ჩინური ახალი წელი, მზისა და მთვარის დაბნელების დერეფანი და მიმდინარე კვირის კოსმოსური ამბები - აღნიშნულ საკითხებზე ასტროლოგმა მიხეილ ცაგარელმა გადაცემაში „იმედის დილა“ ისაუბრა და საზოგადოებას რეკომენდაციები გაუზიარა:
„5 გეომაგნიტური დღე გვაქვს მიმდინარე კვირაში: ორშაბათ, სამშაბათი, ოთხშაბათი, ხუთშაბათი და შაბათი.
იყავით ყურადღებით, ხომ ხედავთ ამინდსაც რა დაემართა. მერე უცებ დაეცემა ტემპერატურა - ათ გრადუსამდე. არის გულ-სისხლძარღვთა დაავადებების რისკი. იყავით ყურადღებით, რადგან მზის ქარიშხალია, წნევასთან პრობლემები თუ გექნათ, პროფილაქტიკა დაიცავით. იგრძნობთ სიმძიმეს, ასეთმა სიტუაციებმა კი ტვინის დაბინდვა იცის.
ცხენის წელის შემოსვლა ხდება მზის დაბნელებასთან და ახალმთვარეობასთან ერთად - მერწყულის ზოდიაქოს ნიშანში. მზის და მთვარის შეერთება გვაქვს.
რიტუალი ჩინური ახალი წლისთვის - აანთეთ სანთელი ჩაუთქვით სურვილები. სანთელი უნდა იყოს წითელი ან ყვითელი ფერის. ერთ ლარიანი დადეთ, ჩაუთქვით ფინანსური სურვილები. ჩაიდეთ ისევ საფულეში და ატარეთ ჩანთით. ჩამოწერეთ სურვილები და წაიკითხეთ ხოლმე. ჩინური ახალი წელი თბილისის დროით 16:03 - საათზე დადგება.
მოდის წითელი ფერის ცხენი, რომელიც ყველას გააღვიძებს. შემოვა გრიალით და აქტიურობით. ვინც ლიდერი და აქტიურია, ის იმარჯვებს. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ლომი გადადის იუპიტერში, რაც სიყვარულს ნიშნავს. სიკეთით და სიყვარულით სავსენი უნდა იყოთ, არ უნდა ვიყოთ აგრესიულები, ეს არის წარმატების მომტანი და არა აგრესია. ხვალ და დღეს იყავით ფრთხილად. ორი კვირა უნდა გავიაროთ ფრთხილად. 3 მარტს გვექნება მზის დაბნელება. როგორც გაივლით ამ ორ კვირას, ისე გაგრძელდება შემდეგი ექვსი თვე აგვისტომდე, აგვისტოში კი ისევ გვექნება დაბნელებების დერეფანი.
კარგი იქნება დღეს დედებს თუ მოუსმენთ, უფროსი თაობის მანდილოსნებს. აბსოლუტურად ზუსტ რჩევებს მოგცემთ. 18 რიცხვში, რაც არ უნდა ხდებოდეს უნდა ვიყოთ კარგ განწყობაზე. ამ რიცხვში მზე ტოვებს მერწყულის ზოდიაქოს და ერთი თვით გადადის თევზებში. თევზებო გეშველათ, ეს ორი დღეც მოითმინეთ. 18-დან იგრძნობთ, რომ ყველაფერი იცვლება. თქვენი დრო მოვიდა. თუ იწყებთ ახალ საქმეს დასრულდება 5-6 თვის შემდეგ. თევზებს აქვს შიშები და დეპრესიული მიდრეკილებები.
ხუთშაბათს ასტეროიდი ქირონი, რომელსაც ძალიან საინტერესო კომბინაცია აქვს, კავშირი აქვს შავ მთვარესთან და კარმულ კვანძებთან. ეს იმას ნიშნავს, რომ გასტანს პირველ აპრილამდე. ყველაფერი ცუდი გამომზეურდება და წამოვა წინ. შეიძლება ძველმა მოლაპარაკებებმა იჩინოს თავი.
პარასკევი და შაბათი ყურადღებით იყავით საჭესთან. მოერიდეთ ცხენით ჯირითს“, - ამბობს მიხეილ ცაგარელი.
