Digest Logo

„ადამიანი, რომელიც არაცნობიერად ფლანგავს თავის ძირითად სასიცოცხლო ძალას, ცდილობს, უბენზინო მანქანა დაქოქოს“ - ვატო მსხილაძე სექსუალურ ენერგიაზე

1763485415
ვატო მსხილაძ

მეტაფიზიკოსი ვატო მსხილაძე სოციალურ ქსელში სექსუალურ ენერგიაზე წერს. მისი თქმით, სამყარომ მოგვცა მხოლოდ ერთი, პირველადი „ატომური“ ენერგიის წყარო და ეს არის სექსუალური ენერგია. 

ვატო ამბობს, რომ ადამიანი, რომელიც არაცნობიერად ფლანგავს თავის ძირითად სასიცოცხლო ძალას (სექსუალურ ენერგიას) ქვედა ცენტრებში, მაგრამ ამავდროულად ცდილობს მედიტირებას ან „სულიერებას“, არის ადამიანი, რომელიც ცდილობს, უბენზინო მანქანა დაქოქოს. ის უბრალოდ ილუზიებში ტრიალებს:

„სექსუალური ენერგიის შეგნებული კონტროლისა და განვითარების გარეშე ყველა სულიერი პრაქტიკა მხოლოდ გართობაა.

ყველა სხვა სულიერი პრაქტიკა - მედიტაცია, ლოცვა, ცოდნის მიღება, უანგარო სამსახური - უდიდეს მიზნებს ემსახურება, მაგრამ ისინი ჰგვანან მანქანის ნაწილებს:

მედიტაცია და გონების დაუფლება - ეს არის „გადაცემათა კოლოფი“ და „საჭე“.

სიყვარული და თანაგრძნობა (გულის გახსნა) - ეს არის „გაგრილების სისტემა“ და „საპოხი მასალა“.
სულიერი ცოდნა - ეს არის „GPS ნავიგატორი“ ან რავი „Wi-fi“, მაგრამ ამ ყველაფერს საწვავი სჭირდება...

სექსუალური ენერგია!

ნუ ოკ, შენ გაქვს „საჭე“, უნაკლო „ნავიგატორი“ და საუკეთესო „გაგრილების სისტემა“, მაგრამ თუ შენი „საწვავის ავზი“ მუდმივად ცარიელია, ან თუ ძრავის მთელი სიმძლავრე მიწაში „იღვრება“ - შენი მანქანა ადგილიდან არ დაიძვრება.

ადამიანი, რომელიც არაცნობიერად ფლანგავს თავის ძირითად სასიცოცხლო ძალას (სექსუალურ ენერგიას) ქვედა ცენტრებში, მაგრამ ამავდროულად, ცდილობს მედიტირებას ან „სულიერებას“, არის ადამიანი, რომელიც ცდილობს, უბენზინო მანქანა დაქოქოს. ის უბრალოდ „ილუზიებში ტრიალებს“.

სამყარომ მოგვცა მხოლოდ ერთი, პირველადი „ატომური“ ენერგიის წყარო - ეს არის სექსუალური ენერგია“, - წერს ვატო მსხილაძე.

ასევე დაგაინტერესებთ:

გიორგი წიტაიშვილი 25 წლის გახდა - როგორ მიულოცეს ნაკრების წევრს თანაგუნდელებმა იუბილე

მარიამ ელიეშვილის პატარა საბა გაქრისტიანდა - კადრები ნათლობიდან

„გაიხსენე საყვარელი ადამიანები – ბუდე ყველაზე ტკბილი ადგილიაო“ - თეა ჩეჩელაშვილი „ფუტკრების სიბრძნეზე“