Digest Logo

„ადამიანი განიცდის უმოძრაობას, თავიდან სხეულის სიმძიმეს, ხშირ შემთხვევაში გონებისა და სხეულის დისოციაციას“ - რა არის რეგრესული ჰიპნოზი

1761297053
ჰიპნოზიჰიპნოზი

რეგრესული ჰიპნოზი ეს არის ფსიქოთერაპიული მეთოდი, რომლის საშუალებითაც ადამიანი ჰიპნოზის მდგომარეობაში ბრუნდება წარსულ გამოცდილებებთან — ბავშვობამდე, ზოგჯერ კი იმ ცხოვრებამდე, რომლებიც ცნობიერ მეხსიერებას სცდება.

მისი მიზანია დავიწყებული ტკივილების, შიშებისა და ემოციური ბლოკების აღმოჩენა და განკურნება. ადამიანები რეგრესულ ჰიპნოზს ხშირად მიმართავენ მაშინ, როცა ვერ პოულობენ პასუხს იმ განცდებზე, რომლებიც თითქოს უსაფუძვლოდ ამოძრავებთ. ეს პროცესი ერთდროულად ფსიქოლოგიური და სულიერი მოგზაურობაცაა - გზამკვლევი საკუთარი სულის უფრო ღრმა ფენებში.

რა არის რეგრესული ჰიპნოზი - აღნიშნულ თემაზე სოციალურ ქსელში ნეიროფსიქოლოგი, ფსიქოთერაპევტი, ჰიპნოთერაპევტი ეკა სვანაძე წერს:

„დავიწყებ ახსნით - რა არის რეგრესული ჰიპნოზი.

პირველ რიგში აღვნიშნავ იმას, რომ ადამიანების უმეტესობას რეგრესული ჰიპნოზი გათიშვა ან ძილი ჰგონია. კლასიკური ჰიპნოზის შემთხვევაშიც კი ეს არ არის მთლად სწორი განსაზღვრება. კლასიკური ჰიპნოზი არის შესუსტებული ნება და არაცნობიერ მდგომარეობაში აზროვნების გადართვა. კლასიკური ჰიპნოზის გამოყენება მხოლოდ თერაპიული მიზნებითაა გამართლებული.

რეპარაციული (აღმდგენი) ჰიპნოზი არის ტვინის ტრანსული მდგომარეობა, რომელიც მიიღწევა ყურადღების კონცენტრაციით - ადამიანი ხდება ჰიპერცნობიერი.

თვითონ ტრანსი მიიღწევა მაქსიმალური მოდუნებით, ცნობიერების გაფართოებით - ვერბალური და მენტალური გამოსახულებების საფუძველზე.

ეს პრაქტიკა ხორციელდება თერაპევტის უშუალო თანამონაწილეობით.

კლიენტებთან პრაქტიკაში მე ვიყენებ კლინიკური ჰიპნოზის ორი ტიპის ტექნიკას: პროგრესულს და რეგრესულს.

პროგრესული ჰიპნოზი არის კლინიკური ჰიპნოზის ერთ-ერთი სახე, რომლის დროსაც ინდივიდი ტრანსში ყოფნის მომენტში განიცდის დროში დაწინაურებულ გამოცდილებას, ანუ მარტივად რომ ვთქვათ, წინასწარ გადის იმ ემოციების კონტროლს, რომელიც მას სჭირდება კონკრეტული ქმედების ადეკვატურად და თავდაჯერებულად განხორციელებისთვის.

რეგრესული ჰიპნოზიც ასევე არის კლინიკური ჰიპნოზის მიმდინარეობა, რომელიც იყენებს დროში უკან დაბრუნების ტექნიკას, რათა ინდივიდმა ახლიდან განიცადოს წარსულის პრობლემური გამოცდილება. ოღონდ ამჯერად ემოციური სტაბილურობის და მოდუნების მდგომარეობაში. ეს ტექნიკა ეხმარება პრობლემური მოვლენების გახსენებაში, მათ ცნობიერში ამოტანაში და ჯანსაღი ფორმით გააზრებაში. სწორედ ამიტომ ვიყენებ რეგრესული ჰიპნოზის ტექნიკას სულიერ-მენტალური განვითარების მიმართულებით, რადგან რეგრესული ჰიპნოზით შესაძლებელია როგორც ინდივიდის ბავშვობის, მუცლადყოფნის პერიოდის მოგონებების „გახსენება“, ასევე დედის მუცელში ჩასახვამდე და უფრო ადრეული პერიოდებიც კი, როგორებიცაა წინა ინკარნაიების „გახსენება“ და მოგონებების ცნობიერში ამოტანა. ამის შემდეგ ერთვება უკვე ზემოთხ სენებული პროგრესული ჰიპნოზის მეთოდით მათი ახლიდან გ ა ც ნ ო ბ ი ე რ ე ბ ა.

ჰიპნოტური ტრანსის დროს ტვინის აქტივობა წარმოადგენს ალფა (Alpha) და თეტა (Theta) სიხშირის ტალღებს.