მომდევნო პერიოდის პროგნოზი ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის:
♈ ვერძი
არ დაიწყოთ სარისკო მოქმედებები. განსაკუთრებულ ინტერესი გექნებათ სიახლეებისადმი. გექნებათ დაუმთავრებელი საქმეების მოგვარების სურვილი. ახლებურად გაქვთ ამის განვითარების საშუალება. ინტერნეტთან გქონდეთ მჭიდრო კონტაქტი. ენერგოტონუსი მაღალია.
♉ კურო
ენერგოტონუსი მატულობს. შეგიძლიათ კოლექტიურ და პარტნიორულ თანამშრომლობაში ჩაერთოთ. გაუფრთხილდით ჯანმრთელობას. ურთიერთობა ახლობლებთან უკეთესი ხდება.
♊ ტყუპები
ადამიანებს, რომელთაც თქვენი ვალი ჰქონდათ, შესაძლოა დაგიბრუნონ. შესაძლოა, სამსახურში გამოგიცხადონ, გემატებათ ხელფასი. სასიკეთო ცვლილებების ტენდენციები იწყება.
♋ კირჩხიბი
გამოცოცხლდებით, ენერგოტონუსი გემატებათ. შესაძლებლობები დადებითი გაქვთ. შესაძლოა, მიიღოთ საინტერესო წინადადებები. მთავარია ენას კბილი დააჭიროთ.
♌ ლომი
გაიხარებთ და გაძლიერდებით. იყავით ყურადღებით. ნუ დაიწყებთ ახალ საქმეს. საშუალება გაქვთ განახორციელოთ პროექტები. პირადი ურთიერთობები გამოსწორდება.
♍ ქალწული
დამოკიდებული ხართ პარტნიორებზე, გაუფრთხილდით მათ. არ გამოიყვანოთ ისინი მწყობრიდან. ეს ორი დღე შეიკავეთ თავი. ოთხშაბათიდან იგრძნობთ უკეთესობას.
♎ სასწორი
ენერგეტიკა მაღალია. აქტიურები ხართ. ეხმარებით სხვებს და გეხმარებიან. საუკეთესო დროა სასიყვარულო კონტაქტებისთვის. მოერიდეთ ოჯახის წევრებთან კონფლიქტს.
♏ მორიელი
ენერგოტონუსი მატულობს, ნუ იჩქარებთ მინიმუმ სამი დღე. ყველაფერი მშვიდად გააკეთეთ ზედმეტი წუწუნის გარეშე. გეწყებათ საუკეთესო პერიოდი. არ გაიფუჭოთ ურთიერთობა.
♐ მშვილდოსანი
შესაძლოა, გავლენიანი პირები გამოჩნდნენ თქვენ ცხოვრებაში, რომლებიც ხელს შეუწყობენ თქვენ კარიერულ და ფინანსურ წინსვლას. ყურადღება მიაქციეთ ფსიქოლოგიურ სტაბილურობას. შესაძლოა, ამან დაძაბულობა შექმნას.
♑ თხის რქა
ცვლილებები გაქვთ ხასიათისა და სურვილების. შესაძლოა, მოინდომოთ შენაძენები, რომლებიც რეალურად არ გჭირდებათ. დაანებეთ მსხვილ საყიდლებს თავი. ბევრის ტვინი იბინდება და ვერ ხსნიან რატომ.
♒ მერწყული
გაქვთ კარგი შანსები. შესაძლოა, გაილაღოთ ფინანსურად. მთავარია დაბნელება გაიაროთ ნორმალურად. არ აჰყვეთ პროვოკაციებსა და ტყუილებს.
♓ თევზები
ორი დღე მოითმინეთ, გაუფრთხილდით ჯანმრთელობას. დაასვენეთ თავები. ერიდეთ ახალი საქმეების დაწყებას. ოთხშაბათიდან კი დაგეწყებათ პერსონალური ახალი წელი.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„პარტნიორი შენს მხარდაჭერას განსაკუთრებით დააფასებს...“ - 16 თებერვლის კოსმოსური ამბები