უნდა შევინახოთ, რადგან, გარდა ცუდი ბაქტერიებისა, ასევე სცილდება ის დამცავი ფენა, რაც იცავს კვერცხს მის შიგნით მავნე ბაქტერიების მოხვედრისგან. ამიტომ, გაითვალისწინეთ, რომ კვერცხი უნდა გავრეცხოთ გამოყენებამდე, რამდენიმე წუთით ადრე“ - ამბობს ირაკლი არაბული.
⭕ აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🎥 მოემზადეთ! - როდის მოვა ფული ზოდიაქოს თითოეულ ნიშანთან?
⭕სალომე შარვაძე საშემოდგომო ლუქში პოზირებს - „მუდამ დახვეწილი“