[ ალფა 8 - 13 ჰც.]
[ თეტა 3,5 -7,5 ჰც.]

როგორი განცდაა ტრანსში ყოფნა?

ჰიპნოზის ქვეშ, ტრანსის დროს ადამიანი განიცდის უმოძრაობას, თავიდან სხეულის სიმძიმეს, ხშირ შემთხვევაში გონებისა და სხეულის დისოციაციას( დანაწევრებას,დაშორებას ). შემდეგ კი მიუხედავად სხეულის უმოძრაობისა, გრძნობს როგორ ტივტივებს სხეული უწონადობის მდგომარეობაში. ტრანსი დგება მხოლოდ და მხოლოდ ორგანიზმის/ფიზიკური სხეულის მაქსიმალური მოდუნებით. ამ დროს ემოციები დაბალანსებულია და გონება დამშვიდებული. ზოგი ადამიანი იმდენად არის დასტრესილი, რომ ძლიერი მოდუნების გამო ღრმა ტრანსის მდგომარეობაში შესვლისას, მომენტალურად ეძინება. ზოგადად,ტრანსი არის ზედმიწევნით სასიამოვნო მდგომარეობა, რადგან ადამიანის ორგანიზმი და გონება თავისუფლდება სტრესისგან და ჩემს მეთოდში ჩართული კუნდალირი რეიკის ენერიის მეშვობით ხდება ნეგატივისგან განწმენდა/განკურნება, გაუცნობიერებელი ბლოკებისგან განთავისუფლება.

აკრძალვები:

კატეგორიულად აკრძალულია მათთვის, ვისაც აწუხებს ჰიპერტენზია(მაღალი წნევა), გულის და ფსიქიკური დაავადებები.

სეანსის წინ სასურველია პიროვნება არ იყოს ახალი დანაყრებული.

როგორ ტარდება?

რეგრესული ჰიპნოზი მოიცავს ერთ სეანსს, რომელიც გრძელდება სამიდან ოთხ საათამდე.

სურვილის შემთხვევაში, რამდენი სეანსიც სურს კლიენტს იმდენი შეუძლია გაიაროს.

რამდენად საშიშია?

აქვე აღვნიშნავ, რადგან ხშირად კითხულობენ ამაზე - რეგრესული ჰიპნოზის ონლაინ ჩატარება არ არის საშიში. მხოლოდ იმ შემთხვევებში, თუ ზემოთ ჩამოთვლილი პრობლემები არ აწუხებს ადამიანს.

შეკითხვაზე - არის თუ არა განსხვავება რეგესული ჰიპნოზის ონლაინ და დასწრებულ სეანსებს შორის, პასუხი არის - არა. მეთოდი ფუნქციონირებს ორივენაირად. ეს სეანსი ტარდება ფიზიკური შეხების გარეშე და როგორც ვიცით, ენერგიების მოქმედებას არ სჭირდება დრო, სივრცე და მანძილი,ამ მეთოდის მეშვეობით სულიერ, მენტალურ და ფსიქიკურ დონეზე ხდება კლიენტის ცნობიერების რეაგირება.

რატომ უნდა მივმართოთ ამ მეთოდს?

რეგრესული ჰიპნოზი ჩემს სერვისებში შემდეგი მთავარი ფუნქციით ხორციელდება - წინა ცხოვრებების, წინა ინკარნაციების ნახვა სულიერი განვითარებით დაინტერესებული ადამიანებისთვის.

ადამიანის სული ათობით, ასობით და ათასობითაც კი ინკარნაციას გადის. ნებისმიერ წინა ინკარნაციას (ვინც ვერ ერკვევა ტერმინში - ინკარნაცია ნიშნავს განსხეულებას, ანუ წინა ცხოვრებ(ებ)ის იდენტობას) გავლენა აქვს ჩვენს დღევანდელ პიროვნებაზე. ჩვენი პიროვნების პერსონალიზმზე, ცხოვრებისეული მოვლენების აღქმა/განვითარებაზე. ადამიანს ყოველ ინკარაციაში გადააქვს ,,დაუმუშავებელი'' პროგრამები. ეს გრძელდება/გაგრძელდება მანამ, სანამ არ მოხდება ასეთი პროგრამების ცნობიერში ამოტანა და გ ა ც ნ ო ბ ი ე რ ე ბ ა.

რეგრესული ჰიპნოზი კი ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური და უტყუარი მეთოდია ძველი პროგრამებისა და ფსიქო ბლოკების გასაცნობიერებლად. რეგრესული ჰიპნოზის საშუალებით ბევრი სხვადასხვა სარგებლის მიღებაა შესაძლებელი. როგორც გაცნობიერებული, ასევე გაუცნობიერებელი ჯანმრთელობის პრობლემების - ფსიქიკურიც,მენტალურიც და ფიზიკურიც.

