Digest Logo

„აბნევს აზრებს, საქმეებს, ამჟღავნებს ადამიანებში ჩრდილოვან მხარეებს...“ - რას წერს ქეთევან ჯანდიერი მზის დაბნელებაზე

1771351224
ქეთევან ჯანდიერი

იურისტი, კრიმინოლოგი, პარაფსიქოლოგ-ეზოტერიკოსი, ტაროლოგი და ნუმეროლოგი ქეთევან ჯანდიერი სოციალურ ქსელში გამომწერებს მზის დაბნელებაზე ესაუბრება და მნიშვნელოვან რეკომენდაციებს უზიარებს:

„მზის დაბნელებაზე და 17 თებერვალზე ძალიან ბევრი ვიდეო და სტატია დაიდო, როდესაც ამდენად მასიურად ხდება საზოგადოების ინფორმირება, ამ ფერხულში ჩაბმა არ მიყვარს. (ბევრი სისულელეც იწერება/ითქმება და დებატების უადგილოა) ერთს დავამატებ, დაბნელების შლეიფი დაძაბული და ფეთქებადი იქნება. ის მოქმედებს თავად მოვლენიდან (17.02.26) კიდევ 2–3 დღე და წინასწარაც იკრებს ძალას ხოლმე..

აბნევს აზრებს, საქმეებს, ამჟღავნებს ადამიანებში ჩრდილოვან მხარეებს და, რა თქმა უნდა, ენერგეტიკულად სხეულსაც ეხება. (ასეთ პერიოდებში ფაფისებრი დეფეკაცია, ანუ დიარეა/მსუბუქი ფაღარათი ხშირია).

მომდევნო დღეები დაგეგმეთ მშვიდად:

არ გადაიტვირთოთ, არ მიიღოთ საბედისწერო/რადიკალური გადაწყვეტილებები, იმოძრავეთ მშვიდად და ფრთხილად — როგორც შიგნით, ისე გარეთ(განსაკუთრებით საჭესთან!).

შეინარჩუნეთ ბალანსი ყველაფერში.

დაამშვიდეთ გონება და მოვლენებს ფილოსოფიურად შეხედეთ. მოირგეთ შინაგანი სიჩუმის ტალღა და მიეცით ჩრდილს მშვიდად ჩავლის საშუალება…“, - წერს ქეთევან ჯანდიერი. 

ასევე დაგაინტერესებთ:

„ყოველთვის საოცარი ხარ, გამორჩეული“ - ნინო ჩხეიძე ახალ ფოტოებს გვიზიარებს

„იკვეთება ფარული პროცესები, ძლიერდება ინფორმაციული ქაოსი ან რწმენის კრიზისი...“ - ასტროლოგი უჩა სიხარულიძე მზის დაბნელებაზე

თქვენი მაგიური მცენარეები ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით - „ეს არის სიმბოლური არსებობა, რომელიც ასახავს თქვენს შინაგან ძალას“