არის ჯანმრთელობის პრობლემები, რომელთაც შესაძლოა ფსიქოსომატური წარმოშობა ჰქონდეთ. ჰიპნოზის თერაპიული კურსით მუშაობა, ძირფესვიანად კურნავს ასეთი დაავადების ფსიქოლოგიურ მიზეზს, რომელსაც ასევე ეწოდება ფსიქო-ბლოკები, დესტრუქციული პროგრამები, ცრუ-რწმუნებულებები, პატერნები.

ჰიპნოზი ასევე მუშაობს ფსიქოლოგიურ პრობლემებზე და მავნე ჩვევებისგან განთავისუფლებაზე. როგორებიცაა მაგალითად: დეპრესია, შფოთვა, მოწევა, კვებითი აშლილობა, უძილობა, პროკრასტინაცია (ყველაფრის ,,ხვალ" გადადება - ე.წ. სიზარმაცე), დასახული მიზნების არ მიყოლა, ნებისყოფის და კონცენტრაციის ნაკლებობა, შიშები/ფობიები, აკვიატებები, ადიქციები და ა.შ.

და ბოლოს, მარტო პათოლოგიური პროგრამებისგან განთავისუფლებისთვის კი არ არის ჰიპნოზის მეთოდი, არამედ ძალიან საინტერესო გამოყენებაც შეიძლება მოვუძებნოთ. განსაკუთრებით საინტერესოდ იყენებს მას ხელოვანი ხალხი (ზოგი გააზრებულად, ზოგი გაუცნობიერებლად) - პოეტები, მწერლები, მხატვრები, კომპოზიტორები. თვითჰიპნოზი არის აზროვნების ის სტადია, როცა კრეატიული აზროვნება მაქსიმალურად გახსნილია და ე. წ. კოსმოსისგან იღებს აბსტრაქტულ ინფორმაციას, რის მიხედვითაც ხელოვანი ქმნის შედევრებს. ესაა იგივე მუზა. არაერთი ხელოვანისგან მომისმენია მუზების კოსმიურობაზე. მუზა მხოლოდ გარინდებისა და სრული რელაქსაციის მომენტში მოსდის ხელოვანს. წარმოგიდგენიათ ხელოვანი, რომელსაც ხმაურში, ქაოსში, ნერვიულობის და სტრესის ფონზე შეექმნას რამე? მე ვერ წარმომიდგენია, რა ვიცი.

ზოგჯერ, შემოქმედ ადამიანს, სწორედ სტრესის და გადაღლილბის გამო შეიძლება ,,დაეხშოს'' კოსმოსიდან ინფორმაციის მიღების წყარო. მისი გონების ,,რადარი" შეიძლება ვეღარ იჭერდეს იმ საჭირო ინფორმაციას, რომლითაც ის ქმნის თავის ნაწარმოებებს. სწორედ აქ შეუძლია მას გახსნას გონება გააზრებულად და კონტაქტი დაამყაროს კოსმოსურ მუზებთან. ვისაც არ უცდია ეს, შეიძლება არ დამეთანხმოს. მაგრამ ვურჩევდი, ერთხლ მაინც გამოცადოს ექსპერიმენტის სახით და თავადვე დარწმუნდება მუზების კოსმოსურ წარმომავლობაში.  

არ შემიძლია სწორედ აქ არ ვახსენო ცნობილი ასტროლოგი ხათუნა ნოელი , რომელიც თავის ლეგენდარულ წიგნზე მუშაობს და პატივი მხვდა წილად, ჩემთან ჩატარებული რეგრესული ჰიპნოზით მიეღო უმნიშვნელოვანესი ინფორმაცია წიგნის გასაგრძელებლად. მისი მკითხველები მოუთმენლად ველით ხათოს წიგნს - ისტორიისთვის უცნობ, მაგრამ ამავდროულად იმავე ისტორიაში უმნიშვნელოვანესი როლის მქონე, მისტიკურ პიროვნებაზე.

რეგრესული ჰინოზის სეანსი სხვაა და ჰიპნოთერაპია სხვა?

ჰიპნოთერაპია არის თერაპიის სამკურნალო კურსი ჰიპნოზის მეთოდით.

თერაპიის კურსს რეკომენდაციას ვუწევ იმ შემთხვევაში, თუ კლიენტი უჩივის ისეთი სახის მენტალურ პათოლოგიას,რომელთანაც გამკლავება რეგრესული ჰიპნოზის ერთი სეანსით არ არის საკმარისი“, - წერს ეკა სვანაძე. 

ასევე დაგაინტერესებთ:

„მაყურებელს ახსოვს, უყვარს და დღემდე ძვირფასია ყველა გმირი, რომელიც მან ქართული თეატრის სცენაზე თუ კინოში გააცოცხლა“ - ნინელი ჭანკვეტაძე იუბილარია

„შესაძლოა ხელი შეუშალოს ორგანიზმის დეტოქსიკაციის და იმუნური სისტემის გამართულ მუშაობას“ - ზაზა თელია ინტრავენური კვების ეფექტურობასა და რისკებზე

„ყველაფერი ახალი - კარგად დავიწყებული ძველია“ - ლელა წურწუმიას ფოტოები არქივიდან